© rubin-kazan.ru

გუშინ, 26 თებერვალს, Sportall.ge-ზე ზურიკო დავითაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა მოთამაშემ "რუბინიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდა მოთამაშის თქმით, ის კლუბთან კონტრაქტის სხვადასხვა პირობაზე ვერ შეთანხმდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხელშეკრულების ხანგრძლივობა იყო.

რუსული BUSINESS Online-ის ინფორმაციით, ყაზანური კლუბი დავითაშვილს 4,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა ქართველს მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც რუსულმა გამოცემამ Sportall.ge-ის ინტერვიუს შემდეგ გამოაქვეყნა:

"გუშინ ზურიკო დავითაშვილმა ქართულ გამოცემა Sportall-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა, რატომ დატოვა "რუბინი". გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი წყაროსგან მოვიპოვეთ:

როდესაც ზურიკო 18 წლის გახდა, "რუბინმა" გადაწყვიტა, კონტრაქტი გაეფორმებინა. სრულწლოვნებამდე ამას ფიფა კრძალავს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყაზანურმა კლუბმა მოთამაშეს 4,5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა საპასუხოდ ერთწლიანი ხელშეკრულების მოთხოვნა მიიღო: უცნაურია, ახალგაზრდა მოთამაშე მხოლოდ ერთი წლით დაიმატო. გარდა ამისა, ცალსახაა, რომ მოთამაშეს კლუბის დატოვება რაც შეიძლება სწრაფად სურდა და "რუბინის" ტრამპლინად გამოყენებას აპირებდა, რაც ინტერვიუშიც დაადასტურა.

"რუბინმა" კომპრომისზე წასვლა სცადა და დავითაშვილს 2,5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ისევ უარი მიიღო. შეკრების დამთავრებამდე 2 დღით ადრე, ზურიკო დაემშვიდობა ზოგიერთ მოთამაშესა და შტაბის წევრს და ბელეკი (ქალაქი თურქეთში, სადაც "რუბინი" შეკრებას გადიოდა) დატოვა. ფეხბურთელმა შეკრება ცრემლებით დატოვა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მას მარტოს არ მიუღია. ცხადია, ის საკუთარი აგენტის, გიგა გადელიას და მამის გავლენის ქვეშ იმყოფება.

"რუბინი" მზადაა, ფეხბურთელს კონტრაქტი მაინც გაუფორმოს

ჩვენი ინფორმაციით, ასეთი გართულებული სიტუაციის და დავითაშვილის უცნაური ქცევის მიუხედავად, "რუბინი" მაინც მზადაა, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმოს.

თუ ქართველს "რუბინში" დაბრუნება და კონტრაქტის გაფორმება სურს, ყაზანელები უარს არ იტყვიან, თუმცა მზად არ არიან, დათმობებზე ისეთ ფეხბურთელთან წავიდნენ, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე ჯერ არაფრისთვის მიუღწევია.

"რუბინი" მზადაა, მისცეს დავითაშვილს სათამაშო პრაქტიკა, დააკმაყოფილოს ფინანსურად, გაუფორმოს მოკლევადიანი კონტრაქტი, რითაც მას ზაფხულში წასვლაც შეეძლება, თუმცა რუსული კლუბი არ აპირებს ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას.

არის თუ არა ეს "რუბინისთვის" დანაკლისი?

ნაწილობრივ, არის, რადგან კლუბი ფოკუსირებული იყო ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე, თან იმ დროს, როდესაც სერდარ აზმუნის წასვლის შემდეგ არცერთი თავდამსხმელი გაუფორმებია. გარდა ამისა, "რუბინი" აუცილებლად დაიმატებდა სხვა მოთამაშეს, თუ ეცოდინებოდა, რომ დავითაშვილთან განშორება მოუწევდა.

ერთი რამ ფაქტია: მათ ფეხბურთელის სჯეროდათ, მისცეს შანსი. ასეთივე რამ მოხდა ერთი წლის წინ ილზატ ახმეტოვთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ცსკა-ს ლიდერია. სამარცხვინო იქნება, თუ დავითაშვილის ისტორიაც ასევე დასრულდება და "რუბინში" გახსნილი ფეხბურთელი სხვა კლუბში გაიბრწყინებს", - წერს BUSINESS Online-ი.

la.))
ჯერ მართლაც რა აქვს გაკეთებული რომ ასე მოიქცეს? 2.5 წლიანი თუ შესთავაზეს უნდა დათანხმებოდა. ეს აგენტები ხშირად ცდებიან და ამით ფეხბურთელები ზარალდებიან.
სოსო
ზუსტი ხარ.
ჯონდო
ხო იმიტომ ითამაშეს დიდი ფეხბურთი ჯანაშიამ, ასათიანმა, აშვეთიამ
roma bejanidze
წარმატებები ზურიკო და გთხოვ ფულს არ დახარბდე, ხომ ხედა რუსული მედიაც კი ჭაობია და ამ ჭაობიდან ვინ გინახავს გამოსული?
გოგა
1 წლიან კონტრაქტს უფორმებენ გამოცდილ დაბრძენებულ ფეხბურთელებს.18 წლის ბიჭს 1 წლიან კონტრაქტს რა პონტში გაუფორმებდნენ საქართველო ხო არაა ეს სეზონის ბოლომდე რო იმატებენ ფეხბურთელებს. ნახეს პოტენციალი და გრძელვადიანი ხელშეკრულება მოითხოვეს და ეგ კლუბისგან ნორმალურია. სხვა საკითხია რუსეთისთვის და რუბინისთვის რამდენად გვემეტება ეგ ბიჭი
1
მაგარი ბიჭია უდაოდ,მაგრამ 17 წლამდელებში გატანილი გოლები და პროფესიონალური ფეხბურთი განსხვავდება ერთმანეთისგან.ვინსაც უთამაშია ფეხბურთი ძალიან კარგად იცის ეს.წარმატებები.არ გვყავს დასაკარგი ბიჭები.იმედია უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდება
რაიო
ზუსტად ეგ ვთქვი გუშინდელ პოსტში, ვინ არის აგენტი და რა უნდა.
zura
შეეშალა ამ ბიჭს რომ რუბინში აპირებდა კარიერის გაგრძელებას მაგრამ არაუშავს, ხდება ხოლმე, მაინც ჯიგარია, მიხვდა რომ ჭაობში დგამდა ფეხს, არ გაეკიდა ფულს, გამოასწორა შეცდომა და წამოვიდა, მშვცენიერი პრეცედენტია სხვა ქართველი ბიჭებისთვის რომ იქით აღარც გაიხედონ... ზურიკო გისურვებ ნორმალურ საშუალო ევროპულ კლუბში მოხვედრას, სადაც შენს პოტენციალს გამოავლენ, სადაც ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ და არა იმ ხოკეისტებში, კროსებში და ქართველი ფეხბურთელების სასაფლაოში...
Kika
Wavida arabize nasionalhi da verafers ver qahavs.siomintan lokohi ROM epatijebodnen unda wasuliyo axla Kaci iqneboda!
Kika
2,5 wlian kontraqtze unda morwera xeli.hecdomaa ahkara!
levan1
"რუბინში" გახსნილი ფეხბურთელი სხვა კლუბში გაიბრწყინებს", - წერს BUSINESS Online-ი. რუსეთში გახსნილიო , სასაცილო ხალხია , ბიჭი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში დაფრინავდა, იმდენი გოლი აქვს გატანილი და 2 კვირა შეკრებაზე გაყოლილ გუნდზე ამბობენ რუბინში გაიხსნაო , კარგია ბიძია მაგ გუნდში რო არ დარჩი , დარწმუნებული ვარ ევროპაში უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებ, რუსული ჭაობიდან გამოსული ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს, ასე რომ წარმატებები და მალე ეროვნულ ნაკრებშიც გვენახე !
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
[VIDEO] დავითაშვილის გოლმა "სენტ-ეტიენი" თასზე "ნიცასთან" მარცხისგან ვერ იხსნა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
მოურინიომ დავითაშვილის შეძენა მოისურვა - "სენტ-ეტიენმა" თანხა დაასახელა