18 წლის გიორგი წიტაიშვილი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოგებულ (3:0) მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარდა ამისა, ახალგაზრდა შემტევს უკრაინის პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

Sportall.ge გიორგის კიევში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეთ, მოგვიყევი მატჩის შესახებ...

- კი, "იუვენტუსი" გრანდია, მაგრამ ყველამ იცის, რომ კიევის "დინამოს" აკადემია ძალიან ძლიერია. კარგად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. მოვიგეთ დიდი სხვაობით. ამასთან ერთად, უკეთესი თამაშიც ვაჩვენეთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "დინამოსა" და უკრაინული ფეხბურთისთვის ისტორია დავწეროთ.

- უკვე მეორედ ითამაშე პირველ გუნდში. როგორ ფიქრობ, როდის მოახერხებ, ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვანი მოთამაშე გახდე?

- მინდა, რაც შეიძლება მალე გავხდე. მე მზად ვარ, მაგრამ ჯერ უნდა დავუმტკიცო მწვრთნელებსა და ხალხს, რომ პირველ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

- როგორ ხედავ შენს მომავალს და რამდენ ხანს წარმოგიდგენია შენი თავი "დინამოში"?

- მე "დინამოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო და როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო.

- დაიწერა, რომ "ოლიმპიაკოსს" შენი შეძენის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვს?

- მათთან კონტაქტი არ მქონია, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მე ვარ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი და ვიცი, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ.

- ანუ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაქვს?

- არაფერი ვიცი და ვერ გეტყვით, არც გამიგია და არც მიკითხავს. ახლა ჩემი მიზანია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი გავხდე.

- რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ შენთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სიტუაციას ართულებს ის, რომ სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ითამაშე და ქართული პასპორტი არ გაქვს...

- მე ამ საკითხს ჩემი კლუბის და პრეზიდენტის გარეშე ვერ გადავწყვეტ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ამასთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად გვქონდა. დაუკავშირდებიან "დინამოს" პრეზიდენტს და გადაწყვეტენ. როგორ გადაწყდება, არ ვიცი.

- ამასთან კლუბი რა კავშირშია, აქ ხომ საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება?

- საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს, თუმცა მე დღეს უკრაინის მოქალაქე ვარ. აქ ბევრი საკითხი და ნიუანსია, რომელიც კლუბთან უნდა გადაწყდეს. მე არ მინდა, მათ ხელი შევუშალო და ეს საკითხი უპრეზიდენტოდ გადაწყდეს.

- თუ არჩევანი შენი გასაკეთებელი იქნება, მზად ხარ, საქართველოს ნაკრები აირჩიო?

- როგორც იგორ მიხაილოვიჩ სურკისი იტყვის, ისე იქნება.

ასურა
სერიოზულები რომ გყავს გუნდში მაგიტომაც მიიწევთ წინ ;)
სანდრო
shvili rogorc shen ginda ise unda iyos, ra surkisi, magram getyoba ar ginda bizia sakartvelos nakrebshi tamashi da eseti pexburtelebi ar gvchirdeba nakrebshi, is pexburtelebi aviyvanot da vatamashot visac kartulad uzgers guli!!!
სოსო
შენ,შენი თავი არავინ გგონია?შენ ხომ კითხულობ და სხვაც.ფოცხვერიამ ის გააკეთა,რაც ქართველ კაცს უნდა გაეკეთებინა და შემდეგ რა მოხდა,ეს უკვე სულ სხვა საქმეა და მას ვერავინ უსაყვედურებს.მშობელს და სამშობლოს,არ ირჩევენ,მას ღმერთი თუ ბედი გაძლევს და შენ,მისი შვილი ხარ მიუხედავად იმისა,როგორია ის შენთვის.შენი ვალია,იზრუნო მასზე,დაიცვა ის და თუ საჭირო გახდა,მსხვერპლიც გაიღო მისი გულისათვის.ფოცხვერია,ნამდვილი მამულიშვილი გამოდგა,ბევრისაგან განსხვავებით.
nika
და რა უნდა ვერგავიგე ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე შესაბამისად ითამაშებს საკუთარი ნაკრების სახელით
ჯიჯი90
შენაირი არასერიოზული არც მინდა საქართველოს ნაკრებში იყოს. ეროვნულ ნაკრებში თამაში თუ გინდა ეს არ არის ვიღაც სურკისის გადასაწყვეტი. თუ არ გინდა ნუ გინდა არავინ შეგეხვეწება
GGG
ხომ აქვს ყველანაირი მონაცემი თითქოს, აგერ ნაღავთ ამისგან რამე ასერიოზული თუ გამოვიდეს, აზროვნებაა არ ააქ სათანადო და მიტო.
გიორგი
ერის მოღალატეების მეტი რა გვვყავს საქართველოს. რა სურკისი,,, რომ გთხრას არაო, ნიგერიის ნაკრებშ ითამაშეო უნდა წახვიდე >? პიზდეც ..მართლა ზოგს ფეხში აქ ჭკუა
ანესთეზეოლოგი
არ გინდათ ეს დამცინავი ფრაზები და ვითომ "დემოკრატიული" აზროვნების ზეიმი, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ეს ინტერვიუ მყესებზე ფეხს არ დაადგამდა ჩემთვის ის არ არის ქართველი. და კიდევ, (პირადად ჩემზე ვამბობ) შენ რა იცი ჩემი ქვეყნის გულისათვის რა მაქვს გაკეთებული, დათმობილი ან განცდილი?
ოთო
მამამისმა მარტო ფეხბურთის თამაში ასწავლა? რა შუაშია სურკისი ...((( მერამდენე ფეხბურთელს ვკარგავთ :)
დათო
არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ.. მეგობრებო დაფიქრდით გვინდა კი ჩვენ ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში რომლისთვისაც არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს მისი ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა?? თუ არ უნდა კარგად იყოს სულ რო მესი იყოს არ გვინდა გაუმარჯოს თავის გზაზე... სასაცილოა უბრალოდ შემდეგ როცა არ მიიღებენ იქ სადაც უნდა რო მიიღონ და აქეთ რო იწყებენ ხვერწნას და ამბობენ ინტერვიუებში რო თურმე ყოველთვის უნდოდა საქათველოს სახელით თამაში და იქ გუნდმა არ გამოუშვა და სხვადასხვა მიზეზები, რომელიც მოსმენილი მაქვს სხვა ფეხბურთელებისგან (ალბათ მიხვდებით ვიზეც არის საუბარი)... და კიდევ აქ რამოდენიმე კომენტარი ამოვიკითხე რო საქართველო ჭაობია აქ თამაშით რას მოიგებ და ა.შ. საცოდავები ხართ ისენი ვინც მასე ფიქრობთ.. ეროვნულ გუნდში თუ მხოლოდ იმიტო მოდის ფეხბურთელი რო მარტო იმაზე ფიქრობს როგორ განვითარდეს ..ის ვერასდროს ვერაფერს ვერ მიახწევს.. აქ უნდა მოხვიდე და დაიცვა შენი ქვეყნის ღირსება და უნდა გეამაყებოდეს შენი დროშა და წარმომავლობა...სხვა შემთხვევაში აქ არაფერი გესაქმებათ
1
აქ ნუ გგონიათ ზოგიერთება,რომ კაცნი მარტო თქვენ ხართ.სამშობლოს რომ ვემსახურე წლები და გული შემტკივა ქვეყანაზე,ამიტომ ვწერ აქ რომ ვიღაც ფულის ტომარა სურკისი არ უნდა გიწყვიტავდეს შენს მშობლიურ ნაკრებში უნდა ითამაშო თუ არა.თუ რათქმაუნდა მშობლიურია შენთვის ის ქვეყანა.სხვა ქვეყანაშიც მიცხოვრია,(სსრკ არ ვგულისხმობ) და ვიცი როგორი კარგია იქ ცხოვრება,მაგრამ არ გავცვლი სალსა კლდეებსა...ფულში და კიდევ რაღაცრაღაცეებში.მიჭირს კიდევაც ზოგჯერ,მცივა კიდევაც,მტკივა კიდევაც,მაგრამ მიყვარს ეს ტკივილიც,სიცივეც და შიმშილიც,იმიტომ რომ ჩემი მშობლიურია ეს ყველაფერი.ძალიან გთხოვთ ეხლა ნუ გამოხტებით და ჩამორჩენილს ნუ დამიძახებთ.მე ჩამორჩენილი შოთა,ილია,აკაკი,ვაჟა და გალაქტიონი მირჩევნია თქვენ „პრადვინუტ“ ვითომ ევრო ტვინებს. Ciao :-)
ალეკო
ეგეც ჯიქიას მასტია, თურმე სურკისი როგორც იტყვის,ტქვი რა პირდაპირ უკრაინის ნაკრებს უმიზნებ
ვასო
სურკისი თუ გიწყვიტავს რომელ ნაკრებში ითამაშო,სულ რო ნება მოგცეს ნუ ჩამოხვალ-არ ჭირდება ნაკრებს შენნაირი უჯიგრო და სამშობლოს არმოყვარე კაცი!
Luka
Ras exvewebit?romts italashos rad gindad eseti adamiani nakrebshi ikos mixailovichtan sheeshvit
ultranationalist
ბიჭო აი აქ რო გამოხტით ზოგიერთი ამ წიტაშენკოს ახლობლები კლავიატურაზე ამახვილებთ ყურადღებას ან რო ამბობთ თქვენ რა გაგიკეთებიათო, ამის ადგილზე რო ვიყოთ აქ დამკომენტარებლების და დამლაიქებლების უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშს დავაყენებდით პირველ ადგილზე!
LeqsSeni
ვისაც ჩვენთან არ უნდა, სხვა გზით იაროს...
Gio
გამარჯობათ ხალხო...ადამიანებო.ვეთანხმები ყველას ვინც თვლის რომ თუკი არ უნდა შეეშვით.არასოდეს გაწყვეტილა საქართველოში ტალანტი და არც მოხდება.ასე რომ არ უნდა აბა კარგად.ღმერთმა კარგ გზაზე ატაროს.უბრალოდ ცხადია უკრაინის ნაკრებში ნაკლები შანსია მოხვდეს და მერეკი აქთ შეგეხვეწებათ.ერთი წიტა-იშვილით არ დაიქცევა არც ქვეყანა და არც ფეხბურთი.გმადლობთ
სოსო
მეგრე,სახელი უცხოური მოგწონს,საქართველოს ნაკრებზე მესამე პირში ლაპარაკობ,თითქოს შენ ქართველი არცა ხარ.იქნებ მართლა ქართველი არც ხარ?თუ ასეა,მაშინ რა გალაპარაკებს,და თუ ქართველი ხარ,ასე როგორ ლაპარაკობ?შენ ალბათ გსიამოვნებს,ხალხი შენს მშობლებს რომ მოიხსენიებს,მე კი მეცოდება შენი მშობლები,თუმცა შენ უფრო იცი.იქნებ მათაც დაიმსახურეს.
pavle
"კურთხეულ" იყოს ყველას მიერ დედაი შენი შვილო ჩემო პეტრე )))))
fifa
ჯიგარი ხარ პეტრე, მეც მათ რიგებში მიგულეთ
ფესვები
ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება,არამდე ფესვებიდან.მამას ჰკითხე მამი სად არის ჩემი ფესვებიო?!იქნებ გაიხსენოს სად დარბოდა,სად აიდგა ფეხი.
simartle
ო რა ადვილია ოთახში კომპიუტერთან ჯდომა და მსჯელობა პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე, სამშობლოსთვის თავდადებაზე, სამშობლოსთვის თავგანწირვაზე...)
Emigranti
Ar miigebs chvens moqalaqeobas sanam kievshia tu miigebs icis rom ganvitarebadhi xels sheushlian da esec gogiasavit iqneba bolos nakrebshi rom ar gamoidzaxeben ukrainis mere moubdeba chveni nakrebi. Tavis qveynis nakrebze ambobs ukraineli rogorc ityvis ise iqnebao tu dinamos dziritadshi itamashebs daudzaxeben ukrainashi tu arada ara. Me mindao nakrebshi tamashio tu unda mashin klubis xeldzgvanelobas ar kitxavda uketes variants elodeba eg tema eseti fexburteli ar gvchirdeba vinc ar icis tavis qveynis siyvaruli
irakli
კლავიატურის ლომებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
gio
ვინც წიტაიშვილს აკრიტიკებთ იმ კლავიატურის ლომებიდან სამშობლოს გულისთვის რა დაგითმიათ კაპიკის ფასის თუნდაც?
paata
ფოცხვერიასთან დაკავშირებით მართალი ხარ არავის კაპიკის ფასად არ დაუფასებიათ მისი ქმედება. როცა პატრიოტიზმი მხოლოდ მშრალ სიტყვად იქცევა ქვეყანაში მერე ნუღარ უკვირთ რომ ახალგაზრდები პატრიოტიზმს საკუთარ წარმატებას ამჯობინებენ
ultranationalist
ბევრი წერა მეზარება, ღირს თუ არა მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული, ისე ქვემოთ წაიკითხე მაინც ანესთეზიოლოგის კომენტარი
ultranationalist
შენნაირად აზროვნებს ალბათ ამის მშობელიც
პეტრე
მეგრე!შენ მგონი იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც საკუთარი მშობლების და ახლობლების მოკითხვის საშუალებას მუდმივად იძლევიან და ეს ბედნიერებას ანიჭებთ.უნდა გახარო: მეც მათ რიცხვს შევუერთდი. სინდის გაფიცებთ გამოაქვეყნეთ.
megre
მართალია ეს ბიჭი, ალბათ მან იცის სურკის რა დამსახურება მიუძღვის მის კარიერაში და დაფასების საკითხია რომ მისი აზრი გაიზიაროს, და თქვენ კიდე ნუ შეაწუხეთ გული და საქართველოს ნაკრებში თამაშს ვინმეს ნუ ამადლით არავის არაფერში ჭირდება მაგ კალხოზში თამაში, ყველას უნდა წარმატებული სპორტული კარიერა და არა მაგ ნახირში გარევა რომელიც დაუსრულებლად ჭ ლიგებში იქნება, საქართველოს ნაკრები თორემ ეგეც არ იყოს ტოპ ნაკრები ასი წელი მაგ ჭაობში იქნება და ანდორის დამარცხებით ვინმეს თუ ეხლა ფანტაზია გაგიხურდათ ბელორუსი გაგინელებთ პლეი ოფში და მანამდე კიდე შესარჩევში ნახავთ რეალურად რა ნახირიცაა ნაკრები. და მაგ ბიჭმა ალბათ ფოცხვერიას მაგალითზეც იცის როგორ დაუფასდა აქ პატრიოტიზმი და არ უნდა იმავე შეცდომის განმეორება.
fsiuuu
პირველად არ აკეთებს მსგავს განცხადებას, ასე რომ კარგად აწონილ დაწონილი და მშობლებთან შეთანხმებული აქვს!
ივერი
მესი რომ იყოს მასაც კი არ უნდა ეხვეწო ნაკრებში თამაში! ვისთვისაც ეროვნული ნაკრების მაისური ნიუანსია, ის არც უნდა გააკეთო ნაკრებს
ბესო
სირცხვილი შენი კლიმენტი
caruzo9
суркис сказал-бог сказал!!!
ზიზუ
ყოველთვის ვერიდები ასეთ სიტუაციაში ვინმეს გაკიცხვას და არასდროს არ შემიფასებია მისი გადაწყვეტილება, მაგრამ სტატიის წაკითხვისას ბოღმა მახრჩობდა, სურკისმა უნდა გადაგიწყვიტოს შენი სამშობლოს სიყვარული შვილო, თუ ეგ სათქმელი სიბრიყვით მოგივიდა არაუშავს თუ არადა შეგირცხვეს ნამუსი
პეტრე
ნამდვილად სამწუხაროა,მაგრამ როგორც უკვე ითქვა ეს მისი ბრალი არ არის ეს მისი ე.წ. აღმრზდელების დამსახურებაა...ხოლო ის ფაქტი , რომ სურკისს აკისრებს თავის პასუხისმგებლობას სად ითამაშოს, ეს უკვე მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს. რას იზამ ჩვენდა საუბედუროდ ამისთანა ,,პატრიოტები"დღესდღეობით კონა ათი შაურია.სადაც იქნება იქ გაუმარჯოს,თავზე არაფერი გადაგვდის,მაგრამ ასი წელი არ გვჭირდება ქართველი ,რომლისთვისაც ქართველობა ცარიელი ბგერებია.
N
რა სამწუხაროა, რომ ჩვენთან ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს ამაგის დაფასება და ერთგულება! :–(
123 321
წიტაიშვილი ხარ თუ წიტაჩენკო სურკისი რო გჭირდება ნაკრებში თამაშისთვის? შენ ქართველობის არაფერი გცხია მგონი და ჯობია იყო სადაც ხარ.
ზურა
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მიხედეთ სანამ დროა
ანესთეზეოლოგი
აქ უამრავი კომენტარი და აზრია წარმოდგენილი და ყველაში არის სიმართლის მარცვალი. პირადად მე რათქმაუნდა არ მოვუწონებ ამ ბიჭს ასეთ ნეიტრალურ პოზიციას. საკითხზე რომელიც სამშობლოს ეხება ასე არ უნდა ლაპარაკობდე. რაც შეეხება ფოცხვერიას მაგალითს, გასაგებია რაც მოხდა მაგრამ მაგ საკითხსაც აქვს მეორე მხარე რომლისკენაც როგორც სჩანს ბევრი არ იყურება. პირველ რიგში ჩვენ ვართ ქართველები და შემდეგ ვართ სპორტსმენები, მეხანძრეები და ექიმები... ჩემი აზრით არანაირად არ შეიძლება პირადი კეთილდღეობა და გარანტიები ეძებო მაშინ როდესაც საქმე ეხება სამშობლოს. ზუსტად ამის საჭუალებით მოვაღწიეთ ქართველმა ერმა დღევანდელ დღემდე. ჩვენ ჩვენი წინაპრების მაგალითებზე გავიზარდეთ. ფოცხვერიამ გააკეთა ის, რასაც სთხოვდა სამშობლო და მოქალაქეობრივი ვალი. მშვენივრად იცოდა რა ქაოსიც იყო იმ პერიოდში, ისიც იცოდა რა კონკურენციის პირობებში მოუწევდა ყოფნა და ისიც, რომ აქ ვერევინ ვერ უპატრონებდა, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში ისეთი პერიოდი იყო. მაგრამ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ კი ეს საკვირველებად ითვლება მაშინ ის რატომ არ გვიკვირს როდესაც მიდიან ომში და კვდებიან სამშობლოსათვის? როდესაც ომში მიდიხარ ხომ ხარ შეგუებული იმას, რომ შეიძლება ვერ დაბრუნდე, მაგრამ მაინც მიდიხარ. და ის ვინც წავიდა და იქ დარჩა სამუდამოდ გვადებს ერთგვარ "ვალს" რომელსაც ვერაფრით ვერ გადავიხდით გარდა იმისა, რომ ვიყოთ სამშობლოსა და ქვეყნის ერთგულნი და მოყვარულნი, რომ თუ საჭირო გახდება ჩვენც გავაკეთოთ იგივე, რაც მათ გააკეთეს თავის დროზე. ამის მაგალითი აჩვენა თავის დროზე ფოცხვერიამაც, ჯანომაც... ძალიან მარტივი ფორმულაა, როდესაც შენც ქვეყანას ეხება საქმე გარანტიების მოთხოვნა არ მოსულა, რადგან სამშობლო ან გიყვარს, ან არა. თუ კი ამ ბიჭს ეს გრძნობა არ გააჩნია მაშინ საერთოდ არ უნდა დაგვწყდეს გული მის არჩევანსა და ასეთ კომენტარზე. ამ გრძნობის გარეშე სამშობლოსათვის მაინც ვერაფერს გააკეთებ...
semi
მარტო შენ უნდა გკითხოთ აზრი?
Geo_Dinamo
რა წაიღეთ ტვინი მაგ ფოცხვერიით, რა დიდი ფეხბურთი ითამაშა და სადმე დაჩაგრეს არ ათამაშეეს? რატომ ვერ გვინდა დავიჯეროთ, მაღალი დონის ფეხბურთელები რომ გვყავდეს არც ბოლო კალათაში ვიქნებოდით და ჩვენი ფეხბურთელებიც ტოპ-5-ის ჩემპიონატის გუნდებში ითამაშებდნენ. არ მოგბეზდათ სულ ვიღაცეებზე დაბრალება რომ ვითომ გზას არ აძლევენ იმიტომ რომ ქართველია. მაშ შოთიმ როგორ ითამაშა, ქეცბაიამ როგორ ითამაშა ნიუკასლში შირერთის გვერდით?კახამ როგორ მიაღწია ყველაფერს? ქინქიმ როგორ დატოვა ასეთი სახელი სიტიში?კობიმ როგორ ითამაშა შალკეში?შრომა უნდა და დიდი უფლის ღვრა. ეს ქინქიმაც თქვა როცა დაეშვა დაბლა და ვეღარ შეძლო ძველის დაბრუნება.
Giorgiusi 077
ჯერ იყო და გოგიათი აადუღეთ ტვინი,ეხლა წიტაიშვილიო...დაანებეთ ხალხო თავი ამათ,ვისაც არ უნდა ქართველობა ძალით რას ვეტენებით?ერთი გოგიამ ითამაშა გერმანიის ნაკრებში და მეორე ეს დაგლიჯავს
ფუჰ
სამშობლოს არჩევას სურკისი რად უნდა შვილო? ეს ოჯახის და აღზრდის ბრალია, მეტი არაფერი. საკუთარ სამშობლოს რომ უნაწყენდებიან, იმ ხალხის არასოდეს არ მესმოდა?! არ გინდა? ნუ გინდა. Родину не выбирают братуха

ძმებო! იმას კი არ ვამბობ, პატრიოტი უნდა იყოს და რატომ არ არის მეთქი? მესმის თქვას, ასე ადვილად ვერ გადავწყვეტ, ან ოჯახთან უნდა შევათანხმო, ან კიდევ იმასაც გავიგებ რომ თქვას, უკრაინის ნაკრებში თამაში ჯობია ჩემი მომავლისთვისო. ისაა გაუგებარი, სურკისი როგორ გადაწყვეტსო. აშკარად რაღაც გაუგებრობაშია მოყოლილი ან არ იცის როგორ უნდა მოიქცეს და რა თქვას
ultranationalist
მიუხედავად იმისა რო ამის თამაშს ვუყურე და მაგარი შთაბეჭდილება დატოვა არ უნდა ვეხვეწოთ გინდა თუ არა ჩვენ ნაკრებში ითამაშეო. სულ რო მესი იყოს ასე რო ილაპარაკებს რათ გვინდა ეგეთი.
roma bejanidze
სურკისის გადასაწყვეტი ის კი არ არის სად ითამაშებს, სურკისისგან პირობა უნდა რომ ის ფაქტი თუ საქართველოში ითამაშებს მას ხანგრძლივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს შეუსრულებენ თუ არა. აქ ერთს ქონდა კომენტარი ჯანოს მაგალითზე რომ აირჩია საქართველო იმიტომ იჯდა სკამზეო, ასეთ სიტუაციაში იქნება და თუ ახლა ძირითად გუნდში 2 თამაში ითამაშა, მერე როცა საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ მეორე გუნდშიც სანატრელი გაუხდება თამაში. ამის პასუხი თუ იქნება რომ უკრაინის ნაკრებში გათამაშებთო წიტაიშვილმა უარი და კონტრაქტის გაწყვეტა უნდა მოისურვოს და აქ ჩნდება მეორე პრობლემა ოჯახი რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ეს ყველა ნიუანსი მისთვის პრობლემაა, ის ხომ უკრაინაში გაიზარდა და ისე ვერ ფიქრობს როგორც ჩვენ? იმედია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიც არცერთ მხარეს არ დააზარალებს. წარმატებები გიოს
giorgi
Samcuxaroa,surkisis gadasackveti rom aris qartvelma kacma itamashos unda nakrebshi tu ara.
Geo_Dinamo
ფოცხვერიამ საერთოდ ფეხბურთი ვერ ითამაშა და ნაკრებში ხომ ვერ ასწავლიდნენ?
Irakli Apkhaidze
სანამ მიშა ფოცხვერია ქართულ ფეხბურთში დასაქმებას და ფუნქციას უიმედოდ ეძებს, როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა მსგავსი შემთხვევების გასაპრტოტესტებლად?!.. კარიერა დაენგრა კაცს საქართველოს ნაკრების სასაგებლოდ რომ გააკეთა არჩევანი და კომპენსაციის სახით საქართველოდან უყურადღებობა და დაუფასებლობა მიიღო... პირველი კომენტარის ავტორს ზურას 100% ვეტანხმები!
გოგა
დაუშვადა შვეიცარიას რომელი ნაკრებით რა შემადგენლობით უნდა მოუგოთ ან ფრე მაინც ვეთამაშოთ? იქნებ ვინმემ დაკომპლექტოს აქ ნაკრები? რატო ხართ ნატურალიზების წინაღმდეგი ვერ ვხვდები? გვყავს ახალგაზრდა კარგი ბაუშვები მაგრამ სანამ ისენი წამოგვეზრდებიან რა უჭირს?
Sergei
სამწუხაროთ ცუდი მაგალითი მოიყვანე, ფოცხვერია ცუდ დროს მოხვდა ნაკრებში, სადაც კონკურენციაც მეტი იყო და ზოგადათ ბნელი დრო იყო. ამ ბიჭს რაც შეეხება, უკრაინაში რა მომავალი უნდა ქონდეს? ნაკრები უკვე დიდი ვერაფერი, ხელფასზე ჯდომა კიევში, გრანდში მოხვედრის შანსი არის მაგრამ ფენომენი უნდა იყო და ალბათ უფრო ცუდ სახელფასო პირობებს უნდა დათანხმდე, ბოლოს ჩაიფუშება ისე როგორც ანანიძე, ან ჯიქია სპარტაკი, ჩთკვეტთ კი გააგრძელებს განვითარებას
Nw
ფოცხვერიამ მას მერე აირჩია საქართველო რაც უკარინის ნაკრები არ გამოვიდა, ისევე როგორც გოგიამ, ასე რომ სულ რომ პელე იყოს არ გვჭირდება ეგეთი ხალხი რომელთათვისაც საქართველო სათადარიგო ვარიანტია
333
უკვე გასაგებია როგორც იქნება!! სურკისი რა შუაშია თუ შენი ქვეყნის ჰიმნზე პულსი არ ავიჩქარდება
ნუგზარი
ისე ერთი ცუდი მაგალითი კი აქვს გიორგის. მიხელ ფიცხვერიას გაუფუჭეს კარიერა შახტარმა და და ჩვენმა დოყლაპპიებმა. შახტარმა საქართველოს გამო ძირითადიდან ამოაგდო და ჩვენებმა კიდევ ვერ უშოვეს ნორმალური კლუბი და ამ უნიჭიერეს ბიჭს კარიერა გაუფუჭდა. ჯანოც გამოაგდეს კიევის დინამოს სკოლიდან, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში წამოსვლის გამო. ამ მხრივ რუსები უფრო წესიერად მოიქცენ. ჯანოს საპარტაკულ კარიერას არ შეუშალეს ხელი ნაკრების გამო.
ზვიადი
ფოცხვერიას რა უქნეს საქართველოს არჩევის გამო ვნახეთ, კაცს ფეხბურთზე თავი დაანებებინეს ჩვენმა მეგობარმა ხრუშჩოვის შთამომავლებმა და არც ჩვენებმა დააფასეს. ამას კი ფეხბურთის თამაში უნდა და ადვილია შორიდან გაკიცხვა. ზემოთ ნათქვამი მიზეზის გამო ვერ ვიტყვი აუგს ამ ბიჭზე მაგრამ ვერც ქართველ ფეხბურთელად მივიღებ. ყველაფრის თავიდათავი მაინც სახელმწიფოა რომლებსაც დიდი ხანია ანტიქართული ძალები მართავენ და ყველანაირად ცდილობენ ხალხში ქვეყნის სიყვარულის ჩაკვლას.
Vasili
ნა ნატურალიზირება ხალხო?! დინამო კი არა ან ტორპედო, ეს არის ნაკრები , სადაც მხოლოდ ქართველი გვინდა , ან ჩვენ ქვეყანაში დაბადებულ გაზრდილი , რამოდენიმე თაობას რო აქ უკვე ნაცხოვრები!! აბა შეხედეთ საფრამგეთი რას გავს?? და კიდე აღარ ჩამოვთვლი
live
ხო არ გინდათ გვასკდება თავდასხმაში ნიჭიერი ფეხბურთელები. ნუ გავიწყდებათ ეს ბიჭი კიევის დინამოს გაზრდილია და ანგარიშ ვალდებულია. რას იჯაგრებით ეს ბიჭი საქართველოს არჩევით ლეგიონერი ხდება და 18 წლის ბიჭისთვის რომელსაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს თავისი შესაძლებლობები დიდი ტვირთია და სწორედ ამიტომ არის ამ ბიჭის პასუხები მოზომილი დაველოდოთ ვაცადოთ და თუ ვერ ვნახავთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელად მერე ვილაპარაკოთ როგორც ჯიქიაზე ჯერ ამის საბაბი არ გვაქვს და იმედია არც გვექნება ამის საბაბი არ გვაქვს იმედია გადაწონის ქვეყნის სიყვარული და მისთვის თავდადება. ვერასდროს ვერ მიიგებს ისეთ სიამოვნებას ვერსად როგორსაც თავის ქვეყნის მაისურით თამაშით და რასაც არ უნდა პირდებოდეს უკრაინული მხარე გააკეთებს სწორ არჩევანს ის გიორგი წიტაიშვილია და არა ანდრეი შევჩენკო
Vasili
კიდევ ერთი მორიგი ჯიქიაა!!! რას ასწავლიან მშობლები მართლა ვერ ვხვდები, სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი ადამიანი თავის შვილებს საქართველოს სიყვარულს კი არა ენასაც არ ასწავლიან, პირადად ვიცნობ ესეთ ხალხს და სამწუხაროდ აღარ მიკვირს ესეთი დამიკიდებულება რო აქვთ მერე ამ ბავშვებს , გაიგეთ რო საქრთველოში ჩამოსვლა, საცივის და ხაშლამის ჭამის გარდა , ამ ქვეყანას კიდევ პატრონობაც ჭირდება მათ შორის სპორტშიც!!! არაუშავს !!! ხვეწნა მუდარა არაა საჭირო, სურკისი თუ გიწყვიტავს ყველაფერს , მაშინ რავიცი , რავიცი. ეს უკრაინა ვითომ მეგობარი, არადა რუსებზე უარესები არიან, მერამდენე ფეხბურთელი უნდა გაგვიფუჭოს !!! ამათი შემყურე , უსინდისო ვიყო თუ ისევ ტრამვირებული მჭედლიძე და უგოლო დვალიშვილი არ მირჩევნოდეს, რაც ამათ ხალხი აკრიტიკებს , მაგრამ იძახებენ ნაკრებში და თუ შეუძლიათ , უკან არ იხევენ .../ ბევრი მახსოვს სხვა ქვეყნის ნაკრებზე გაგიჟებული, მაგრამ ვინ სად რას მიახწია , დაგუგლეთ და ნახავთ!!! / ბატონო კლიმენტი დაელაპარაკე შენ ვაჟს სანამ ბოლომდე არ არეულა, შეახსენე ვინ არის !!! რა უკრაინა ?! რის უკრაინა ?!
გიორგი
და რა უნდა დაეჭირა?
ზურა
რეებს მიედ-მოედება? პირდაპირ ჰკითხეს: შენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რას იზავო და როგორც სურკისი გადაწყვეტსო. ისიც კი არ თქვა: მე კი მინდა, მაგრამ, თუ კლუბში ხელი შემეშლება, ვერ დაგთანხმდებითო. ანუ, უკრაინა უნდა, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, საქართველოს სათადარიგო ვარიანტად ინახავს. ასეთი ფეხბურთელი კი, ჩემი აზრით, არ გვჭირდება.
ზურა
ფოცხვერიამ რომ საქართველო ამჯობინა რა დაიჭირა კითხულობს ვიმე მის ბედს? ვისაც სად ექნება მეტი დაფასება იქ უნდა ითამაშოს თორემ სლვა მეტრეველი სიღარიბეში მოკვდა
Geo_Dinamo
ჯობია იგორ მიხალიჩთან დარჩეს. მას არავითარი გრძნობა არა აქვს საქართველოს მიმართ როგორც სამშობლოსი და ამას უკვე ვეღარც შეიგრძნობს. ნატურალიზების მაგვარი რამ იქნება მაგის თამაში ნაკრებში, თუ ნატურალიზება გვინდა მაშინ უფრო კარგი ფეხბურთელიც შეიძლება მოიძებნოს. არ გვჭირდები.
ბათუმი
ვეთანხმებით სრულიად! მთავარია რა შეთავაზება იქნება და რა მარიფათს გამოიჩენს ქართული მხარე. ბავშვია ეს ბიჭი ჯერ და თანაც არაფრისთვის მიუღწევია! არც უმადურობას იჩენს უკრაინის მიმართ და არც უარი უთქვამს საქართველოს ნაკრებზე. მიგვანიშნა პირდაპირ და თქვა რომ სურკისთან დაალაგეთო და ეხლა ჯერი სფფ-ზე და ქართულ მხარეზეა!
კახა ქირია
ჰო სურკისი იტყვის-ამან საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოსო.მე გუშინაც დავწერე,არ გვყავს და არც ჩანს ქვილითაიას გარდა თავდამსხმელი და ვინმეს ნატურალიზებაზე ხომ არ გვეფიქრა.ფუტ ზალში რა არ გამოგვადგა ბრაზიელები.ჩვენზე უფრო დიდ ქვეყნებში თამაშობენ ნატურალიზებული ფეხბურთელები.ამნაირს ნამდვილად მირჩევნია
თორნიკე
არც წარმატებას უსურვებ ასეთს.არც ვთვლი ქართველად. თავში ავარდნილი ტიპი, ვერ კი გაუგია ეროვნულ ნაკრებში თამაში რას ნიშნავს. ან რა გონია თავი 19 წლის ბავშვებში რაღაც გაოფაფხურა რა. აი ამიტომ ვაფასებ ჯანოს და სხვებსაც რომლებიც გაცილებით ნიჭიერები იყვნენ მაგრამ არც კი უფიქრიათ რომელ ნაკრებში უნდა ეთამაშათ.ჯანოს რომ რუსეთი აერჩია დამერწმუნეთ სპარტაკის ძირითადს ვერ მოსწყვეტდა ვერავინ. ან რომ წერთ აქ მამამისიც ამბიციური იყოო, სად გინახავთ კლიმენტი წიტეიშვილის ნათამაშები რა. საერთოდ არ მაინტერესებს ამ ბიჭის სტატისტიკა და თამაშის მიმოხილვა. ეგ დაანტერესოს უკრაინელებს.

ესეც კიდე გამომივიდა რონალდო. მაგას ჯობია, თქვა, რომ შენთვის უკრაინის ნაკრებში თამაში ჯობია. სურკისმა უკრაინის ნაკრებში რომ არ მოგცეს თამაშის ნება, იქნები ეგრე ? ეგ სურკისმა კი არა, შენ უნდა გადაწყვიტო. სახლში მითუმეტეს მშობელი გყავს ყოფილი საქართველოს ნაკრების წევრი
dinamo
ესეთი საქციელის გამო, ესეც გოგიას ბედს გაიზიარებს, სად თამაშობს ეხლა გოგია იცის ვინმემ?
გოგა
ეგ კაცი იცით როდის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში? თუ უკრაინის ნაკრები იტყვის მასზე უარს. ასე რო ეგ კაცი არცერთ ვარიანტში არ გვინდა. ნატურალიზება კარგია 3 კარგი ბრაზილიელი რა გახდა ფლანგების მოთამაშეები და თავდამსხმელი. მეკარები მცველები ნახევარმცველები გვყავს ეგ 3 კარგი ბრაზილიელები რო დავიმატოთ სერიოზული ნაკრები გვეყოლება.
giorgi
სურკისი კი არ გადაწყვეტს, თუ არ გამოუძახებენ უკრაინის ნაკრებში მერე საქართველოში თამაში მოუნდება. ეს იკითხება ამის პასუხებში.
გენო
ჯერ პატრიოტი უნდ იყო და მერე ფეხბურთელი. არ გამოვა ამისგან ქართველი
ნუგზარი
არ გამოადგება ეგ ბიჭი საართველოს ნაკრებს. ქართველებს არ გვიყვარს "ბრიქები", კაცი ჩაკვეტაძესავით თავმდაბალი და პატრიოტი უნდა იყო, მაშინ გამოიჩენს თავს ნაკრებში და არ დაანგრევს გუნდს. წიტაიშვილი კი არა, შუსტერს და კანტონას (გენიოსებს) არ ათამაშებნენ ნაკრებში, რომ გუნდური სული არ დაერღვიათ და ამით არც გერმანის და არც საფრანგეთს არაფერი დაუკარგავთ. ასე რომ ყველაფერი კარგადაა, მაგაზე არანაკლებ ნიჭიერი ბიჭები გვყავს მაგის პოზიციაზე. ისე ღამურას თუ წააკითხებთ მაგ ბავშვს, გამოადგება. :-)
დათო
საკმაოდ დიპლომატიური პასუხი გასცა.მართალია ეგ ბიჭი. სურვილი აქვს და თუ ფედერაცია მოაგვარებს ითამაშებს ნაკრებში.ბავშვია და ჯერ არავისთვის მიუღწევია
ზიზ
ერთი ოქროაშვილზე რა ხდება, ეს უფრო მაინტერესებს
Giorgi1111111
ჯაბა
ხვდებით რომ არ სურს ჩვენი სახელით თამაში? თქვენმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა რაზეც პასუხი უნდა გაეცა და ნახე რა უპასუხა: - თუ არჩევანი შენი გასაკეთებელი იქნება, მზად ხარ, საქართველოს ნაკრები აირჩიო? - როგორც იგორ მიხაილოვიჩ სურკისი იტყვის, ისე იქნება. ვინაა სურკისი ? გეთქვა მაინც ჩემი და ჩემი ოჯახის სასიკეთოდ იქნება კარგი ისე გადავწყვიტავოო. მე ვიქნები პირადად ის ადამიანი თუ ჩვენი ნაკრების სახელით მის საწინააღმდეგო კამპანიას დავიწყებ.
wtf
და ესეთი კაცი რად გვინდა ნაკრებში??ტიპს არ უნდა აქ თამაში და რატო აძალებთ??ეს რო აქ ათამაშო იგივეა ვინმე სხვა ეროვნების ფეხბურთელს რო მისცე მოქალაქეობა....ტრა... მიმცემი ხალხი არ გამოგვადგება...ტვალეტში შესვლასაც სურკის ეკითხება ნეტა???
სოსო
მამამისიც ყოფილი ფეხბურთელია და ეს საკითხები უცხო არ უნდა იყოს ოჯახისათვის.ცხადია ამაზე ნალაპარაკები ექნებათ.როცა კაცი კლუბსა და ქვეყანას ერთ სიბრტყეზე აყენებს,ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.ყველგან წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ არა მგონია საჩვენო კაცი იყოს.რამდენადაც მახსოვს,მამამისიც ძალიან ამბიციური ფეხბურთელი იყო და მთელი ევროპა შემოიარა.გიორგიც ძალიან ამბიციური ჩანს და ერთის მხრივ ეს კარგია,მაგრამ ნაკრებთან დამოკიდებულებაში,მისი საუბრის ქვეტექსტები, არ მომწონს.
ქომაგი
როგორც სურკისკი იტყვის ისე იქნებაო ხოდა რას ეხვეწებით არ უნდა საქართველოს სახელით თამაში და იყო ხახოლებთან რას ახევთ კალთებს. ისე იმ სურკისმა რო უთხრას კლდიდან გადახტიო ალბათ გადახტება აბა როგორ სურკისმა უთხრა
zaza
კარგი დიპლომატი ყოფილა რას ერჩით?? თავის თავიდან აიღო პასუხისმგებლობა და სურკისს დააბრალა ყველაფერი! აბა სურკისი სულელია რომ უკრაინის ნაკრებისთვის ესეთი პერსპექტიული ფეხბურთელი დაკარგოს, რაღაც არა მგონია. მგონი დაკარგულია ეს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისთვის!! გასაგებად თქვა უკრაინის მოქალაქე ვარო და პირდაპირ უარი არ გვითხრა რა, ტექიკურად კი გასაგებად თქვა რომ უკრაინის ნაკრებში მინდა თამაშიო! გამგები გაიგებდა.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო