"სილქნეტი" თბილისის "ლოკომოტივის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გენერალური სპონსორი გახდა. პრეზენტაციას "რედისონმა" უმასპინძლა, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

ამიერიდან "სილქნეტი" აკადემიის განვითარებაზე იზრუნებს.

"ლოკომოტივის" აკადემიას ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ისეთი მასშტაბის მქონე კომპანიასთან, როგორიც "სილქნეტია". გვჯერა, რომ ახალგაზრდულ საფეხბურთო სექტორში მათი ჩართვა იქნება უნიკალური პრეცედენტი და ამასთანავე, მოტივაცია სხვა კომპანიებისთვის, რომ აიღონ მაგალითი და მხარი დაუჭირონ ქართულ ფეხბურთში არსებულ პერსპექტივას. ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი" - განაცხადა საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

"სილქნეტის" მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.

"კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. მრავალი წელია "სილქნეტი" სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. დღეიდან უკვე ჩვენს წვლილს შევიტანთ საფეხბურთო სპორტის განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ამ თანამშრომლობით დავგეგმავთ ერთობლივ აქტივობებს, უზრუნველვყოფთ აკადემიას საჭირო როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური რესურსებით" - განაცხადა "სილქნეტის" კომერციულმა დირექტორმა.

"ლოკომოტივის" ბაზას აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სამი მოედნიდან ერთ-ერთი ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ბაზასთან არსებული ბავშვთა საფეხბურთო აკადემია 12 ასაკობრივ გუნდსა და 300-მდე ფეხბურთელს აერთიანებს, რომლებიც თბილისისა და საგურამოს მოედნებზე გადიან წვრთნებს.

გენერალური სპონსორის, "სილქნეტის" მხარდაჭერით, აკადემია შეიძენს საჭირო ინვენტარს, ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმავს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობას აკადემიის მოსწავლეთათვის.

ახლო მომავალში აკადემია გახდება გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელობის. ეს იქნება ერთგვარი სიმბოლური მოტივატორი იმისა, რომ დავით ყიფიანის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია არაერთ სახელოვან ფეხბურთელს აღუზრდის ქვეყანას.

mdaaa
ხო და იმიტოა დღეს რო გამოგვიცხადეს სილქნეტში ხარჯები გაიზარდა და 50% ფასდაკლება რომ გაქვს თანამშრომლებს 30-ს დასჯერდითო. მაშინ ის მაინც თქვით სპომსორები ჩვენი თანამშრომლები არიან და არა ჩვენო
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]