”ლელო” საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მეტოქეებთან, მათი კომპონენტების გათვალისწინებით, ვირტუალურად ათამაშებს

შაბათობით საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რიგ-რიგობით ვიხილავთ. გავშიფრეთ ბელგია, რუსეთი, სლოვენია, უკრაინა... პლუს-მინუსების შეფარდებით ბელგია და უკრაინა ვირტუალურად დავამარცხეთ, ხოლო რუსეთმა და სლოვენიამ გვაჯობეს. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასასვლელად სამეულში მოხვედრაა საჭირო. ამისთვის ორი მოგება საკმარისი არ არის.

დღეს ბულგარეთის ნაკრები განვიხილოთ, ქართულ კრებულთან შევაპირისპიროთ და ვნახოთ, მესამე მატჩსაც მოვიგებთ თუ - არა. აქვე შეგახსენებთ: შემადგენლობებისა და მწვრთნელების შედარება მხოლოდ პირობითად გვაძლევს ძლიერის გამოვლენის საშუალებას, თორემ შეიძლება ესა თუ ის მატჩი უსახელო კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ვარსკვლავებსაც მოუგოს.

I პერიოდი

ჩემპიონატი, ევროთასები, ურთიერთშეხვედრები

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფის ქვეყნებს შორის ბულგარეთის შიდა ჩემპიონატი ბოლოდან მეორე ადგილზეა. მასზე ქვემოთ მხოლოდ საქართველოს პირველობაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ბულგარელები შიდა ჩემპიონატის მიხედვით დიდი სხვაობით გვჯობნიან.

მათ პირველობაზე მსჯელობა ერთი მაგალითით შეიძლება: ამ სეზონში "აკადემიკმა" გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკს" ევროჩელენჯზე ორივე მატჩი მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იქაც წარმატებით იასპარეზა - მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში სლოვენიის კრკა-სთან დამარცხდა.

ევროტურნირებზე სხვა ბულგარულ გუნდს არ უთამაშია, მხოლოდ რეგიონულ შეჯიბრებაში, ბალკანეთის ლიგაში ითამაშა სამმა კლუბმა.

შიდა პირველობაზე "აკადემიკი" ერთპიროვნული ლიდერია - 28 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. მასთან მიახლოვებული შემადგენლობა ჰყავს "ლევსკის". ეს დუეტი ბულგარეთში ყველას იბრიყვებს.

პირველ მეოთხედში უნდა გავიხსენოთ ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა ურთიერთშეხვედრებიც. ოფიციალურ მატჩებში უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 3:1, ხოლო ამხანაგურებში მეტოქე მშრალი ანგარიშით გვიგებს - 2:0.

ჩემპიონატებით, ევროთასებზე გუნდების გამოსვლითა და ურთიერთშეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ბულგარელებს მაინც მცირე უპირატესობა ექნებათ. პირველი მეოთხედისთვის განკუთვნილი 40 ქულა ქართველებსა და ბულგარელებს შორის ასე გაიყოფა: 17:23.

II პერიოდი

უკანა ხაზი

გემახსოვრებათ: გასული წლის 29 აგვისტოს ბულგარელმა უკანახაზელებმა მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების კალათში 8 სამქულიანი ჩააგდეს. 8 სამიანი! ბულგარელთა მთავარი კოზირი სწორედ ტანდაბალი კალათბურთელებია:

ერლ კალუეი (კახასოლი, ესპანეთი): 23 წუთი, 8.6 ქულა, 2.5 პასი.

ფილიპ ვიდენოვი (პროკომი, პოლონეთი): 23.1 წუთი, 11.2 ქულა, 2.1 პასი.

ზლატან გეორგიევი (ლევსკი, ბულგარეთი): 19.7 წუთი, 5.7 ქულა, 1.8 პასი.

პაველ მარინოვი (იამბოლი, ბულგარეთი): 27.6 წუთი, 10.6 ქულა, 1.7 პასი.

ჩავდარ კოსტოვი (კავალა, საბერძნეთი): 13.5 წუთი, 3.2 ქულა, 0.4 პასი.

ბოჟიდარ ავრამოვი (აკადემიკი, ბულგარეთი): 22.0 წუთი, 7.7 ქულა, 3.1 პასი.

ბულგარელები ნატურალიზებულებს ყოველწლიურად ცვლიან. თუმცა, თუ კალუეის წლეულსაც დაუძახეს, იგი სასტარტო გამთამაშებელი იქნება და მატჩებისას სავარაუდოდ ახალგაზრდა ავრამოვი შეცვლის. მსროლელის პოზიციაზე ერთმანეთს კოსტოვი და ვიდენოვი შეენაცვლებიან.

გიორგი ცინცაძე, ტორინ გრინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა... ვფიქრობ, ამ კომპონენტში სამართლიანი იქნება ქულების თანაბრად განაწილება - 20:20.

III პერიოდი

ფორვარდები

კალუეისა და ვიდენოვის გარდა ბულგარეთის ნაკრებში კიდევ ორი გამორჩეული კალათბურთელია: კალოიან და დეიან ივანოვები. ეს ტყუპები იტალიასა და ესპანეთში წარმატებით თამაშობენ. ყველა სხვა ფორვარდი ვარსკვლავს ვერ წყვეტს. ვიქტორ სანიკიძე, ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა, თორნიკე შენგელია ბულგარელ თანაამპლუელებს ნამდვილად ჯობიან.

დეიან ივანოვი (მონტეგრანარო, იტალია): 30.6 წუთი, 13.6 ქულა, 7.9 მოხსნა.

კალოიან ივანოვი (კახასოლი, ესპანეთი): 20.1 წუთი, 5.2 ქულა, 4.3 პასი.

ივან ლილოვი (რილსკი, ბულგარეთი): 33.9 წუთი, 21.4 ქულა, 4.9 მოხსნა, 3.4 პასი.

სტეფან გეორგიევი (ლევსკი, ბულგარეთი): 18.8 წუთი, 8.9 ქულა, 5.0 მოხსნა.

ალექსანდრ გეორგიევი (ჩერნო მორე, ბულგარეთი): 33.2 წუთი, 14.1 ქულა, 8.3 მოხსნა.

ძმები ივანოვები რომ არა ფორვარდებში ქართველთა უპირატესუბა უფრო შესამჩნევი იქნებოდა... 24:16, ჩვენს სასარგებლოდ.

IV პერიოდი

ცენტრები, მწვრთნელები

შარშან ბულგარეთის ნაკრებში ორი ნატურალიზებული იყო: კალუეი და ჯარედ ჰოუმანი. ეს უკანასკნელი კარგი მეფარეა, სანიკიძესთან ერთად "ვირტუსში" თამაშობს. თუმცა, გასულ შესარჩევზე ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა ბოლო მომენტში განაცხადში გამთამაშებელი კალუეის შეყვანა გადაწყვიტა (ფიბა 12-კაციან სიაში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის ჩაწერის უფლებას იძლევა).

წლეულს ბულგარელები 222 სმ. სიმაღლის პრიისტ ლოდრდეილის ნაკრებში მიწვევაზე ალაპარაკდნენ, რომელიც "ლევსკის" ღირსებას იცავს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა უკანახაზელის ხარჯზე ფარქვეშეთი ნატურალიზებული მეფარით გააძლიერონ. დავუშვათ დაიმატეს ჰოუმანიც და ლოდრდეილიც, საქართველოს ნაკრებს ფარქვეშ მაინც დიდი უპირატესობა ექნება - ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი.

შარშან ბულგარეთის ნაკრების სასტარტო ცენტრი ნიკოლაი ვარბანოვი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან ძალიან გაუჭირდა...

ნიკოლაი ვარბანოვი (იამბოლი, ბულგარეთი): 30.3 წუთი, 13.8 ქულა, 10.6 მოხსნა.

ამ მეოთხედში მწვრთნელებიც უნდა შევადაროთ. იგორ კოკოშკოვმა თავისი უპირატესობა გასულ შესარჩევზეც დაამტკიცა - როსენ ბარჩოვსკის სოფიაშიც მოუგო და თბილისშიც.

მეოთხე რაუნდში ბულგარეთი 28:12 გავტეხეთ.

ბოლოს მეოთხედების ანგარიშები შევაჯამოთ: 17:23, 20:20, 24:16, 28:12. საქართველომ ბულგარეთი ვირტუალურადაც დაამარცხა - 89:71.

წინა მატჩები (ვირტუალურად) ასე დასრულდა: საქართველო-ბელგია 81:79, საქართველო-რუსეთი 77:83, საქართველო-სლოვენია 63:97, საქართველო-უკრაინა 85:75.

ლოგიკურად, სამი მოგებით, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი შეფასებაა, რომელიც გაზეთის ფურცლებზეა გაბნეული. ევროპის ჩემპიონატზე კი კალათბურთელები მოედანზე გაიბნევიან და ბრძოლით ეცდებიან გულშემატკივრისა და მთელი საქართველოს იმედების გამართლებას.

ურთიერთშეხვედრები

ევრო-2003.

03.06.2001

საქართველო-ბულგარეთი 91:75

25:08.2001

ბულგარეთი-საქართველო 85:66

ამხანაგური.13.08.2005

ბულგარეთი-საქართველო 79:56

22.07.2007

ბულგარეთი-საქართველო 97:65

ევრო-2011

14.08.2010

ბულგარეთი-საქართველო 79:83

29.08.2010

საქართველო-ბულგარეთი 94:83

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა