ფოტო: fiba.com

Sportall.ge-მ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრთან და უბრალოდ კარგ ადამიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

როგორც მოგეხსენებათ, მიშა წლევანდელ სეზონს ყატარის საკალათბურთო ლიგაში ატარებს. ის გიორგი ცინცაძესთან ერთად საკუთარი კლუბის, "ალ შამალის" ერთ-ერთი ლიდერია და მათ საკმაოდ სოლიდური მიზნებიც აქვთ.

აღნიშნულ ინტერვიუში ის სწორედ იმ ასპექტებზე საუბრობს, რომლებიც მის საკალათბურთო ცხოვრებას უკავშირდება, როგორც ეროვნულ ნაკრებთან, ისე საკუთარ კლუბთან მიმართებაში.

- მიშა, პირველ რიგში, როგორ ხარ? და როგორ გრძნობ თავს უცხო ქვეყანაში?

- მადლობა, კარგად. უცხო ქვეყანას რაც შეეხება, ყატარის დედაქალაქ დოჰაში პირველად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ყველასთვის კარგად ნაცნობი გიორგი ცინცაძეა, რომელთან ერთადაც ვთამაშობ.

- რა არის ყატარში ისეთი, რაც მოგწონს და რა არის რთული უცხო ქვეყანაში?

- პირველ რიგში, მომწონს ის, რომ სითბოა (იცინის). სირთულეს რაც შეეხება, რთულია, რომ ჩემი ქვეყნისგან და ჩემი ოჯახისაგან შორს ვარ.

- გასული წელი შენ საქართველოს სუპერლიგაში გაატარე, წლევანდელ წელს ყატარის საკალათბურთო ლიგაში ატარებ. რომ შეადარო ერთმანეთს ამ ორი ქვეყნის პირველობა და ამ ეტაპისთვის რომელი ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატი უფრო მაღლა დგას?

- საქართველოს ჩემპიონატში ქართველი მოთამაშეები უფრო ნიჭიერები და უკეთესები არიან, ვიდრე ყატარში ყატარელები, მაგრამ ყატარში ლეგიონერები საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ჩემპიონატი დაახლოებით თანაბარი დონისაა.

- რა მიზნები აქვს წლევანდელ სეზონში "ალ შამალს"?

- ყველა სპორტსმენისა და კლუბის მიზანი, ვფიქრობ, ჩემპიონობაა.

- საქართველოს ნაკრებსაც რომ შევეხოთ, ახლოვდება მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი, საბერძნეთთან და ესტონეთთან. რა განწყობაა გუნდში და თეორიულ შანსს თუ მაინც ინარჩუნებს ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად?

- მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ამ თამაშებში ვერ ეხმარებიან ის მოთამაშეები, რომლებიც "ევროლიგაზე" ასპარეზობენ: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და მეტ ჯენინგი, გუნდში მაინც საკმაოდ ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა.

რაც შეეხება ჯგუფიდან გასვლის შანსებს, თეორიულად ამ შანსს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ, თუ ჩვენ ორივეს მოვიგებთ და სერბეთის ნაკრები ორივე თამაშს დათმობს, თუმცა ამის ალბათობა, ფაქტობრივად, მინიმალურია, რადგან სერბეთი ორივე მატჩს გაცილებით სუსტ მეტოქეებთან ატარებს.

ჯგუფიდან გასვლის რეალური შესაძლებლობა ჩვენ მაშინ გავუშვით ხელიდან, როდესაც თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დრამატულ მატჩში საბერძნეთის გუნდთან ბოლო წამებზე დავმარცხდით.

- მიშა, როგორც ვიცით, საქართველოს ნაკრებში დაწყებულია თაობათა ცვლის პროცესი, სანაკრებო კარიერა დაასრულა გუნდის ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, არ არიან ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი... შენ, როგორც მოთამაშე, რას ფიქრობ? რამდენად კარგი ახალგაზრდები მოდიან ჩვენს ნაკრებში და რამდენად ღირსეულად ჩაანაცვლებენ ისინი ე.წ. ძველ თაობას?

- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავს, რომლებიც ვიმედოვნებ, რომ ღირსეულად ჩაანაცვლებენ "ძველ თაობას". იგივე თუნდაც, გოგა ბითაძე, რომელიც მართლაც უდიდესი და უნიკალური ტალანტია. სანდრო მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე და კიდევ მრავალი სხვა, ვისიც ძალიან გვეიმედება. მთავარია, ბიჭებმა თავდაუზოგავად იშრომონ და არ დაიშურონ ძალისხმევა, წარმატება კი აუცილებლად მოვა.

- ინტერვიუს დასასრულს, გვითხარი, როგორ შეაფასებდი ქართველ გულშემატკივარს და რა როლი აქვთ მათ გუნდის წარმატებაში?

- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენთან თამაში არავის უხარია, განსაკუთრებით, ჩვენს ძვირფას სამშობლოში. როდესაც მოედანზე გავდივართ, ის ემოცია და ეიფორია იმდენად დიდია, რომ ეს ყველაფერი მართლაც ენითაღუწერელია.

შესაბამისად, ქართველი გულშემატკივრის როლი ჩვენი გუნდის წარმატებაში უდიდესია.

- ძალიან დიდი მადლობა, მიშა, საინტერესო ინტერვიუსთვის და ბევრ წარმატებას გისურვებთ.

ლაშა ჯავახიშვილი, სპეციალიურად Sportall.ge-სთვის

თორნიკე
ამ კომენტარზე "დისლაიკი" ვინ და რა მოტივით დაწერა. მართლა ვერა არის ზოგი!
ბექა
მშვენიერი ინტერვიუა ყოჩაღ sportall-ს წარმატებები ნაკრებსს!!
გიორგი
წარმატებები ბიჭებს. კარგი ინტერვიუა ნამდვილად.
სენაკელი
მამამისის, ბახული ბერიშვილის სული აცხონოს ღმერთმა, კაი კაცის შვილი, თვითონაც კარგი იქნება, მარტო მაგისთვის უნდა იყოს კარგი და არის კიდევაც! წარმატებები
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი