გუშინ, 27 თებერვალს "ბორჯღალოსნებმა" ინგლისის ქალაქ ოქსფორდის წმინდა ედვარდის სახელობის სკოლის ტერიტორიაზე ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.

როგორც ბრიტანული Dailymail-ი იუწყება, ქართველ და ინგლისელ მორაგბეებს შორის ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა და ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეებმაც უყურეს.

აი, რას წერს Dailymail-ი:

"ქართველმა მორაგბეებმა მაყურებლები შოკში ჩააგდეს. გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როდესაც მოთამაშეები პირველი შერკინებისთვის ემზადებოდნენ. კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მუშტებს ორივე გუნდი მოთამაშეები იქნევდნენ. თავდაპირველად ყველაფერი ქართველებმა გამოიწვიეს, ინგლისელები კი თავის დაცვას ცდილობდნენ. საქმეში ჩაერია ნაკრების კონსულტანტი ვილ კარლინგიც, ხოლო ინგლისის ნაკრების შერკინების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად "ბორჯღალოსნებთან" მუშაობს, ხმამაღლა უყვიროდა მის მოთამაშეებს.

სიტუაციის დაწყნარების შემდეგ მორაგბეებმა თავიდან დაიწყეს შერკინების მომზადება, როდესაც კიდევ ერთი ჩხუბი დაიწყო. ამჯერად დაპირისპირებაში უფრო მეტი მოთამაშე ჩაერთო. დასახმარებლად გამოიქცნენ სათადარიგოთა სკამზე მსხდომებიც.

ინგლისის ნაკრების დაცვის წევრებმა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვარჯიშის სანახავად იყვნენ მისულები, მობილური ტელეფონის ამოღება და ფოტოს ან ვიდეოს გადაღება აუკრძალეს.

მედიის წარმომადგენლები მოედანზე მაშინ შეუშვეს, როდესაც ინციდენტი ამოწურული იყო. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს".

გოჩა
შერკინების გარდა თუ ვარჯიშობენ სხვა მიმართულებით ეს არის საინტერესო,შერკინებაში ისედაც მაგრები ვართ,მაგათთვის არის შერკინება საინტერესო,ჩხუბი მოხდა მოხდა მაგი არაფერი,მთავარია გამოცდილება მივიღოთ.
Yes
მართალია, ზემოდან ყურება იციან ამ ინგლისელმა მასხარებმა და მოხვდათ ყბაში. ძალიანაც კარგი :))
avi
ინგლისური იუმორი ქართველისთვის შეიძლება უაზრო იყოს,ჩვენებმა ხომ არ იციან ნორმალურად ინგლისური? ჩვენი ინგ.მასწავლებლების ბრალია ყველაფერი,ჩამორჩენილი პედაგოგები ჰყავთ!მეორე ვარიანტიც არის,შეიძლება ჩხუბი დამკვიდრებისთვის მოხდა,ვერ ააწყო თამაში რომელიღაცამ და ჩხუბი დაიწყო!
ლადო
ფეიკი მგონია!
qutaisi
რათ უნდა მაგას ბევრი მარჩიელობა..რაცხას იტყოდენ ინგლისელები უაზროდ და ქეც გეილახავდენ თავს.
მიროსან
არა ბიჭოს დააააა :)))) მიაფაქერეს ეგრევე ვენაცვალე ბიჭებს
მიროსან
და მიაფაქეს ჩვენმა მგლებმა :))))0
მიროსან
ბაზარი არაა მოსულა მარა, შერკინების მზადებაში ასე სრაზუ დაკადაკა, თან ორჯერ უბრალო ამბავიც არაა..მოკლედ ჩამოვლენ ჩვენები სახლში და გაიასნდება ყველაფერი იმედია
ქომაგი
ჯიგარი ხარ
ალეკო
მედიდურობა ახასიათებს ინგლისელებს, მათი მიზეზით მოხდებოდა ჩხუბი
Zero
დიდი ალბათობით ინგლისელები ტრადიციულად ბილწისტყვაობდნენ და მიიღეს შესაბამისად.
სოსო
ჩამოვლენ ჩვენი ბიჭები და გავიგებთ სიმართლეს.რაგბში ხელის გაქნევა,დიდი ცოდვა არ არის.არც ინგლისელი მორკინალები ჩანან დედას ბიჭები და ჩვენებიც რომ გიჟუები არიან შაითან მეიდნიდან,ხომ ვიცით.ასე რომ ერთმანეთს კბილი მოუსინჯეს და გათავდა.ვაჟკაცებში ასეთი რამე მოსულა.
fifa
ინგლისელებსაც რო ჩხუბი და ხულიგნობა გაუკვირდებათ... დიდი ამბავი ბიჭებმა მუშტი გაიქნიეს... რაგბში ეს არავის უკვირს... წარმატებები
ბესო
ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ ზოგადად ქართველები ორთაბრძოლის და ჩხუბის წამომწყები არც ყოფილან, ტრადიციულად და არც იქნებიან. მითუმეტეს სტუმარ მასპინძლობის ტრადიცია უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი. მაგრამ თუ თავდაცვა იქნა საჭირო , მაშინ იცოცხლეთ ... ქუდი კაცზე იქნება გამოსული . რატომღაც მგონია , რომ ჩვენი რაგბისტები , ნამეტანი გამოიყვანეს ინგლისელებმა წყობიდან ))).
ირაკლი
ფაქი "წამოცდებოდა" რომელიღაც ინგლისელს.
ალეკო
გვაჩვენეთ
მ. ტ.
ნაირ-ნაირი ლამაზმანების ვიდეოების ნაცვლად ამ ჩხუბის ამსახველი ვიდეო დაგედოთ, თქვე დალოცვილებო, თქვენი მკითხველიც ინგლისელი სკოლის მოსწავლეები ხომ არ ვართ, რომ სტრესი მიგვეღო ამ ამბების ყურებისას... შესაძლოა, დეილი მეილი არც ტყუოდეს და ჩხუბი მართლაც ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს, მაგრამ ჩხუბი უმიზეზოდ არ ხდება და თავად ინგლისელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენებთან ევარჯიშათ შერკინებაში და გამოდის, რომ შერკინებაც უნდა ვასწავლოთ, შერკინებაში დგომაც, პოზიციის მოპოვებაც, მასთან დაკავშირებული პატარ-პატარა ოინებიც და მისგან გამომდინარე კონფლიქტების მოგვარების ხალხური მეთოდებიც და რაღა თქმა უნდა, ჩხუბისთავებიც ჩვენვე უნდა დაგვერქვას, - მადლობას ვიღან დაეძებს... ისე, ინგლისელები რომ ხულიგნობაში დაგდებენ ბრალს, რაღაც ტერმინატორსა და ცოფიან ხარს შორის არსებული გონებადაბინდული ველური უნდა იყო ალბათ და ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენმა ბიჭებმა ეგრე უცბად აითვისეს ნისლიანი ალბიონის ნაციონალური თავისებურებანი...
ირაკლიუსი
რაღაც წამოცდათ ინგლისელებს და ამათმაც დასცხეს ჩვენებურად :)))
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო