"ბორჯღალოსნები" ერთი წლის ინტერვალით მსოფლიოს ერთ-ერთ (მესამე ადგილი მსოფლიო რეიტინგში) საუკეთესო გუნდთან, ინგლისის ნაკრებთან მეორე ერთობლივ წვრთნას გამართავენ.

ინგლისელების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯოუნსის ინიციატივით, საქართველოს ნაკრები ინგლისს პირველად 2018 წლის თებერვალში ეწვია. მაშინ ავსტრალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან" ერთობლივმა ვარჯიშმა, მის შეგირდებს ბევრი სასიკეთო რამ შესძინა და მსგავსი წვრთნების კიდევ ერთხელ, მსოფლიო თასის წელიწადში გამართვის სურვილი გამოთქვა.

პირველი დონის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშის პერსპექტივა ძლიერ ახარებს მილთონ ჰეიგს:

"თუ პირველი დონის ქვეყნებთან ხშირად ვერ თამაშობ, მათთან ერთობლივი ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია. ამ მოცემულობაში ეს იდეალური შესაძლებლობაა და საუკეთესო შესაძლებლობების მიღება და გამოყენება ჩვენ ერთ-ერთი მიზანია".

ჰეიგსა და ჯოუნზს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ერთ დროს ისინი ერთად მუშაობდნენ და ეს შესაძლებლობები ამის გამოძახილია. ასევე იმის, რომ შარშანდელი ერთობლივი წვრთნით ინგლისშიც ძლიერ კმაყოფილნი დარჩნენ:

"ახალ წლამდე ედი ჯოუნსს ვესაუბრე და მანაც თქვა - "რა თქმა უნდა, მოდი გავიმეოროთო" - ამბობს ჰეიგი და აგრძელებს:

"ედის საქართველოსთან და პირადად ჩემთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. შედეგად, 2012-2015 წლებში, როდესაც ის იაპონიის ნაკრების მწვრთნელი იყო, მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ. ახლა ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელია და მეორედ ვმართავთ ინგლისელებთან ერთობლივ ვარჯიშს. გაგვიმართლა, რომ ედი ამ შესაძლებლობას გვაძლევს და ამ გზით გუნდის "მშენებლობაში", განვითარებაში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი ქართული რაგბის მიმართ და ის ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია. მსგავსი ურთიერთობების არსებობა და გაღრმავება მნიშვნელოვანია!."

ინგლისში 30 მორაგბით

ბორჯღალოსნები ინგლისში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრნენ, რომელთაგან 16 მორკინალი და 14 ბექია. რაგბი ევროპაზე რუმინეთთან და ესპანეთთან მოგებული მატჩების შემდეგ, ინგლისში გაფართოებულ შემადგენლობას ზურაბ ჟვანია, შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, ხოლო ხაზს ტრავმა მოშუშებული მერაბ შარიქაძე, სოსო მათიაშვილი და დავით კაჭარავა დაემატნენ.

"შარშან ინგლისთან გამართული შერკინების ერთობლივი ვარჯიშების შესახებ ლეგენდები, მითები და დაუჯერებელი ისტორიები მსმენია. მაშინ გრეემ როუნთრი არც ჩვენთან იყო და არც ინგლისთან, თუმცა როდესაც ამ ვარჯიშებს უყურა, ნანახით კმაყოფილი დარჩა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ვარჯიშებით ახლაც ძალიან ბევრს მივიღებთ".

"გვექნება ორი სავარჯიშო დღე - პირველ დღეს მორკინალები და ბექები ცალ-ცალკე იმუშავებენ, ხოლო მეორე დღეს ვარჯიშს უფრო გუნდური სახე ექნება. ჩვენთან ვარჯიშში ინგლისელებს გარკვეული სისტემების დახვეწა სურთ, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. გარდა ამის, ჩვენი ახალგაზრდა და ასევე გამოცდილი მორაგბეები საკუთარ შესაძლებლობებს ტიერ1-ის გუნდის მორაგბეების წინააღმდეგ გამოცდიან".

30 მორაგბიდან 12 ისეთია (7 მორკინალი და 5 ბექი), რომლებსაც შარშან ინგლისში არ უვარჯიშიათ. ესენი არიან 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც ჩვენს გუნდში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა; ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი; მეორეხაზელები დავით გიგაური და შალვა სუთიაშვილი; მესამე ხაზელები ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე; მგეზავი თედო აბჟანდაძე; ხაზის მოთამაშეები ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი და გიორგი აფციაური.

ჰეიგი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენი გუნდი და ინდივიდუალურად მორაგბეები, ამ ერთობლივი წვრთნისგან მიიღებენ:

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბექები ინგლისელ ბექებთან ერთად ივარჯიშებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დერეფანში თამაშს მათ არაჩვეულებრივ დერეფანთან ვარჯიშში დავხვეწთ. ამ ერთობლივი ვარჯიშით ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შედარების შესაძლებლობა გვეძლევა. ამ ყველაფრის ანალიზით გავიგებთ, რამდენად ახლოს ვართ საუკეთესო გუნდებთან. მსგავსი გამოცდილება გვეხმარება, რომ მეტად გავიზარდოთ და უკეთესები გავხდეთ, არა მარტო მოთამაშეები, არამედ როგორც მთელი გუნდი, როგორც ერთი ორგანიზმი".

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით.

go
მოღალატეობას აქვს ადგილი, ძირს ჰეიგი...
Gio
რატომღაც წინა წელს მაინც და მაინც დიდი ვერაფერი მოგვიტანა მაგ ვარჯიშებმა...ეგ კიარა უარესობისკენ შეიცვალა ჩვენი შერკინება..მერე დავლაგდით ისევ.მე როგორც როგით გულშემატკივარს რატომღაც არ მხიბლავს ეგ იდიაა.ჰო ისე მაგ წელს ინგლისმაც ვერ ივარგა 6ერზე შერკინებაში.ისე არ ვამბობ ვუყურე სამ თამაშს მაინც.ინგლისის მონაწილეობით
l
ჯერ ერთი ეს ბიჩები ყოველ კვირა იღებენ მსგავს გამოცდილებას თავიანთ ტოპ გუნდებში, თუ რაიმეთი ჩამორჩებიან ეს გუნდები ინგლის ? ვის ატყუებენ საერთოდ ? რაც გვაქვს იმასაც გვართმევენ.
არტაგი
ხელდახელ თამაში გააუმჯობესეთ!!...
rezo
შეეტყოთ კი არა, დაიქცნენ შარშან მაგ ვარჯიშის მერე. წელსაც წააგეს უელსთან))))
კვაჭი
ხეზე ასვლა არ ასწავლოთ იმათგან კი ისწავლეთ
rugby
ეს თქვენი მელიტონი ბოლოს დაგვღუპავს და მოისვენებთ. მათ კი შეეტყოთ მაგრამ ჩვენ რა შეგვეტყო ?
ბათუმი
მერაბ კვირიკაშვილი რატომ არსადჩანს?
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო