ალბათ, უკანასკნელი "კლასიკოსგან" ფეხბურთის ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი ქომაგია, რამეთუ ეს დიდი ფეხბურთი იყო, ძალიან დიდი.
ვინმეს შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გახლდათ, პირადად მე უფრო მომეწონა. ორი სუპერგუნდი სტრატეგიასა და ტაქტიკაში ეჭიდებოდა ერთმანეთს და "რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ აბსოლუტურად სწორი გეგმა დაუსახა თავის გუნდს. ამდენად, არ მიმაჩნია სწორად მოსაზრება, თითქოს მან თავის ვიზავისთან, ერნესტო ვალვერდესთან დუელი წააგო. მან ბასკ სპეციალისტს ღია ფეხბურთი არ შესთავაზა, ვინაიდან ეს დამღუპველი იქნებოდა და პირველი 45 წუთი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა.
სეზონის დაწყების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "კასტილიას" მწვრთნელი სოლარი პირველ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში და წარმატებითაც გაუძღვებოდა. ნუ განვსჯით მას მკაცრად, "ბარსელონასთან" წაგება ტრაგედია არაა და მასთან "სამეფო გუნდი" მაშინაც ხშირად დამარცხებულა, როდესაც მის ღირსებას რონალდო იცავდა. სოლარი ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აღწევს და მეტი ნამდვილად არ შეუძლია. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ "რეალს" ასე კარგად აათამაშებდა, მით უმეტეს, გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა.
ეს შეხვედრა კი ორად გაიყო - პირველ გოლამდე და პირველი გოლის შემდეგ. შესვენებამდე მასპინძლებმა სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და ვინ იცის, რა მოხდებოდა, ერთი გოლი რომ გაეტანათ. უბრალოდ, აღარ წავიდოდნენ შეტევაში და ზონები არ გაეხსნებოდათ. სივრცეების გახსნით კი უმალ ისარგებლა "ბარსამ". გახსნილ ფეხბურთში კატალონიელებს ბადალი არა ჰყავთ და მასთან ყველა განწირულია.
აკი უთხრა მესამე გაშვებული გოლის შემდეგ სერხიო რამოსმა პარტნიორებს, ფრთხილად, მთლად 0:6 არ წავაგოთო. ობიექტურად ამის საშიშროება არსებობდა, თუმცა შეიძლებოდა მატჩი სულ სხვა სცენარითაც განვითარებულიყო, მაგრამ 18 წლის ვინისიუსის მიერ დარტყმული 6 ბურთიდან არც ერთმა არ უწია მიზანს, "ბარსელონამ" კი კარში სულ 4-ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა.
28.02.19. რეალი - ბარსელონა 0:3
"რეალს" შეტევის განვითარების ოდენ ერთადერთი საშუალება ჰქონდა - ვინისიუსის ფლანგური გარღვევები და რეგილიონის აქტიურობა. "ბარსელონაც" თითქოს მასსავით ერთფეროვნად უტევდა, უსმან დემბელეს ფრთიდან და პირველივე მომენტი გოლად აქცია. ეს იმ 32 წლის ლუის სუარესმა გააკეთა, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და რომლის თამაში საეჭვო იყო.
მაინც რითი აჯობა "ბლაუგრანამ" მეტოქეს? უპირველეს ყოვლისა, საერთო კლასით. ეს კლასი უკანასკნელი სეზონების განმავლობაში "რეალზე" უკეთესი აქვს, რომელიც ლა ლიგას გრძელ სეზონში ვერ უმკლავდება და აბსოლუტურად სწორ არჩევანს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აკეთებს. წარმოუდგენლად ძნელია, კატალონიურ გუნდს გრძელ დისტანციაზე სდიო. ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში მის ყველა მოთამაშეს არ გაუბრწყინია, ჟერარდ პიკემ ტრადიციულად დაუშვა შეცდომები, ჟორდი ალბა ჩვეულად ვერ უტევდა, სერხიო ბუსკეტსმაც რამდენიმე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც მისგან გასაკვირია, ლეო მესიც კი ჩრდილში მოექცა. თუმცა, მან თავისი საქმე მაინც გააკეთა. 2-3 მოწინააღმდეგე მუდამ იძულებული იყო, მისი განეიტრალებით დაკავებულიყო, რაც საპირისპირო ფლანგზე დემბელეს მოქმედებას უიოლებდა. სხვათა შორის, უკანასკნელ ორ "კლასიკოში" არგენტინელს კარში ბურთი არ დაურტყამს...
ცხადია, "რეალს" ზაფხულში შემადგენლობის გადახალისება მოუწევს და თუ ჩემპიონთა ლიგაზეც ფიასკო განიცადა, სოლარის უეჭველი დაითხოვენ სამუშაოდან. თუ ესპანურ საინფორმაციო საშუალებებს დავუჯერებთ, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მწვრთნელად ისევ ჟოზე მოურინიოს დანიშნავს და ვინ იცის, რა სახეს მიიღებს გუნდი.
გასული მატჩის დასასრულ კი, კატალონიელი ფანები ირონიულად სკანდირებდნენ რონალდოს სახელს. სათადარიგოთა შორის მყოფ "რეალის" მცველ მარსელოს პირზე "ბენდენა" ჰქონდა აფარებული და უკმაყოფილებას არ მალავდა, ხოლო ნახევარმცველი ისკო საერთოდ არ იყო განაცხადში. რომ ვთქვა, რაღაც დამპალა დანიის სამეფოში-მეთქი, ზოგიერთი გამინაწყენდება, მაგრამ თუ 2 მარტს იმავე "სანტიაგო ბერნაბეუზე" კვლავ სძლია "ბარსელონამ" "რეალს", ისეთი ამბავი შეიძლება დატრიალდეს, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
beso
ამ კლასიკოსაც შაბათს ბარსა მოიგებს რათქმაუნდა.
Gio
არაფერი ფეხბურთელი არაა ვინიციუსი...აგერ ნახავთ რასაც ითამაშებს...რეალი საერთოდ....რა ფეხბურთს თამაშობს...ამდენი მომენტი ვერ გამოიყენა და რომ გამოეყენებინა სხვანაირად იქნებოდაო საქმეც ეგაა...ბებიაჩემს ის რომ ქონებოდა პაპაჩემი იქნებოდა.
10
არ გინდათ ეხლა ეს ვაი ვუი და ერთი ამბავი, მოიგო იმან ვისაც უნდა მოეგო!
ქუთაისელი
იმიტომ წააგო, რომ რეალი არის დაძმარებულ-დამჟავებული გუნდი.ახალი სისხლი ჭირდება. მე პირადად ვერ ვდხედავ ახალ თაობაში ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია გაქაჩოს რეალში რონალდუს დონეზე. მბაპე შეიძლება გამოდგეს, მარა არ გაყიდის პსჟ და 50/50 ექნებოდა წარმატების შანსი.
დუდუ
პირველი ტაიმი უფრო მოეწონა ავტირს
სოსო
მე ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ვთვლი,რომ ეს რეალის მოსაგები თამაში იყო.უბრალოდ ვინისიუსი და რეგილონი ძალიან მაგარი ბიჭები არიან,მაგრამ გოლის გატანისას აუცილებელი გულგრილობა არ ჰყოფნით.ამიტომაც ვერ გაიტანეს და ლოგიკურ შედეგამდე ვერ მიიყვანეს სატამაშო უპირატესობა პირველ ტაიმში.მეორე ტაიმისთვის კი სუარესს ამბავი მიუტანეს,სილქ უნივერსალის კომენტატორებმა,უქნარად გამიგიყვანესო და გაბრაზებულმა სამი გოლი გაიტანა(ავტოგოლსაც მას ვუთვლი).ბარსელონა მაგ მატჩში თავის თავს არ ჰგავდა,მაგრამ შემსრულებელთა კლასმა და კიდევ ტერ შტეგენმა,თამაში გააკეთა.მომდევნო კლასიკოში, რაღაც ისეთი მოლოდინი მაქვს,რომ აქცენტი მესის გოლეადორულ თვისებებზე გაკეთდება.
გივი
არა არ მოგეჩვენა
გივი
ზოგადად ამ საიტზე ძაან სასაცილო გახდა რეალზე და ბარსაზე სტატიები იმენა რეალის ფანკლუბია ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფრანკოს შთამომავალი წერს რეალზე სტატიებს :))))
aburjga
ძალიან კარგი სტატიაა. თუ არა ფატალური უიღბლობა რეალი პირველ ტაიმს 3:0 მოიგებდა. მერე შეიძლება 5:3 წაეგო იმიტომ რომ უცხოპლანეტელი გამოიღვიძებდა, მაგრამ იმ თამაშში ასე მწარე წაგწებას არ იმსახურებდა! ვინისიუსი დიდი, დიდი ფეხბურთელი იზრდება!
შოთა
ამ სტატიის ავტორი რეალის გულშემატკივარი რომ არის, მხოლოდ მე მომეჩვენა? :დ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს