2018 წლის 12 თებერვალს ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა გეგიძე პრესკონფერენციაზე შეეხო საკითხს რაგბის კავშირის კუთვნილებაში მყოფი მიწის ნაკვეთის კომპანია "ანაგისათვის" გადაცემის თაობაზე.

ციტატა ბ. გეგიძის პრესკონფერენციიდან: "რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანია "ანაგის" მიერ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს - არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანია "ანაგს" არ უნდა მისცეს ნებართვა, ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს. რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინა მოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს - როგორ მოიხსნა ეს ვალდებულება, როგორ შეიცვალა?!"

საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიასთან დაკავშირებით და რომ თბილისის მერია და ქართული საზოგადოება არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგახსენებთ შემდეგს:

აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში, რომლის ფართიც იმ დროისთვის გახლდათ თითქმის 23 000 მ2, 1997 წელს გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს იმისათვის, რომ გაშენებულიყო სარაგბო ინფრასტრუქტურა (რაგბის მოედანი და სარაგბო ბაზა). ამ საკითხით 1999 წელს დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფით აქტიურად ჩაება მსოფლიო რაგბის საბჭო (დღევანდელი მსოფლიო რაგბი). მიუხედავად ამ მცდელობებისა, რაგბის ბაზის აშენების საკითხი ვერც გეგიძის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დროს (2004 წლამდე) და ვერც შემდგომში ვერ დაიძრა. უფრო დეტალური, ობიექტური მიზეზები თავად ბიძინა გეგიძემ უნდა იცოდეს. 2009 წელს ქ. თბილისის მერიამ, ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ, რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავს არათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას. მერიის გადაწყვეტილება დასაბუთებულ იქნა მზიურის ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით. რაგბის კავშირმა, როგორც ყოველთვის, მოთმინებითა და მორჩილებით მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. რაგბის კავშირის საკუთრებაში დარჩენილი 12000 კვ.მ ფართის დანიშნულება შეიცვალა ფუნქციურად, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე არათუ სარაგბო ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განლაგება უკვე შეუძლებელი გახდა. რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა, მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა იმ მიზნით, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის დასაბუთებად ისიც კი საკმარისია ითქვას, რომ რაგბის კავშირი, როგორც მიწის მესაკუთრე, 13 წლის განმავლობაში მხოლოდ გადასახადებს იხდიდა ამ მიწის ნაკვეთზე და სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გააჩნდა.

დაწყებული 2009 წლიდან დღემდე, არანაირი სარაგბო ბაზის შექმნის ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს რაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც "გააცოცხლებდა" ამ ტერიტორიას. საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.

2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობის შესაძლებლობას გულისხმობდა, თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი, რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა. საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი შესაბამისად განვითარდეს, ჩვენ მიერ იქნა მოძიებული მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე, ყველაზე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის შექმნილი პროდუქტიც, დარწმუნებულნი ვართ, გახდება ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის უცხო და მიუღებელია საჯარო სივრცეში ვინმეს ქმედებების მორალური შეფასებები. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვხელმძღვანელობთ კანონით და კანონით მონიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, წარვმართავთ სარაგბო და მასთან დაკავშირებულ სამეურნეო პოლიტიკას. საჯარო ინტერესები კი აბსტრაქტულად არ არსებობს და სწორედ რომ კანონის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება.

ისე კი, საკითხავია, ვინ ან რამ შეუშალა ხელი ბატონ გეგიძეს, საჯარო განცხადების გაკეთებამდე უშუალოდ რაგბის კაშირისგან მიეღო პასუხი თავის "სერიოზულ კითხვებზე".

წყარო: Rugby.ge

r
"მიწის ნაკვეთი შესაბამისად განვითარდეს" ნიშნავს გაიყიდოს? რა ფასად და ამოღებული თანხა კონკრეტულად რას მოხმარდება? ისე, კარგი ადამიანები შეეცდებოდნენ ამ ნაკვეთისათვის პარკის სტატუსი დაებრუნებინათ, სახელმწიფოსთვის უკან მიებრუნებინათ და სანაცვლოდ, რაგბის კომპლექსის ასაშენებლად სხვა ტერიტორია გამოერთვათ.
ძველი იპოდრომის ტერიტორია
მოითხოვეთ ფართი, ჩაანაცვლეთ და გააკეთეთ სარაგბე კომპლექსი. არა საცხოვრებელ კორპუსებს.
semi
იგრიალეთ ბიჭებო რა დაგრჩენიათ მეტი !
giga
დაებრუნებინათ სახელმწიფოსთვის აღნიშნული მიწა და სანაცვლოდ სხვა ადგილას მოეთხოვათ მეტი ფართი. კითხვებიც აღარ დაისმებოდა.
ლაშა მედულაშვილი
სამარცხვინოა იმის მაგივრად რომ გვერდში დაუდგნენ ფულს ახდევინებენ არაფერში. ოც წელია ჯიჯგნიან როგორც ერთმანეთს ასევე ამ მიწას.
bajo
ორი ბიზო სჰეტანხმდა და ვის რა სჰეუზლია,
გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად