ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პოკერმენი

პოკერმენი

ოთხშაბათს "ბარსელონა" ვალენსიას ეწვევა და თუ იქაურ "ლევანტეს" ქულას მაინც წაართმევს, ზედიზედ მესამედ გახდება ესპანეთის ჩემპიონი. დიდი ხანია, ამაში ეჭვი არ გვეპარება...
ოთხშაბათს "ბარსელონა" ვალენსიას ეწვევა და თუ იქაურ "ლევანტეს" ქულას მაინც წაართმევს, ზედიზედ მესამედ გახდება ესპანეთის ჩემპიონი. დიდი ხანია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ოფიციალურად კატალონიური კლუბი ჯერ არ არის ჩემპიონი. სამი ტურით ადრე "ვალენსიამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, ხოლო "ალმერია" ოფიციალურად დაემშვიდობა პრიმერადივიზიონს.

28 წლის ხავიერ ვარასი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც "რეალთან" თამაშში 6 გოლი გაუშვა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა "სანჩეს პისხუანზე", ყველასთვის მოულოდნელად, 6:2 მოუგო ევროთასების საგზურისთვის მებრძოლ "სევილიას", კრიშტიანო რონალდომ კი ამ სეზონში მეორე პოკერი შეასრულა. პორტუგალიელი ერთადერთი ფეხბურთელია პრიმერაში, ვინც ეს შეძლო, ერთი პოკერი კი "ვალენსიას" ფორვარდ რობერტო სოლდადოს ანგარიშზეა.

ბევრს ეგონა, რომ "რეალი" ბოლო 4 ტურში ისეთი შემართებით აღარ ითამაშებდა, მაგრამ უმრავლესობა მწარედ შეცდა. "რეალმა" შემტევი ფეხბურთი ითამაშა, რომელსაც "ბარსელონასთან" დაპირისპირებისას ვერ რისკავს ხოლმე. "სამეფო კლუბმა" თავიდანვე შეუტია და როცა მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, 2-3 საგოლე მომენტი უკვე შექმნილი ჰქონდა ვარასის კართან. მე-20 წუთზე კი მესუთ იოზილმა კუთხური ჩააწოდა და სერხიო რამოსმა თავით თავისივე თანაგუნდელ რონალდოს დაასწრო და ყოფილი კლუბის კარში გაიტანა. დიდი დრო არ გავიდა და თავად რონალდომაც გაიტანა, მარსელომ საჯარიმოში პეპე მოძებნა, რომელმაც თავით კრიშტიანოს დაუგდო ბურთი და პორტუგალიელმაც ახლო მანძილიდან მიაღწია მიზანს. მატჩის საუკეთესო გოლი უდავოდ კაკამ გაიტანა, ბრაზილიელმა იოზილთან გაითამაშა კედელი და ჩვეულ სტილში ჩაახვია ბურთი შორეულ კუთხეში.

მეორე ტაიმში "სევილიამ" გაიბრძოლა, "სამეფო კლუბის" ყოფილმა ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ კასილიასს საჯარიმოს გარედან გაუტანა, მაგრამ ამით "რეალის" მორიგი იერიშები გამოიწვია - რონალდომ 11 წუთში სამი გოლი გაიტანა, ანგარიშს კი წერტილი ისევ ნეგრედომ დაუსვა.

"გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და 4 გოლის გატანის შანსი მომცა. ახლა ჩვენ დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ. მადლობა მხარდაჭერისთვის", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ტურის გმირმა.

ხვალ მადრიდული დერბია, ოღონდ "რეალის" მეტოქე შედარებით მოკრძალებული "ხეტაფეა". მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კვლავ არ გამოცხადებულა ჟოზე მოურინიო და ისევ აიტორ კარანკა პასუხობდა ჟურნალისტთა კითხვებს. მაშ ასე, "რეალმა" სულ მცირე ერთი ტურით გადადო "ბარსელონას" გაჩემპიონება. "სევილიას" ფანებმა კი ჯავრი სტუმართა ავტობუსზე იყარეს, რომელსაც ქვებით შუშები ჩაუმსხვრიეს. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

"რეალთან" დაკავშირებით ერთი ინფორმაციაც გვაქვს - "მარკა" იუწყება, რომ "სამეფო კლუბი" დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს "დორტმუნდის" ნური შაჰინის "რეალში" ტრანსფერს. გერმანიაში დაბადებული თურქეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, "დორტმუნდი" კი 10 მილიონ ევროს მიიღებს.

დღეიდან იკერ კასილიასს მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები ესპანეთის ჩემპიონატში. "სევილიასთან" მატჩი 29 წლის მეკარისთვის 419-ე იყო ლა ლიგაში. მან გაუსწრო "ლევანტეს" გამოცდილ მცველ სერხიოს. ლა ლიგის რეკორდი კი ანდონი სუბისარეტას ეკუთვნის - 622 მატჩი.

"ატლეტიკოს" ახალი სეზონიდან, ალბათ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - კიკე ფლორესმა მიზანს ვერ მიაღწია - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვერ იბრძოლა. "ატლეტიკო" შინ 0:3 განადგურდა პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ "მალაგასთან". მანუელ პელეგრინის ბიჭებმა პირველ ტაიმში ფლანგური ჩაწოდებებით იხეირეს - ჯერ გამესის ჩაწოდებით რონდონმა გაიტანა, შემდეგ სება ფერნანდესის ჩამოწოდებულს ჟულიო ბაპტიშტა შეწვდა. მესამე გოლი თამაშის მიწურულს გამოცდილმა იტალიელმა ენცო მარესკამ გაიტანა.

"ალმერია" მადრიდის გარეუბანში ოფიციალურად დაემშვიდობა პრიმერადივიზიონს. ანდალუსიელები "ხეტაფესთან" 0:2 დამარცხდნენ. ასე დასრულდა პატარა ანდალუსიური კლუბის 4-წლიანი ეპოპეა ესპანეთის საფეხბურთო ელიტაში. 2007/08 წლების სეზონში "ალმერია" მე-8 ადგილზე გავიდა, ეს მაშინ ევროპაში "იუვენტუსის" შემდეგ საუკეთესო შედეგი იყო მეორე ეშელონიდან დაწინაურებული გუნდებისთვის. "ხეტაფემ" ადრიან კოლუნგასა და პედრო რიოსის გოლების წყალობით იმარჯვა, თუმცა მოედანზე საუკეთესო მადრიდელთა 20 წლის ნახევარმცველი ადრიან სარდინერო იყო, რომელმაც შეცვლისას პუბლიკის ოვაციაც დაიმსახურა.

"ბილბაო" კვლავ აგრძელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას, ბასკებმა "ლევანტეს" 3:2 მოუგეს. თამაშის დაწყებიდან ერთი საათი იყო გასული, რომ მასპინძლები გაისკა ტოკეროს, დავიდ ლოპესის (პენალტი) და ფერნანდო ლორენტეს გოლების წყალობით 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე სტუანისა და ნანოს გოლებით "ლევანტემ" შეძლო სიტუაციის დაძაბვა "სან მამესზე". ფერნანდო ლორენტესთვის ეს მე-17 გოლი იყო ჩემპიონატში.

"ალმერიას" თუ მამაზეციერი ვერ უშველის, "ერკულესს" კიდევ აქვს შანსი, ოღონდ ამ შანსს თეორიულიღა ეთქმის, მას შემდეგ, რაც ვალენსიური კლუბი შინ უშუალო კონკურენტ "რასინგთან" 2:3 დამარცხდა. სანტანდერელებს ჯოვანი დოს სანტოსმა მოაგებინა, მექსიკელის ანგარიშზე დუბლია, თუმცა გადამწყვეტი გოლი ტაიმის მიწურულს მათმა მცველმა ენრიკემ თავით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ალიკანტეში ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ისევ გამოიკვეთა "ვალენსიას" უპირატესობა - "ღამურებმა" თავიანთი თამაში იოლად მოიგეს, მაშინ როცა მათმა უშუალო კონკურენტმა "ვილიარეალმა" ქულები დაკარგა. "ვალენსიამ" წინა ტურში "ბარსას" დამმარცხებელ "რეალ სოსიედადს" პირველივე ტაიმში გაუტანა 3 გოლი, მათ შორის ორი რობერტო სოლდადოს ანგარიშზეა, ერთიც - ბრაზილიელი ჟონასის.

ხიხონში მატჩის 96-ე წუთზე დავიდ ბარალის მიერ გატანილმა პენალტმა "დეპორტივოს" გავარდნის "პერსპექტივა" კიდევ უფრო ნათელი გახადა - "სპორტინგმა" შეძლო თამაშის გადარჩენა - 2:2. სხვათა შორის, პენალტი თავად ბარალმა მოიპოვა, რომელსაც საჯარიმოში რუბენ პერესი ეუხეშა.

წუხელ "ბარსამ" მშვიდად მოიგო დერბი - ანდრეს ინიესტას სოლო გარღვევისა და ჟერარდ პიკეს თავურის წყალობით - 2:0. ლეო მესის გოლი არ გაუტანია, ასე რომ, არგენტინელი ბომბარდირთა დავაში 2 გოლით ჩამორჩა კრიშტიანო რონალდოს.

მომდევნო ტური

10 მაისი: დეპორტივო-ბილბაო, მალაგა-სპორტინგი, რასინგი-ატლეტიკო, რეალი-ხეტაფე.

11 მაისი: ალმერია-ვილიარეალი, ლევანტე-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-სარაგოსა, ესპანიოლი-ვალენსია, ერკულესი-მალიორკა, ოსასუნა-სევილია.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXV ტური

ერკულესი-რასინგი 2:3

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი, ხუანრა, პენია - ტიაგო გომეში, აგილარი - კიკო, სენდოა (46. ტრეზეგე), ტომერი (5. რუფეტე) - ნ. ვალდესი.

რასინგი (5-3-2): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ენრიკე, ტორეხონი (46. კ. ფერნანდესი), სისმა - დიოპი (71. ხ. ლუკე), ციოლისი, ადრიანი (56. მუნიტისი) - როზენბერგი, ჯ. დოს სანტოსი.

გოლები: 0:1 ჯ. დოს სანტოსი (13), 1:1 სენდოა (39), 1:2 ჯ. დოს სანტოსი (40), 2:2 ტიაგო გომეში (42), 2:3 ენრიკე (45)

გაფრთხილება: აგილარი - ალვარო

გაძევება: ნ. ვალდესი (61)

კუთხური: 12-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 21-12 (9-7); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 23 000

სპორტინგი-დეპორტივო 2:2

სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, ანხელი - ეგურენი, რივერა (76. ანდრე კაშტრო) - დე ლას კუევასი, ნაჩო კასესი (63. მორანი), აიოსე (62. ბილიჩი) - ბარალი.

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, აიტამი, კოლოტო, მანუელ პაბლო - ხ. როდრიგესი, რ. პერესი - ადრიანი (85. ლასადი), ვალერონი, გუარდადო (90. პ. ალვარესი) - რიკი (74. ხ. დომინგესი).

გოლები: 0:1 ადრიანი (8), 1:1 აიოსე (35-პენ), 1:2 ადრიანი (40), 2:2 ბარალი (96-პენ)

გაფრთხილება: ნაჩო კასესი, დე ლას კუევასი, ი. ერნანდესი, ბარალი - ლაურე, ხ. როდრიგესი, აიტამი, კოლოტო

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17-8 (7-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 22 000

ბილბაო-ლევანტე 3:2

ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კასტილიო - დ. ლოპესი, ორბაისი (49. გურპეგი), ხ. მარტინესი, მუნიაინი (65. გაბილონდო) - ფ. ლორენტე (77 ვერა), ტოკერო.

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - იბორა (72. პალიარდო), ხ. ტორესი - ვალდო, რ. სუარესი (54. მონტერო), ნადალი - კაისედო (61. სტუანი).

გოლები: 1:0 ტოკერო (30), 2:0 დ. ლოპესი (47), 3:0 ფ. ლორენტე (62), 3:1 სტუანი (77), 3:2 ნანო (85)

გაფრთხილება: ტოკერო, კასტილიო, ლოპესი - ვენტა, ნანო, მონტერო, ბალესტეროსი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-13 (4-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 36 000

ხეტაფე-ალმერია 2:0

ხეტაფე (4-4-2): უსტარი - მ. ტორესი, კატა დიასი, მარკანო, მანე - პ. რიოსი (80. ბორხა), ბოატენგი, ვ. სანჩესი, სარდინერო (62. პარეხო) - მიკუ (73. არისმენდი), კოლუნგა.

ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - მასედო, კ. გარსია, პელერანო, ლუნა - ბერნარდელო, კორონა (71. ხოსე ორტისი) - ხუანმა ორტისი, კალუ უჩე (60. ულოა), კრუსატი (71. ვარგასი) - გოიტომი.

გოლები: 1:0 კოლუნგა (5), 2:0 პ. რიოსი (53)

გაფრთხილება: რიოსი, დიასი, სანჩესი, უსტარი, კოლუნგა - უჩე, კრუსატი, ხუანმა ორტისი, ბერნარდელო

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-10 (8-1); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 16 500

ვალენსია-რეალ სოსიედადი 3:0

ვალენსია (4-4-2): გუაიტა - მიგელი, რიკარდო კოშტა, დეალბერტი, მატიო - ხოაკინი (61. პ. ერნანდესი), ალბელდა (78. მ. ტოპალი), ბანეგა, მატა - ჟონასი, სოლდადო (61. ადურისი).

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (46. დე ლა ბელა), მ. გონსალესი, დემიდოვი, ესტრადა - არანბურუ (69. ელუსტონდო), ბერგარა - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი - ტამუდო (66. იფრანი).

გოლები: 1:0 სოლდადო (16), 2:0 ჟონასი (25), 3:0 სოლდადო (37)

გაფრთხილება: მატიო - დე ლა ბელა

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-11 (4-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 44 000

ატლეტიკო-მალაგა 0:3

ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - უიფალუში, პერეა (65. ა. დომინგესი), გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, რ. გარსია (59. ფორლანი) - რეიესი, აგუერო, ელიასი (46. კოკე) - დიეგო კოშტა.

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, სტადსგაარდი, დემიკელისი, ელიზეუ - ნაჩო კამაჩო, აპონიო (87. პორტილიო) - ს. ფერნანდესი, ბაპტიშტა, დუდა (69. სანდრო სილვა) - რონდონი (83. მარესკა).

გოლები: 0:1 რონდონი (29), 0:2 ბაპტიშტა (35), 0:3 მარესკა (84)

გაფრთხილება: კოშტა, უიფალუში - დუდა, დემიკელისი, გამესი

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 14-11 (6-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 45 000

სევილია-რეალი 2:6

სევილია (4-4-2): ვარასი - ს. სანჩესი, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო (11. დაბო) - კაპელი, ზოკორა (83. რენატო), მედელი, რომარიკი - კანუტე (72. ალფარო), ნეგრედო.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო (27. ალბიოლი), ლ. დიარა - იოზილი (77. გრანერო), კაკა (55. ადებაიორი), რონალდო - ბენზემა.

გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (21), 0:2 რონალდო (30), 0:3 კაკა (41), 1:3 ნეგრედო (60), 1:4 რონალდო (64), 1:5 რონალდო (70), 1:6 რონალდო (76), 2:6 ნეგრედო (84)

გაფრთხილება: სანჩესი, რომარიკი - რამოსი, დიარა

კუთხური: 10-10; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-19 (5-10); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 45 000

მალიორკა-ვილიარეალი 0:0

მალიორკა (4-2-3-1): ლუქსი - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, აიოსე - მარტი, ჟოაო ვიქტორი (70. პინა) - მ. პერეირა (60. იენაგა), დე გუზმანი, ნსუე (85. გ. კასტრო) - ვებო.

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, მუსაჩიო, მარჩენა, კატალა - ბ. ვალერო, სენა (53. ვაკასო), ბრუნო, კასორლა (65. კანი) - ნილმარი, როსი (75. კიკო).

გაფრთხილება: მარტი - ვაკასო

კუთხური: 6-7; ჯარიმა: 16-6; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11-6 (5-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 17 500

ბარსელონა-ესპანიოლი 2:0

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, ფონტასი (70. აბიდალი) - ჩავი (89. კეიტა), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (82. აფელაი), მესი, ვილია.

ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - გალანი, ამატი, რ. როდრიგესი, ჩიკა - ხ. ლოპესი (76. ისაიაში), ხ. მარკესი - ვერდიუ, ი. ალონსო (46. ლ. გარსია), კალეხონი (58. ა. ვასკესი) - ოსვალდო.

გოლები: 1:0 ინიესტა (29), 2:0 პიკე (48)

გაფრთხილება: პედრო - ლ. გარსია, კამენი, ისაიაში

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-6 (6-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 91 000

სარაგოსა-ოსასუნა 1:3

სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო (76. ბრაულიო), იაროშიკი, დ. სილვა, პარედესი - პონსიო, გაბი - ლაფიტა, ანდერი (56. ხ. ლოპესი), ბერტოლო - უჩე (74. ბუტაჰარი).

ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, ლოლო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი - დამია (54. ვადოცი), კამუნიასი (84. კალეხა), სეხუდო (81. ხოსეჩო) - კიკე სოლა.

გოლები: 1:0 ლაფიტა (14), 1:1 კამუნიასი (62), 1:2 სერხიო (69), 1:3 კიკე სოლა (80)

გაფრთხილება: პარედესი - ნეკუნამი

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 21-11 (7-3); ბურთის ფლობა: 54%-46.

მაყურებელი: 22 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 35 29 4 2 91-19 91

2. რეალი 35 26 5 4 87-31 83

3. ვალენსია 35 20 6 9 60-42 66

4. ვილიარეალი 35 18 7 10 53-40 61

5. ბილბაო 35 17 3 15 55-51 54

6. ატლეტიკო 35 15 7 13 55-47 52

7. სევილია 35 15 7 13 54-55 52

8. ესპანიოლი 35 15 3 17 42-49 48

9. სპორტინგი 35 10 13 12 33-39 43

10. ლევანტე 35 12 7 16 39-49 43

11. მალიორკა 35 12 7 16 35-47 43

12. რასინგი 35 11 10 14 37-51 43

13. მალაგა 35 12 6 17 50-64 42

14. ოსასუნა 35 11 8 16 41-42 41

15. სოსიედადი 35 13 2 20 45-61 41

16. ხეტაფე 35 11 7 17 46-55 40

17. სარაგოსა 35 10 9 16 36-50 39

18. დეპორტივო 35 9 12 14 29-44 39

19. ერკულესი 35 9 6 20 33-56 33

20. ალმერია 35 5 11 19 32-61 26

ბომბარდირები: 33 - რონალდო (რეალი); 31 მესი (ბარსელონა); 18 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 17 - ფ. ლორენტე (ბილბაო), აგუერო (ატლეტიკო); 16 - სოლდადო (ვალენსია); 15 - ნეგრედო (სევილია).

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია