სერია A. XXXVI ტურის წინ: "მილანი" მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული - სკუდეტოსთვის "რომასთან" სტუმრად ქულაც ჰყოფნის
"მილანს" წინა ტურშიც შეეძლო ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება, თუმცა "ინტერმა" არ დათმო თავისი შეხვედრა და ზეიმი მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო.

დადგა ის დღეც - უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: მოვიდა ის ტურიც, რომელშიც "მილანი" მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული და თუ "რომასთან" გასვლაზე თუნდაც ქულა მოიპოვა, სკუდეტო ოფიციალურად მასიმილიანო ალეგრის გუნდის იქნება.

ეგ კი არა, "როსონერიმ" შესაძლოა დამარცხების შემთხვევაშიც იპირველოს და ეს მაშინ მოხდება თუ "ინტერიც" დაკარგავს ქულებს. თუმცა, "შავ-წითლებს" თანაქალაქელის თამაში ნაკლებად ადარდებთ - მთელი გუნდი "რომასთან" მოახლოებულ ჯახზეა კონცენტრირებული და ეს სრულიად ბუნებრივია. ალეგრის სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული, პრესასთან კი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს სკუდეტოსთან და როდესაც ამაზე ვფიქრობ, ემოციების მოზღვავებას განვიცდი. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დედაქალაქელებს ჩვეული თამაში დავუპირისპიროთ. "ჯალოროსი" მოტივირებულია, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლებენ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და არა ქულის მოპოვება - "მილანი" მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე და ასე იქნება "რომასთან" შეხვედრაშიც".

"მილანის" ფეხბურთელები მაქსიმალურად ერიდებიან ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რაც ალბათ მთავარი მწვრთნელის და კლუბის მესვეურთა მითითებაა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი საგანგებო რეჟიმშია გადაყვანილი და გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. აუცილებლად უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოიხადა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 'ჯალოროსის" სავარაუდოდ პირველივე წუთებიდან შეეტოქება. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შვედის მხარდამხარ რობინიო გაირჯება, ანტონიო კასანო და ალეშანდრე პატო კი სათადარიგოთა სკამზე გამწესდებიან. ნახევარდაცვაში ნაცად ოთხეულს ვიხილავთ: ჯენარო გატუზოს, მარკ ვან ბომელს, კევინ პრინც ბოატენგს და კლარენს ზეედორფს.

დიდი სამზადისია რომაელთა ბანაკშიც - გასული ტური "ჯალოროსისთვის" წარმატებული გამოდგა და დღეს ისე ახლოა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, როგორც არასდროს მიმდინარე სეზონში. ვინჩენცო მონტელა კი ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეჭვი გვაქვს, თვითკმაყოფილებას არის მიცემული - მოვუსმინოთ და შემდეგ, შემადგენლობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

"ყველას დავანახვეთ, რომ ჩვენი გუნდი არასდროს ნებდება და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. არავის სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას შევძლებდით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით მეოთხე საფეხურზე მოკალათებულ "ლაციოს". მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში მოვედი, დიდძალი სამუშაო შესრულდა და შედეგსაც ვიმკით. ამიტომ, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვდარდობ და მომდევნო პაექრობაზე ვარ კონცენტრირებული. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს "მილანის" სასკუდეტო პერსპექტივები, მე ჩემი გუნდის მიზანი მამოძრავებს და მეტოქეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ".

"გაძეტას" მტკიცებით, მონტელა ნაცად ტაქტიკას აირჩევს და ფეხბურთელებს 4-2-3-1 სქემით განალაგებს. შეტევის წინა ხაზზე ტრადიციულად ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ, მის უკან კი სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩი, როდრიგო ტადეი და ფაბიო სიმპილისიო გაირჯებიან. არის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც სიმპილისიო თადარიგში დარჩება, ძირითადში კი ჟერემი მენეზი იასპარეზებს. ვნახოთ, თამაშამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

XXXVI ტურში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. "უდინეზე" "ლაციოს" მიიღებს და მატჩის მნიშვნელობაზე ბევრ ლაპარაკს, ჯობია სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ, სადაც ყველაფერი შესანიშნავად ჩანს. ფრე "უდინეზესთვის" იქნება ცალსახად მიუღებელი და თუ "რომამ" დაამარცხა "მილანი", მაშინ ქულა ვერც "ლაციოს" გაახარებს - მოკლედ, ეს ის თამაშია, ექვსი ქულაა სასწორზეო რომ ამბობენ და თუ რა მოხდება "სტადიო ფრიულიზე", ერთი ღმერთმა უწყის. "უდინეზე" აუცილებლად შეუტევს, თანაც კარგა ხნის პაუზის შემდეგ, ერთად ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესს.

რაც შეეხება "ლაციოს", "გაძეტას" თუ დავუჯერებთ, ედუარდო რეია მცირე ექსპერიმენტს მიმართავს და გუნდს 4-4-2 ტაქტიკით განალაგებს. ასეთ დროს ექსპერიმენტი მართლაც რომ საოცარია, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი ავტორიტეტულ გამოცემას არ დავუჯეროთ. შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ მაურო სარატეს და სერჯო ფლოკარის ვიხილავთ, მათ უკან კი შემდეგი ოთხეული გაირჯება: ერნანდესი, ბროკი, მათუზამელი, ბრეშიანო.

საინტერესო კომენტარი გააკეთა დი ნატალემ და მოვუსმინოთ მას: "აქამდე მხოლოდ ჩვენ და "ლაციო" ვიბრძოდით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში, "რომა" და "იუვენტუსიც" წამოგვეწიენ. ამ ორი გუნდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში მოხვედრას არც "ჯალოროსი" იმსახურებს და არც "ბიანკონერი". ჩვენ გაცილებით უფრო სტაბილურად წარვმართეთ მთელი პირველობა და ამ გუნდებიდან მხოლოდ "ლაციომ" გაგვიწია ღირსეული კონკურენცია. დღემდე მგონია, რომ მეოთხე ადგილს ან "უდინეზე" მოიპოვებს, ანაც "ლაციო" - ასე რომ, მოახლოებულ პაექრობას უდიდესი ფასი ადევს".

ამ უქმეებზე სერია A კიდევ გვთავაზობს საინტერესო შეხვედრებს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება. "ინტერი" "ფიორენტინას" მიიღებს და შეეცდება, მეორე ადგილი "ნაპოლის" არ დაანებოს. ვალტერ მაძარის სამწყოსს "ლეჩესთან" აქვს გასვლითი პაექრობა და ეს გუნდი რომ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ესეც კარგად მოგეხსენებათ. გენუური დერბი კი ცალკე სალაკაპარაკო თემაა - მართალია, "ჯენოა" უმიზნოდ გახლავთ დარჩენილი, მაგრამ რა მოტივაციაზეა საუბარი, როდესაც წინ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დერბია მთელს აპენინებზე და არა მარტო. თანაც, "ჯენოას" შანსი აქვს "სამპას" სერია B-ში დაქვეითებაში შეიტანოს თავისი წვლილი და ვფიქრობთ, საამისოდ დავიდე ბალარდინის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ. რაც მთავარია, კახა კალაძეა "გაძეტას" მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო შემადგენლობაში.

დღეს:

პალერმო-ბარი 20.00

დისკვალიფიკაცია: რუდოლფი, გლიკი (ბარი).

ტრავმა: ბრიკეტო - კუტუზოვი, ოკაკა, ს. მაზიელო, ბარეტო, კასტილო, ჟილე, კოდრეა, ალვარესი.

რომა-მილანი 22.45

დისკვალიფიკაცია: დე როსი, პეროტა (რომა).

ტრავმა: მექსე - იანკულოვსკი, ფლამინი, ინძაგი.

ხვალ:

ბოლონია-პარმა 17.00

დისკვალიფიკაცია: მუტარელი, მუდინგაი, დელა როკა (ბოლონია).

ტრავმა: ბუშე, მონტელონგო, გარიჩი, ესპოზიტო - პალადინო, მარკესი, მირანტე.

ბრეშა-კატანია 17.00

დისკვალიფიკაცია: ლედესმა, ალვარესი (კატანია).

ტრავმა: დალამანო, კორდოვა, სერენი, ძანეტი, მარეკო - ლიამა, შაკა, ბელუში.

კალიარი-ჩეზენა 17.00

დისკვალიფიკაცია: კოსუ (კალიარი).

ტრავმა: ნენე, პიზანო - ფატიჩი, ფელიპე.

ინტერი-ფიორენტინა 17.00

დისკვალიფიკაცია: მარიგა (ინტერი).

ტრავმა: სნეიდერი, სამუელი, სტანკოვიჩი, კორდობა, პანდევი - იოვეტიჩი, მუტუ.

ლეჩე-ნაპოლი 17.00

დისკვალიფიკაცია: დი მიკელე (ლეჩე).

ტრავმა: გროსმიულერი, ბერტოლაჩი, სინი, ჯულიატო, ოფერე (ლეჩე).

უდინეზე-ლაციო 17.00

დისკვალიფიკაცია: დომიცი, ინლერი - მაური, ლედესმა.

ტრავმა: ბასტა, ბელარდი, კოდა - დიაკიტე, ფოჯა, სკული, რადუ.

ჯენოა-სამპდორია 22.45

ტრავმა: მორეტი - გასტალდელო, მარტინესი, პადალინო, სემიოლი.

ზეგ:

იუვენტუსი-კიევო 22.45

ტრავმა: მარტინესი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა, გრიგერა - ლუჩანო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 35 23 8 4 61-23 77

2. ინტერი 35 21 6 8 62-39 69

3. ნაპოლი 35 21 5 9 55-34 68

4. ლაციო 35 18 6 11 46-33 60

5. უდინეზე 35 18 5 12 61-42 59

6. რომა 35 17 8 10 55-49 59

7. იუვენტუსი 35 15 11 9 53-42 56

8. პალერმო 35 15 5 15 53-58 50

9. ფიორენტინა 35 12 13 10 45-38 49

10. ჯენოა 35 12 9 14 38-40 45

11. კალიარი 35 12 8 15 42-46 44

12. კიევო 35 10 12 13 33-35 42

13. პარმა 35 10 11 14 37-46 41

14. კატანია 35 10 10 15 35-47 40

15. ბოლონია 35 11 10 14 34-47 40

16. ჩეზენა 35 9 10 16 33-47 37

17. სამპდორია 35 8 12 15 30-42 36

18. ლეჩე 35 9 8 18 40-61 35

19. ბრეშა 35 7 10 18 31-47 31

20. ბარი 35 4 9 22 22-52 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 – დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი), პაცინი (ინტერი).

ლაშა წიკლაური

beberiku
კომენტარებს არ წერს თქვენი საიტი და რად გინდათ?
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა