ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ლიონმა" "ლილი" აზეიმა

"ლიონმა" "ლილი" აზეიმა

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIV ტური
ტურის მთავარი მოვლენა გუშინ გვიან ღამით გამართული მატჩი იყო. “ლიონისა” და “მარსელის” უპრინციპულეს დაპირისპირებას უნდა გაერკვია, რამდენად საფუძვლიანი იყო “მარსელის” საჩემპიონო ამბიციები. ბუნებრივია, ამ შეხვედრას მძაფრი ემოციებით ადევნებდნენ თვალს “ლილის” წევრები და გულშემატკივრები და იოლი წარმოსადგენია, როგორ იზეიმებდნენ ისინი “სტად ჟერლანზე” დაფიქსირებულ შედეგს.

ლიონში შესანიშნავი სანახაობა გაიმართა. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა და ამიტომაც იყო, მთელი მატჩი ორმხრივი შეტევებით რომ წარიმართა. როცა 69-ე წუთზე სესარ დელგადომ ორი მეურვე ჩამოიცილა და ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ “მარსელს” თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ 9 წუთში ანგარიში უკვე 2:2 იყო. სანახაობრივი ფეხბურთი ამის შემდეგაც გაგრძელდა და მატჩის შედეგის განჭვრეტა წარმოუდგენელი იყო. გადამწყვეტი სიტყვა “ლიონის” ბრაზილიელმა კაპიტანმა კრისმა თქვა. შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ახლო მანძილიდან ისეთი გაისროლა, მანდანდა და მთელი “მარსელი” სახტად დატოვა - 3:2 და დიდიე დეშამის გუნდის საჩემპიონო შანსები მკვეთრად გაუფერულდა, ლილში კი დიდი ზეიმი დაიწყო.

ლიონელებს, ბუნებრივია, “ლილის” ბედ-იღბალი დიდად არ ანაღვლებდათ, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ სამეულში მოხვედრაა და მიზნამდე ახლოს არიან - “პარი სენ ჟერმენის” დანაკარგით კლოდ პიუელის გუნდმა ჩინებულად ისარგებლა და მეოთხეადგილოსანი დედაქალაქელები ორი ქულით ჩამოიტოვა.

“ლილის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ხანმოკლე კრიზისი წარმატებით დაძლია და ცოტა ხნის წინ “მარსელისგან” წართმეული ლიდერობა დაიბრუნა. თანაც, საფრანგეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერებმა ეს ტრავმირებული მთავარი ფორვარდის, ლიგა 1-ის ბომბარდირთა ლიდერის, მუსა სოვის გარეშე შეძლეს.

“ნანსისთან” საგარეო გამარჯვების მოპოვება რუდი გარსიას გუნდისთვის სულაც არ ყოფილა იოლი. უძლიერესთა შორის დასარჩენად გააფრთებით მებრძოლმა მასპინძლებმა სტუმრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, “ლილს” ნამდვილად არ ჩაუტარებია სეზონის საუკეთესო შეხვედრა, მაგრამ ლიდერებმა პრაგმატული თამაშით მაინც შეძლეს ჰაერივით საჭირო გოლის გატანა და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.

“ჩვენი საქმე კარგად შევასრულეთ, ახლა კი გვაქვს იმის უფლება, რომ შეძლებისდაგვარად მშვიდად ვადევნოთYთვალი “ლიონი”-“მარსელს” და მდევრის დამარცხება ვისურვოთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და ამ აზრზე ვიყავი იმ პერიოდშიც, როცა “მარსელმა” გადაგვისწრო. “ლილი” ჩემპიონობის ღირსია და მიზანს აუცილებლად მიაღწევს”, - თქვა გარსიამ, რომელიც გუშინ საღამოს საკუთარ სიტყვებში კიდევ უფრო დარწმუნდებოდა.

“ბორდომ” პირწმინდად ჩაგდებული სეზონი “სოშოსთან” შინ განადგურებით “დააგვირგვინა” და მოსახდენიც მოხდა - ჟან ტიგანა “ბორდოში” აღარ მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ამასთან დაკავშირებით ტიგანამ მცირე კომენტარიც გააკეთა: “დიდი კატასტროფა შეგვემთხვა. “სოშოსთან” ასეთ მარცხს ვერც მე წარმოვიდგენდი და ალბათ, ვერც “ბორდოს” გულშემატკივრები. სულით და გულით ვეცადე, გუნდი კრიზისიდან გამომეყვანა, მაგრამ ეს ვერ შევძელი და საკუთარ თავს დარჩენის უფლებას ვეღარ მივცემ. არც იმას დავმალავ, რომ ბოლოდროინდელმა უსიამოვნებებმა უარყოფითი ემოციები მხოლოდ მე კი არა, მთელ ჩემს ოჯახს მოუტანა. ჩემი ქალიშვილი გულშემატკივართა სიტყვიერი აგრესიის მსხვერპლია”.

ალბათ გახსოვთ, რომ ტიგანას “ბორდოდან” წასვლა ზამთარშიც სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის დაჟინებული თხოვნით ჩანაფიქრზე ხელი აიღო.

თავიდანვე განწირულ “არლს” ქვედა ლიგისკენ “ლანსიც” მიჰყვება, რომელსაც სასწაულიც ვეღარ უშველის, მესამე უიღბლო კი ალბათ, ფინიშამდე ვერ გამოვლინდება.

არლი-სენტ ეტიენი 0:1

გოლი: 0:1 ა. ალონსო (34. პენ)

გაძევება: ბალდე (34, არლი)

ოსერი-მონპელიე 1:0

გოლი: 1:0 კონტუ (79)

ბორდო-სოშო 0:4

გოლები: 0:1 იდეიე (9), 0:2 პერკისი (11), 0:3 ბუდებუზი (22), 0:4 იდეიე (30)

ბრესტი-ნიცა 0:0

კაენი-ლანსი 1:1

გოლები: 1:0 ნიანგი (2), 1:1 ვარანი (37)

ლორიანი-ტულუზი 0:0

მონაკო-პსჟ 1:1

პსჟ: კუპე, სეარა (81. კებანო), ტიენე, კამარა, არმანი, მაკელელე, შანტომი, ნენე, ჟალე, ჟიული (69. ბოდმერი), მევლუთი

გოლები: 1:0 ა. სილვა (25), 1:1 მევლუთი (51)

ნანსი-ლილი 0:1

ლილი: ლანდრო, დებუში, ემერსონი, რამი, როზენალი, გუეიე (84. შეჯუ), მავუბა, ბალმონი (75. დუმონი), ჟერვინიო, ტულიო, ჰაზარდი (90. სუარე)

გოლი: 0:1 ჰაზარდი (45)

ვალანსიენი-რენი 2:0

გოლები: 1:0 კადირი (18), 2:0 დანიჩი (53)

ლიონი-მარსელი 3:2

ლიონი: ლორისი, რევეიერი, კრისი, ლოვრენი, კოლოძიეჟაკი, კალსტრიომი, გონალონი, დელგადო (90. კლემანი), პიანიჩი, ლ. ლოპესი (76. პიდი), გომისი (64. ბრიანი).

მარსელი: მანდანდა, ფანი, ტაივო, დიავარა, ჰაინცე, ბენ. შეირუ (87. აბრიელი), ე. სისე, რემი, ა. აევუ (64. ჟინიაკი), ვალბუენა (65. ჯ. აევუ), ლ. გონსალესი.

გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (25. პენ), 2:0 დელგადო (69), 2:1 ლ. გონსალესი (70), 2:2 რემი (78), 3:2 კრისი (84)

1. ლილი 34 18 12 4 60-31 66

2. მარსელი 34 17 11 6 53-33 62

3. ლიონი 34 16 11 7 58-35 59

4. პსჟ 34 15 12 7 51-35 57

5. რენი 34 14 10 10 33-28 52

6. სოშო 34 14 7 13 52-40 49

7. ლორიანი 34 12 12 10 42-39 48

8. სენტ ეტიენი 34 12 12 10 42-40 48

9. ბორდო 34 10 15 9 40-39 45

10. მონპელიე 34 11 11 12 29-37 44

11. ტულუზი 34 12 7 15 34-35 43

12. ვალანსიენი 34 9 15 10 40-37 42

13. ოსერი 34 8 18 8 38-38 42

14. ბრესტი 34 10 12 12 34-37 42

15. მონაკო 34 8 16 10 34-34 40

16. კაენი 34 10 10 14 41-48 40

17. ნიცა 34 9 13 12 27-41 40

18. ნანსი 34 10 8 16 32-46 38

19. ლანსი 34 6 13 15 33-52 31

20. არლი 34 1 11 22 16-64 14

შემდეგი ტური

10.05: პსჟ-ნანსი, სენტ ეტიენი-ლილი;

11.05: ოსერი-ლიონი, ლანსი-ბორდო, მონპელიე-ლორიანი, ნიცა-არლი, რენი-კაენი, სოშო-მონაკო, ტულუზი-ვალანსიენი, მარსელი-ბრესტი.

ბომბარდირები

21 - სოვი (ლილი), 20 - გამეირო (ლორიანი), 17 - ელ არაბი (კაენი), 16 - ლ. ლოპესი (ლიონი), 15 - გ. პუიოლი (ვალანსიენი).

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა