შესაძლოა, ბევრისთვის უკვე გამაღიზიანებელია იმის შეხსენება, რომ NBA-ის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი "კვლივლენდიდან" "მაიამიში" გადავიდა და იქ დუეინ უეიდსა და კრის ბოშს შეუერთდა....

შესაძლოა, ბევრისთვის უკვე გამაღიზიანებელია იმის შეხსენება, რომ NBA-ის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი "კვლივლენდიდან" "მაიამიში" გადავიდა და იქ დუეინ უეიდსა და კრის ბოშს შეუერთდა. მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ მინიმუმ ახალი სეზონის დაწყებამდე მასზე ლაპარაკი არ შეწყდება. პრაქტიკულად ყველგან - ბლოგებში, სოციალურ ქსელებში - ხალხი აგრძელებს თავისი დამოკიდებულების დაფიქსირებას.

გულშემატკივართა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპლიკა ასე ჟღერს: "მაიკლ ჯორდანი არაფრის დიდებით არ გადავიდოდა ერთ გუნდში თავისი ეპოქის ვარსკვლავებთან, როგორც ეს ჯეიმსმა გააკეთა". ხალხი მართალი აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ, ლებრონის გადაწყვეტილების კომენტირებისას ჯორდანმა განაცხადა, რომ საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, არასოდეს გაერთიანდებოდა ვარსკვლავებთან ერთ გუნდში.

აი რა განუცხადა ლეგენდამ NBC Sports-ს: "წარსულს თუ გადავხედავთ, მე არასოდეს ვითამაშებდი ერთიგუნდში მეჯიქ ჯონსონთან და ლარი ბერდთან ერთად. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად ხდება. გულახდილად გეტყვით - მე იმ ბიჭების დამარცხება მინდოდა და არა მათთან ერთ გუნდში თამაში".

სხვათა შორის, "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი ერთადერთი არ არის, ვინც ლებრონს აკრიტიკებს.

ჩარლზ ბარკლის კომენტარი: "მოთამაშე, რომელიც ზედიზედ ორი წელი ყველაზე ძვირფასი კალათბურთელის პრიზს იღებს, არსად არ უნდა მიდიოდეს. ყველა დანარჩენი უნდა დასდევდეს მას და მის გუნდში მისვლას ცდილობდეს. ეს უბრალოდ სასაცილოა.

მე მომწონს ლებრონი. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ სპორტის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ MVP-ის ორგზის მფლობელი წასულიყოს სხვა მოთამაშეებთან გასაერთიანებლად.

ის ვერასოდეს გახდება ჯორდანის მსგავსი და მოდით შევეშვათ ამ თემაზე უაზრო კამათს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ტიტულს მოიგებს ლებრონი. უფრო საპატიო მისია იქნებოდა დარჩენა და "კლივლენდთან" ერთად ჩემპიონატის მოგება - აი ეს არის ღირსეული მამაკაცის საქციელი. მას თუნდაც ერთი ტიტული რომ მოეგო "კავალიერზში", ეს გაცილებით ღირებული მიღწევა იქნებოდა მისთვის. რამდენჯერაც არ უნდა გახდეს "მაიამიში" ჩემპიონი, ერთი რამ ცხადია - "ჰიტი დუეინ უეიდის გუნდია და არა ლებრონის".

ლებრონის ტრანსფერს კიდევ ერთი ლეგენდა - მეჯიქ ჯონსონი გამოეხმაურა. მისი აზრით, ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, წელს "მაიამი" დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს.

"ჯერჯერობით, ყველაზე კარგი გუნდი მაინც "ლეიკერსს" ჰყავს. "ჰიტს" მინიმუმ ერთი სეზონი დასჭირდება შესათამაშებლად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ გუნდში რვა ახალი კალათბურთელია, რომლებსაც პირველ წელს, შესაძლოა, არაფერი გამოუვიდეთ. რამდენიმე წლის შემდეგ, სიტუაცია, ალბათ, შეიცვლება, მაგრამ წელს ისინი წააგებენ, ჩემპიონი კი "ლეიკერსი" გახდება. მოგვიანებით კი, "მაიამის" შეეძლება ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ ჩემპიონობის მოპოვება", - ამბობს ჯონსონი "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კრჟიჟევსკიმ ოთხი მოიშორა

ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ 15 კალათბურთელმდე დაიყვანა თავისი გუნდის შემადგენლობა. "დრიმ თიმი" ამჟამად ლას ვეგასში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

კრჟიჟევსკის აზრით, ოთხი ზედმეტი აღმოჩნდა - ტაირიკ ევანსი ("საკრამენტო"), ო ჯეი მაიო ("მემფისი"), ჯერალდ უოლასი ("შარლოტი") და ჯავალ მაკგი ("ვაშინგტონი").

ამერიკელთა გენერალური მენეჯერის ჯერი კოლანჯელოს თქმით, შეკრება 9 აგვისტოს ნიუ იორკში გაგრძელდება, რის შემდეგაც გუნდს კიდევ ერთი ან ორი კალათბურთელი მოაკლდება. ამას მოჰყვება ევროპაში საჩვენებელი მატჩები და 26 აგვისტოს დასახელდება საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა.

ლელო

Leo
მაიკლ, დააყენე რა, არ გყოლოდა გუნდში პიპენი, კუკოჩი და როდმანი და ვნახავდით რას მოიგებდი და თუ არ გადახვიდოდი უკეთეს გუნდში. ლებრონს ბეისბოლის თამაში მაინც არ დაუწყია:)
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა