© ანი ბერთლანი

დიდი 10-ის მე-15 ტურის ოთხ შეხვედრაში, დამარცხებულმა გუნდებმა მცირე სხვაობისთვის ბონუს-ქულა მიიღეს. შეხვედრები ისე დასრულდა, რომ დარჩენილ სამ ტურში დიდი ბრძოლები გაიმართება, როგორც სატურნირო ცხრილის ზედა, ასევე ქვედა ნაწილში.

ტური ბათუმში მასპინძლებისა და ქუთაისის "აიას" შეხვედრით გაიხსნა. შესვენებამდე სტუმართა მგეზავმა გიორგი თევდორაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის კი მასპინძელთა ბურჯმა ზურა ერისთავმა ლელო, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახვა და ორი ჯარიმა - 13:6. მეორე ტაიმის დასაწყისში ნინიძის ჯარიმას თემურ კოხოძემ ლელოთი უპასუხა, თუმცა ორიოდე წუთში ლელო დავით ტრაპაიძემაც გაიტანა და გუნდს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. თევდორაძემ და ნინიძემ ჯარიმები გაცვალეს, 68-ე წუთზე კი გოგა კობახიძეს ლელო თევდორაძემ გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მაგრამ ქუთაისელებმა შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხეს და "ბათუმმა" 24:21 მოგებით პირველი ადგილი გაიმყარა, "აიას" კი ექვსეულში დასარჩენად ჯერ კიდევ ბრძოლა მოუწევს.

ტური პატარძეულში გაგრძელდა, სადაც "ვეფხვები" ნიკა ბეჟუაშვილის ორი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა გორის "ჯიქმა" მალევე შეძლო უპირატესობის მოპოვება და გურამ შენგელიამ ორი, ხოლო დავით კლდიაშვილმა ერთი ლელო გაიტანა, რასაც დიტო კალანდაძის ორი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტშიც შეძლეს ქულების აღება - ბეჟუაშვილმა ჯარიმა, ხოლო ვაკო ლეგაშვილმა ლელო გაიტანა. 67-ე წუთზე ნიკა სუხაშვილმა "ჯიქის" მეოთხე ლელო მიითვალა და გუნდს ბონუსით მოგების შანსი გაუჩინა, მაგრამ ვანო გაბროშვილმა საპასუხო ლელო მალევე მიითვალა, ხოლო ბეჟუაშვილმა გარდასახა. "ჯიქმა" თამაში 26:21 მოიგო და 34 სატურნირო ქულით, "აიასთან" მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს, "პატარძეულს" კი 22 ქულა აქვს, მე-9 ადგილს ინარჩუნებს და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის.

"არმაზმა" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია "აკადემიასთან" შეწყვიტა, 33 ქულით მე-7 ადგილზეა და ექვსეულს მხოლოდ ქულა აშორებს. მარნეულელებმა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა და ვაჟა თაგაურის ორი და ბადრი ლიპარტელიანის ლელოებით დაწინაურდნენ, რომელთაგან ერთი რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ანგარიში 20:0 გახადა, მაგრამ "აკადემიამ" დაბრუნება შეძლო. მამუკა მსტოიანის ლელოს დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით 3 ქულა შემატა, 78-ე წუთზე კი, "მხატვრებმა" საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ ჯინჭველაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, "არმაზს" 23:15 მოაგებინა და "აკადემია" ქულის გარეშე დარჩა. შედეგად, თბილისელები 24 ქულით მე-8 ადგილზე არიან და გასავარდნ, მე-10 ადგილს მხოლოდ 4 ქულა აშორებთ.

"არმია" რუსთავის "ხარებთან" 13:18 დამარცხდა, ბონუსი აიღო და პატარძეულელებთან 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. პირველ 60 წუთში კობა ბუჯიაშვილის ორ ჯარიმას ბახვა კობახიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ გიორგი კოშაძის წითელი ბარათის გამო რუსთაველებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ითამაშეს, თუმცა გიგა ქვლივიძემ და ერეკლე მაჭარაშვილმა ლელოები გაიტანეს, ბუჯიაშვილმა კი ერთი გარდასახა. "არმიამ" გაწითლებულ დროზე დაჩი პაპუნაშვილის ლელოთი და კობახიძის გარდასახვით უპასუხა და ბონუსი აიღო. "ხარებმა" 18:13 მოგებით მესამე ადგილი (46 ქულა) თითქმის დაიბევა და ახლა "ლოკომოტივის" გადასწრებას ეცდება, რომელსაც 49 ქულა აქვს.

"ლოკომოტივი" ცენტრალურ მატჩში "ლელო-სარასენსს" მასპინძლობდა და ზვიად მაისურაძის ლელოთი დაწინაურდა. ტაიმის შუაში, 5 წუთის ინტერვალით, ირაკლი ყიასაშვილმა ორი, ხოლო ბექა წიკლაურმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ჩემპიონმა 8:6 მოიგო. ყიასაშვილმა ჯარიმით საკუთარი გუნდი მე-60 წუთზე დააწინაურა. მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლელო-სარასენსმა" 9:8 მოგებით მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

ახლა დიდ 10-ში შესვენებაა და მე-16 ტური 22-24 მარტს გაიმართება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"