რუსეთის პრემიერლიგა. VIII ტური

რუსულ პრემიერლიგაში „უცნაურობანი“ გრძელდება: ჩემპიონატის სტარტზე, ყველასათვის მოულოდნელად, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა“ დაწინაურდა. თუმცა, პრემიერლიგის დებიუტანტს ამჟამად კრიზისული პერიოდი აქვს - ომარ თეთრაძის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ამ ტურში „ვოლგას“ მეტოქე „ანჟი“ იყო და დიდ ინტერესს იწვევდა მწვრთნელთა პაექრობაც.

შეგახსენებთ, რომ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ თეთრაძე-ფეხბურთელი იმ დროისათვის რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „ანჟიში“ ჩაირიცხა და წლების განმავლობაში გაჟი გაჯიევის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა. ამის შემდეგ, გაჯიევმა თეთრაძე თავის ასისტენტად აიყვანა და ამ „დუეტმა“ მახაჩყალის გარდა სამარის „კრილია სოვეტოვშიც“ ერთად იმუშავა. ახლა კი, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რობერტო კარლოსის „ანჟიმ“ ამ გამარჯვებით ლიდერთა ჯგუფში გადაინაცვლა.

ფინანსურად გაძლიერებული დაღესტნური კლუბის წარმატებული თამაში მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი თუ იყო, ამას ვერავინ იტყოდა კრასნოდარის „ყუბანზე“: რუმინელი მწვრთნელის, დან პეტრესკუს გუნდმა ამჯერად რუუდ გულიტის „ტერეკს“ აჯობა და ლიდერთა სამეულშიც დამკვიდრდა.

კვლავაც არასტაბილურად აგრძელებს ასპარეზობას მოსკოვის „სპარტაკი“: ვალერი კარპინს, ალბათ, ახლა უკვე არაფერი უშველის და დიდი შანსია, რომ რუსების „სახალხო გუნდს“ მომავალ ტურში ახალი მწვრთნელი ჰყავდეს.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, მართლაც, საინტერესოდ წარიმართა: სერგეი იგნაშევიჩისა და სეიდუ დუმბიას გოლებით ცსკა ორჯერ უგებდა მოსკოვის „დინამოს“, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა. მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელი „დინამოს“ კაპიტანი, უკრაინის ნაკრების ფორვარდი, 31 წლის ანდრეი ვორონინი გახლდათ: პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზვეზდან მისიმოვიჩისა და კუვან კურანის (გეცნობათ, ამათი გვარ-სახელები?) წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა, შემდეგ კი, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ვორონინმა თავით ზუსტად უპასა მარკო ლომიჩს და სერბმა ლეგიონერმაც ამ დრამატული შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ ტურში, როგორც იქნა ნავსი გატეხა რუსეთის ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა „რუბინმა“: ყაზანელებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ 31 წლის გიოქდენიზ კარადენიზის „დუბლით“ გაიმარჯვეს. არადა, მატჩის დებიუტი მასპინძელთათვის კოშმარული გამოდგა: 34 წლის რომან შარონოვმა ავტოგოლი გაიფორმა, მერე კი, „რუბინის“ 26 წლის ეკვადორელმა ლეგიონერმა კრისტიან ნობოამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ტანმორჩილმა (169 სმ) ფეხბურთელმა, თურქეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კარადენიზმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

ტომი-კრილია 1:1

გოლები: 1:0 იოკიჩი (60), 1:1 კუზნეცოვი (88)

ყუბანი-ტერეკი 2:1

გოლები: 1:0 ვარგა (18-პენალტით), 2:0 დავიდოვი (90), 2:1 ზენგე (90)

გაძევება: ომელიანჩუკი (71, ტერეკი)

ვოლგა-ანჟი 1:2

გოლები: 1:0 შულენინი (29), 1:1 გოლენდა (55), 1:2 ლახიალოვი (67)

როსტოვი-სპარტაკი (ნალჩიკი) 0:0

გაძევება: იანკოვი (72, როსტოვი)

დინამო-ცსკა 2:2

გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (4), 1:1 ვორონინი (45), 1:2 დუმბია (80), 2:2 ლომიჩი (90)

სპარტაკი (მოსკოვი)-ამკარი 1:2

გოლები: 1:0 მაკგიდი (75), 1:1 მიხალევი (82), 1:2 ბურმისტროვი (90)

რუბინი-კრასნოდარი 2:1

გოლები: 0:1 შარონოვი (10-საკუთარ კარში), 1:1 კარადენიზი (36), 2:1 კარადენიზი (68)

ზენიტი-ლოკომოტივი 1:1

გოლები: 1:0 ლაზოვიჩი (65-პენ), 1:1 მაიკონი (68)

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა