საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ იმაზე გააკეთა განცხადება, რომ 12-გუნდიანი ელიტური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და მასში "ბორჯღალოსნებისთვის" ადგილი უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ იქნება.

"რაგბის ყველა მოყვარული არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით შესძრა გასულ კვირაში გავრცელებულმა ინფორმაციამ. ეს პროექტი შეუძლებელია ვინმესთვის მისაღები იყოს, გარდა ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკებისა, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. მსოფლიო რაგბის გარკვეული ჩინოვნიკების თავებში მომწიფებული ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის.

ჯერ კიდევ 2016 წელს მსოფლიო რაგბმა იმსჯელა რაგბის განვითარების ერთ-ერთ ვერსიაზე და გარანტია მოგვცა, რომ 2020 წლიდან გვექნებოდა საშუალება პირველი ეშელონის გუნდებთან ყოველწლიურად 2 მატჩის ჩავატაროთ და ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოში გაიმართებოდა. ეს იმ მომენტისთვის ჩვენ კარგად არ მოგვეჩვენა, მეტს ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციისთვის უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, მაგრამ რაც ეხლა გაცხადდა, ამასთან შედარებით საერთოდ სამოთხეა.

ეს ყოვლად მიუღებელია. მინდა დაგამშვიდოთ. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, კულისებიდან. ჩვენ ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ არა ასეთს, რომელმაც განვითარება შეიძლება ჩაკეტოს და სიბნელეში წავიდეს. პირველივე წუთიდან, რაც ეს გაცხადდა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელებთან, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის წამყვან სპეციალისტებთან. დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ამას ვიმედოვნებ შემოუერთდებიან რაგბის წამყვანი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ძალიან ნერვიულობთ, ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ არა ვართ მსოფლიოს რაგბის რიგითი წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ყველა კავშირს, ყველა საშუალებას, რათა რაგბი განვითარდეს და არა გაჩერდეს და სტაგნაცია განიცადოს. რაგბის ფასეულობების ხელყოფის უფლებას არავის არ მივცემთ".

manuchari
ფლეიოფიც არ უნდა იყოს ჩემი აზრით პირდაპირ. ანუ უნდა იყოს ესე, უნდა იყოს დაწესებული რაღაც ზღვარი მაგალითად თუ იტალია 2 თამაშს მოუგებს მინიმუმ ითამაშოს ფლეიოფი მაგრამ თუ ვერცეთს ვერ მოიგებს ავტომატურად უნდა გავარდეს. ამ შემთხვევაში მოტივაცია ექნება ბოლო ტურებამდე და არა ისე რომ ბოლო ადგილი რომ გარანტირებული ექნება დარჩენილი თამაშები დაიკიდოს და ფლეიოფისთვის ემზადოს მარტო. თუ ყველა თამაშს აგებს რა უნდა ზედა ლიგაში მიცეს შანსი სხვას.
parmeni
ევროპის 16 გუნდიან ჩემპიონატში ინგლისის 4, უალსის 3 და საქართველოს 2 ნაკრები ითამაშებს?
ICEMAN
ძალიან მაგარი იქნება თუ გააკეთებენ 12 გუნდიან ლიგებს ოღონდ ბოლო ადგილი უნდა ვარდებოდეს ქვედა დივიზიონში და 11 ადგილოსანი თამაშოდეს ფლეიოფს ქვედა ლიგის მეორეადგილოსანთან. ასევე აუცილებელია 4 წელიწადში ერთხელ ევროპის 16 გუნდა ჩემპიონატის გამართვა
აბგდ
არც იტალია,არც იაპონია ჯგუფიდან არ გასულა და ამერიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია აგერ გუშინ საერთოდ ურუგვაისთან წააგეს შინ...
ჰაჰა
უფულო ქვეყანას ამ დღეში აგდებენ. კია მთავრობების ბრალი, მაგრამ ჩვენი ბრალიც არი. სანამ ეს მათხოვრულ- ბოლშევიკური ფსიქოლოგია იქნება, მანამ გვექნება ღარიბი ქვეყანა. რას ვგულისხმობ? ფულის შოვნა ნიშნავს, რომ ხარ გაიძვერა. ფულის ბილეთში გადახდა- გოიმობას. ყველა ტირის ფული არ გვაქვსო, ვიღაცამ უნდა მოგვცესო. რატო? იშოვეთ. მაგალითად, შვეიცარიასთან ბილეთის ფასი იყოს 50 ლარი. ვინც მივა მივა, დანარჩენმა ვუყუროთ ტვიში. მეორე ტაიმში რომ ივსება სტადიონი უბილეთოებით. არ შეუშვათ.
vereli
რა ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ თუ ავსტრალიას?))) ეგ კი არა ფიჯისთანაც 40/60-ზეა შანსები ოკეანელების სასარგებლოდ. ზუსტადაც ბოიკოტი და მწვავე რეაქციაა საჭირო,რადიკალურიც. ესენი უბრალოდ არც აპირებენ ჩვენი პროგრესის კვალობაზე - საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას. არც 18 წლამდე, არც 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატებზე დარჩნენ! ეგ კი არა, ახალგაზრდულ 6 ერშიც კი "დაენანათ" ქართველებისთვის ადგილის გამოძებნა. რომ კითხო მავანს - ევრო-ამერიკელები ჩვენი ძმები არიან და სულ სულში ჩასახუტებლად ვუნდივართ. ერთადერთი სათამაშო სახეობაა სპორტში,მართლაც ეროვნული და იმის განვითარებაშიც კი არ გვიწყობენ ხელს (რაც ზუსტადაც რომ მათ ხელშია და არც რუსები ზემოქმედებენ ამაზე,არც ესკიმოსები და არც სომალელი მეკობრეები). ესეც ნატო და ევროკავშირი ხო არაა,ხელები რო გაასავსავონ - რუსი ვანია გაბრაზდება და მაგათთან "ლიჩნი პალიტიჩესკო-ეკანამიჩესკი ატნაშენიების" გაფუჭების ფასად, თქვენ გვერდში ვერ დაგიდგებით,ბაბაიაო?! ყოველივე ამას ქალაქურად - პრო...ა ჰქვია,მაგრამ სადაა პატრონი და განმკითხავი!
სიმართლე
თუ ეს სისაძაგლე დაამტკიცეს, იმის მიუხედავად რომ რაგბის მხურვალე ქომაგი ვარ, შესაძლოა რაგბს აღარ ვუყურო (რაც არ უნდა სამწუხარო იყოს)
Zero
ჯგუფიდან გასვლას სჭირდება ჩვენზე ძლიერი, პირველი დონის გუნდებთან ხშირი თამაში და გამოცდილების მიღება. მსგავსი ფუფუნება არც ჩვენს ნაკრებს და არც კლუბებს არ აქვთ. წელიწადში მაქსიმუმ ორ თამაშს რომ გაძლევენ და ისიც დიდი თხოვნა მუდარის შემდეგ ესე ვერ განვითარდები.
პოზიტივი
გაიხარე კარგო ადამიანო!!!
N
მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი კი არ უნდა გამოუცხადო, არამედ ჯგუფიდან უნდა გახვიდე, რათა აჩვენო, რომ, უბრალოდ, სისულელეა ასეთი გადაწყვეტილება!
emigranti
ფიჯი თუ მიიწვიეს ჩვენებს რატომ არ იწვევენ? მსოფლიო რაგბიდან ვინ იქნებიან წარდგენილი. ეგება ნიჟარაძე მაინც წავიდეს შეხვედრაზე.
Geo
რა მაროკო??
Euff
Daamtkiceben samwuxarod karga xnis win undodat mzgavsi ragacis gaketeba magram shecheres mashin, rac unda samwuxaro iyos ragbi ramdenime qveynistvis aris momgebiani da chvenistana patara qveynebs ar moaqvs fuli ragbsbi da mixvdnen ragbis bosebic, dges ki yvlegan da yvelafershi fulia mtavari samwuxarod, saqartvelos kidev im janiani bichebis imedi sxva ufro perspeqtiul da msoplioshi popularul sportis saxeobebshi eqneba!!!
პაატა
ბოლო ინფორმაციით ამ თვის ბოლოს დუბლინში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რაგის+6 ერის+4 სამხრეთი ფედერაციების და რაგბის პროფკავშირების ხელნძღვანელები შეიკრიბებიან. უნდა იმსჯელონ ახალ ფორმატზე, ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი!!! ასევე მიწვეულია ფიჯის ფედერაციაც, რაც უკვე კარგია, ასე რომ იმედი ვიქონიოთ გაკეთდება ორი 12 გუნდიანი ლიგა (ტიერ 1 და 2), გავარდა-აღზევების პრინციპით. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ!
Geo_Dinamo
მეც მჯერა რომ საღად მოაზროვნე, ყველა რაგბის ნამდვილი ქომაგი და თვითონ ფუნქციონერებიც სხვა ქვეყნისა, იტყვიან სიტყვას აუვცილაბლად. ამ უაზრობაზე რასაც რაგბის დასამარება ქვია და არა განვითარება პოპულარიზაცია. ისეც სულ რამოდენიმე ქვეყანაში თამაშობენ და ასე სულ 12 ქვეყანა შერჩებათ ხელში. ალბათ თვითონ ის სი@ბიც მიხვდებიან როდესაც პროტესტი წამოვა. ჩვენ კი მზადუ უნდა ვიყოთ თუნდაც იაპონიაში მსოფლიოს ბოიკოტით.
Erekle
Sisulelea, seriozulad ver agviqvam Daushvebelia
zurab
მე ბევრი რამის მომსწრე ვარ. ზუსტად ასე ჩაიკეტა ინგლისი (დიდი ბრიტანეთი) სხვა სამყაროსაგან ფეხბურთში და როცა გარეთ გამოიჭვრიტა, აღმოჩნდა, რომ უკვე მაჩანჩალა იყო!
სოსო
ყველაზე რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან.
ზურა
ყველა ხერხი უნდა იქნას გამოყენებული! ბოიკოტის სხვადასვა ფორმები! ცუდი იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისაც კი!

ეგ დაღუპავს რაგბს. 12 ქვეყნის სპორტად დარჩება მხოლოდ და რა წარმატებასაც ბოლო წლებში მიაღწია, წყალში ჩაიყრება.
ირაკლი
ერთი გუნდი ვართ
iceman
შეიძლება ბევრს არ მოეწონოს რასაც ვიტყვი მაგრამ თუ ეს ასე მოხდა აჯობებს საერთოდ გავაუქმოთ რაგბი, რეალურად უამრავი პერსპექტიული ბავშვი დადის რაგბიზე და ჯობია ისინი სხვა სპორტებზე გადავანაწილოთ და იქ მივაღწიოთ შედეგს. თორემ აბა რა აზრი აქვს ქვეყნის გამორჩეული ბავშვები იმ სპორტზე გვეხარჯება რომელშიც ასეთ პირობებში ვერასოდეს დავდებთ შედეგს
გოგა
მსოფლიოს ბოიკოტი გამოუცხადოთ ჩვენ მაროკომ ფიჯიმ და კიდე რამოდენიმე ქვეყანამ. მაინც რა აზრი აქვს მაინც სულ ერთმანეთს უნდა ეთამაშონ ეგენი. ამერიკა რატო და არა საქართველო მაროკო. არგენტინაზე ხო არაფელს ვამბობ სად ამერიკა და სად არგენტინა რეგბში
Emigranti
Magati masoni dssc....
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]