ფილიპინელმა მოკრივემ WBO (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია)-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში
ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ WBO (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია)-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ამერიკელ შეინ მოსლისთან ტიტულის დასაცავ ბრძოლაში მან ქულებით გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა 119:108, 120:108, 120:107. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა.

პაკიაო მთელი ორთაბრძოლისას უპირატესობას ფლობდა. მესამე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო, რის შემდეგაც მოსლიმ შეტევაზე გადასვლის მცდელობებზეც კი უარი თქვა. 10-ე რაუნდში კი რეფერიმ თვითონ პაკიაოს წინააღმდეგ ჩათვალა ნოკდაუნი, თუმცა ჩანაწერზე გამოჩნდა, რომ ფილიპინელი მკერდში კვრისგან წაიქცა, როდესაც მოსლი უშუალო შეტაკებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ პაკიაომ აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მის კარიერაში საინტერესო არ ყოფილა. ფილიპინელის თქმით, მეოთხე რაუნდიდან მას ხელს ფეხის კუნთების კანკალი უშლიდა, რაც ბრძოლისუნარიანობაზეც აისახა.

მოსლიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოკრივესთან დამარცხდა. პაკიაო ს ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევენ. "მას გამანადგურებელი ძალა აქვს. ასეთი ძალით ჩემთვის აქამდე არასდროს დაურტყამთ", - თქვა 39 წლის ამერიკელმა, რომელიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა