©telegraph.co.uk

"ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან. ისინი 27 და 28 თებერვალს ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს გამართავენ.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგებთა ნაკრების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ინფორმაციით, საფრანგეთში რაგბის დაახლოებით 250 ქართველი თამაშობს.

გასული წლის ოქტომბერში, როცა ჰეიგი ტელევიზორში TOP 14-ის ერთ-ერთ მატჩს უყურებდა, აღმოაჩინა, რომ "გრენობლის" რიგებში ერთი მორაგბე - ბექა გიგაშვილი თამაშობდა, რომლის სახელი და გვარიც "საეჭვოდ" ჟღერდა ქართულად.

"ვიფიქრე, ეს ბიჭი ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა იყოს. გავიკითხე და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მას საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰქონდა ნათამაშები. საფრანგეთში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში წავიდა, სხვადასხვა დაბალ ლიგაში თამაშობდა და როგორღაც "გრენობლში" აღმოჩნდა. როცა მისი თამაში ვნახე, ვიფიქრე - "ჯანდაბას..."

"თუ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე შეუხვევ, აუცილებლად დაინახავ პოტენციურ მარჯვენა ბურჯს, რომელიც ქუჩის კუთხეში დგას და სიგარეტს ეწევა. იქ ყველა კაცს ფართო მხრები აქვს, კისერი კი - არა. ისინი გენეტიკურად ძალიან ძლიერი ხალხია. მე მათ ევროპის პასუხად მივიჩნევ წყნარი ოკეანის ხალხის საპირწონედ. მსოფლიოს ნებისმიერ მწვრთნელს მოეწონებოდა ჩემს ადგილას ყოფნა".

ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვარჯიშობს ზედიზედ მეორე წელია ინგლისის ნაკრები საქართველოსთან ერთად. არცერთ სხვა ქვეყანას არ გამოსდის ასე კარგად თამაში შერკინებაში. ამან განაპირობა, რომ გრეჰემ როუნტრი საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

ჰეიგს აქვს საშუალება, შედარებით გამოცდილი მოთამაშეების მაგივრად, ახალგაზრდა კადრებს დაეყრდნოს, როგორებიცაა გიგაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და 18 წლის ჰუკერი ვანო ქარქაძე. შარშანდელ ვარჯიშზე საქართველომ ინგლისის შერკინება დაანგრია, ჰეიგი კი წელს უფრო მეტს ელის.

ქართველების ძალით აღფრთოვანებულია როუნთრიც:

"ასეთი რამ სპორტდარბაზში აქამდე არასდროს მინახავს, ქართველები საოცარ წონებს ეჭიდებიან. მეტიც, ცოტაა ისეთი სპორტული დარბაზი, სადაც ჩვენთვის საკმარისი წონები აქვთ."

"ჩვენს ბიჭებს თითოეული ხელით 70 კგ-იანი ჰანტელების აწევა შეუძლიათ. გიჟები არიან. არადა, ძალოსნებს კი არა, მორაგბეებს ვავარჯიშებ. ეს სიძლიერე მოედანზე უნდა გადავიტანოთ. თუკი პირველი დონის მეტოქეებთან თამაშის საშუალება არ გაქვს, მათთან ერთად ვარჯიშიც კარგია." - ეს კი ჰეიგის სიტყვებია.

ქართველები ბოლო 12 წელიწადში მე-10 რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან არიან ახლოს. ბოლო ჩემპიონატის ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" პირველი დონის მეტოქესთან მხოლოდ 5-ჯერ ითამაშეს.

"მინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ უძლიერეს მეტოქეებთან ვითამაშოთ. განვიხილოთ მატჩები და გავიგოთ, როგორ გავხდეთ უკეთესები. ეს შესანიშნავი იქნება. განვითარება უნდა გავაგრძელოთ" - ამბობს მილტონ ჰეიგი."

"ბორჯღალოსნები" შემდეგ შეხვედრას ბელგიასთან 2 მარტს გამართავენ.

მამალი ბუღა
ეგ "ჭ" კლასის ფარჩაკი ირონია თქვენთვის შეინახეთ, აღარ ჭრის კაიხანია. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაც ვართ და ნიჭიერი ერიც.. მსოფლიოში მე-12 ადგილზე ვართ რეიტინგით და ვუსწრებთ ისეთი წარჩინებულ და განვითარებული ქვეყნებს როგორებიცაა: გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, კანადა, აშშ. ეს ის ქვეყნებია სადაც დიდი ყურადღება ეთმობა რაგბის განვითარებას.
ვახო...
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უფლისაგან არის კურთხეული და რა გიკვირთ? ჯერ სად არიან, ბევრად მეტად გავაკვირვებთ...
ირაკლი
უკვე კარგახანია ჯაჯგურს ადგილი არ აქვს თუ ტალახი და მოწინააღმდეგე არ გვითრევს. სპრინტი არ არის რომ ჯეირანივით ხაზზე ირბინონ. კარგად ვითარდება ჩვემი ნაკრები, იმედიც ხორციელდება თანდათან.
ირაკლი
იმდენად შემიყვარდა ეს სპორტი, ასაკი რომ ხელს მიწყობდეს პროფესიონალურად დავინტერესდებოდი. მე ფეხბურთს ვთამაშობდი და ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ აი ფეხბურთელებს ყველას თითქოს ძველბიჭური უჭერიათ, (ალბათ იმიტომაცაა ეს სპორტი ჭაობში) აი რაგბისტებისთვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, ალბათ იმიტომ რომ რაგბი ჩვენში პოლიტიზირებული სპორტია და უფრო პატრიოტიზმთან ასოცირდება, ხოლო ფეხბურთი ჩემი ცოლის დაქალებთან ;)))
ბურჯი
ისტორიული წყაროები და გადმოცემები ზოგს მითი რომ გვგონია, ქართველი ერთი მოქნევით 3 თათარს აწყვიტავდა კისერს, ერთ კაცზე ოთხი მოდიოდა და მაინც ქართველი სარეველასავით კაფავდა მტერსო...)) აი აგერ კაცმი ამბობს, ასეთი ძლიერი ხალხი არ მინახავსო
gulshematkivari
ეგ ყველაფერი კარგია მაგრამ თანამედროვე სწრაფი რაგბის თამაში გვიჭირს მაინც ჯერჯერობით , მარტო ტესტმატჩები და 4წელში ერთხელ ერთ ორ გრანდთან თამაში არაა საკმარისი განვითარებისთვის
Geo_Dinamo
ნეტა ყველა სათამაშო სპორტში ასეთი წარმატებულები ვიყოთ როგორც რაგბში ვართ. მჯერა შორს აღარ არის ის დრო 10-ში ადგილს რომ დაიმკვიდრევს ჩვენი ნაკრები და 6 ერში რომ გამოვა.
გულივერი
უფსკრული არა კვატი! რეგულარულად არ ვთამაშობთ მათთან, თორემ ვანახებდით ქართული მებრძოლი სულის მთელ სიძლიერეს!!! ეხლაც კი ხედავენ..!!!
anz
ერთმა გენიოსმა თქვა: "თუ გსურს რო განვითარდე-შენზე ძლიერს უნდა ეთამაშო, იმიტომ რომ თუ შენზე სუსტს ეთამაშები, ერთ მშვენიერ დღეს ის აუცილებლად დაგამარცხებსო". მართალია ეს სიტყვები მან ჭადრაკის შესახებ თქვა, მაგრამ ვფიქრობ რაგბზეც შეიძლება გამოყენება.
პაატა
ჩვენი ოცწალმდელების თამაშმა ხომ მოგვანიჭა სიამოვნება? ხოდა ეგ არის ჩვენი რაგბის მომავალი, მთავარია სწორი ხელშწყობა ფედერაციიდან და სახელმწიფოსგან!!!

სწორედ ამიტომ გვჭირდება მაღალი დონის გუნდებთან თუნდაც ვარჯიშის დონეზე ურთიერთობა. ეს არის განმსაზღვრელი რა გვაკლია და სად უნდა მოვუმატოთ. მე მგონია, ახალი თაობის უკანახაზელები ბევრად უკეთესად ითამაშებენ
გიორგი
ამიტომ ვიკლავთ მეგობარო თავს, რომ გვეთამაშონ მაღალი დონის გუნდები, სხვანაირად ვწრ გავხდებით მათი დონის, თუ თქვენ სხვა უკეთესი რეცეპტი გაქვთ გაგვიმხილეთ და მაგ გზით წავალთ
Musenbezi
ჩვენი თამაშის ყურებით სიამოვნების მიღება ძალიან რთულია, მთელი თამაში შერკინებაში ჯაჯგური... როცა ექვსი ერის თამაშებს უყურებ ხედავ რამხელა უფსკრულია ჩვენ შორის, ოთხ ერზე საერთოდ არაფერს ვამბობ!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო