ფოტო: liga-zwei.de

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იანვარში მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაგდებურგის" მეკარე გახდა.

კრიზისში მყოფმა გუნდმა, რომელმაც პირველ წრეში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, ლორიასთან ერთად ჩატარებულ 4 შეხვედრიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა, 1 კი ფრედ დაასრულა. ქართველმა მეკარემ კი ამ თამაშებში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

გერმანულმა გამოცემამ, torwart.de-მ გიორგი ლორიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- გიორგი, თქვენ ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყავით. როგორ გაატარეთ ეს თვეები?

- საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ვთამაშობდი და ფორმის შესანარჩუნებლად მშობლიურ "დინამოში" ვვარჯიშობდი. ამითვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

- "მაგდებურგის" მოთამაშე სულ ახლახან გახდით. როგორ შედგა თქვენ შორის კომუნიკაცია და რატომ მოხვედით აქ?

- კლუბთან ალექსანდრე იაშვილმა დამაკავშირა, რომელმაც მითხრა, რომ მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაგდებურგში" გადასვლის ვარიანტი არსებობდა. აქამდე მეორე ბუნდესლიგაში არასდროს მითამაშია. ეს მაღალი დონის ტურნირია და ჩემს ქვეყანაშიც ბევრი ფიქრობს, რომ პირველი და მეორე ბუნდესლიგა დონით ერთმანეთთან ახლოსაა. სხვა ჩემპიონატებს რომ შევადარო, ალბათ, მხოლოდ ინგლისის ჩემპიონშიფს (რანგით მეორე დივიზიონი) ჩამორჩება. ჩემი აზრით, აქ კარგი მოედნები და ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამიტომ მოვედი "მაგდებურგში".

- გახსოვთ საქართველოს ნაკრებში დებიუტი?

- რა თქმა უნდა, მახსოვს, ეს ამხანაგური მატჩი იყო ტალინში ესტონეთის წინააღმდეგ, რომელიც 1:1 ვითამაშეთ. ძალიან ვნერვიულობდი. 21 წლის ვიყავი, თან "დინამოში" მეორე მეკარედ ვითვლებოდი.

- კიდევ რომელი მატჩები გახსოვთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ჩაატარეთ?

- თითქმის ყველა შეხვედრა მახსოვს, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაში, განსაკუთრებით ქართველებისთვის, დიდი პატივია. გამოვარჩევდი ესპანეთთან და საფრანგეთთან მატჩებს.

- სად ხედავთ საქართველოს ნაკრებს გრძელვადიან პერსპექტივაში?

- ჩვენი მიზანი მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. ერთა ლიგა მოვიგეთ და ახლა საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. ფინალურ ეტაპზე არასდროს გვიასპარეზია. თუ ეს მოვახერხეთ, საუკეთესო საჩუქარი იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის.

- თქვენმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა ერთა ლიგაზე. რამდენად დაგეხმარათ ეს წარმატება?

- არ ვიცი, ეს რამდენად დამეხმარა, მე კი გუნდს წარმატებაში დავეხმარე. ჩვენ მოვიგეთ ერთა ლიგა და უამრავი ქომაგი გავახარეთ. მაგალითად, ანდორასთან მატჩში ტრიბუნები გაივსო და 50 000 გულშემატკივარი მოვიდა ჩვენ საგულშემატკივროდ. ამას არავინ ელოდა. ეს ნიშნავს, რომ ფანები ჩვენი წარმატებით ძალიან გახარებულნი არიან.

- სად ხედავთ ქართველ მეკარეებს მომავალში? როგორ ვითარდებიან ისინი საქართველოში და რას უსურვებდით მათ?

- ბევრი ქართველი მეკარე არ თამაშობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთი (გიორგი მაკარიძე) პორტუგალიაშია, მეორე (ლაზარე კუპატაძე) - ლუქსემბურგის ჩემპიონატში. ყოველწლიურად საქართველოში მეკარედ ჩამოყალიბება უფრო და უფრო რთული ხდება. ამიტომ აუცილებელია, გამოცდილება მიიღო. ზოგადადაც, ყოველწლიურად იცვლება მეკარის როლი. როდესაც კარიერას დავასრულებ, მსურს მეკარეების მწვრთნელი გავხდე. ეს ჩემი ოცნებაა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა