"შერატონ მეტეხი პალასში" მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 26 ქვეყნის 130 წარმომადგენელი მონაწილეობს
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის 5 ფინალური ორთაბრძოლა საქართველოს მოჭადრაკეთა მონაწილეობით გაიმართა: 1975 წ. ნონა გაფრინდაშვილი-ნანა ალექსანდრია 8,5:3,5, 1978 წ. ნონა გაფრინდაშვილი-მაია ჩიბურდანიძე 6,5:8,5, 1981 წ. მაია ჩიბურდანიძე-ნანა ალექსანდრია 8:8, 1986 წ. მაია ჩიბურდანიძე-ელენა ახმილოვსკაია (მაშინ იგი თბილისში ცხოვრობდა) 8,5:5,5, 1988 წ. მაია ჩიბურდანიძე-ნანა იოსელიანი 8:5:7,5.

ის მაგიდები, რომლებზეც სახელოვან დიდოსტატთა გადამწყვეტი პაექრობები გაიმართა, დღეს წარწერებითურთ "შერატონ მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში დგას, სადაც შაბათს სტარტი აიღო მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატმა.

შეჯიბრებაში 26 ქვეყნის 130 წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის 6 წარმომადგენელი ჩაება მედლებისთვის ბრძოლაში. ხუთმა მათგანმა (რუსი დები - ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევები, ნანა ძაგნიძე), სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, უკრაინელი კატერინა ლახნო) სწორედ ამ მაგიდებზე ითამაშა პირველ ტურის პარტიები. ოთხმა წარმატებას მიაღწია: ტურნირის რეიტინგფავორიტმა ნადეჟდა კოსინცევამ ინგა ხურცილავას სძლია, ტატიანამ - ნელი აგინიანს (სომხეთი), ძაგნიძემ - ირინა ბულამაგას (რუმინეთი), ლახნომ - სოფიო ნიკოლაძეს. სამაგიეროდ, პირველ ტურში სიურპრიზები შემოგვთავაზეს ქეთი წაწალაშვილმა და მერი არაბიძემ - მათ თეთრი ფიგურებით, შესაბამისად, ოცწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი მუზიჩუკი და მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) აიძულეს, ზავზე მოეწერათ ხელი.

პირველ ტურში ქართველთაგან (ყველას შედეგს ვერ გაუწყებთ, რადგან ევროპის ჩემპიონატში 46 ჩვენებური მონაწილეობს) წარმატებას მიაღწიეს ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, ნინო ხურციძემ, სოფიკო ხუხაშვილმა, ნაზი პაიკიძემ...

საგულისხმოა, რომ პირველ ტურში სულ 11 შეხვედრა დამთავრდა ყაიმით, გუშინ მეორე ტურში მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფავორიტებმა ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს: ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა თანამემამულე ბაირა კოვანოვას დაუზავდა, ასევე, ყაიმით დამთავრდა მაკა ფურცელაძისა და ფიდეს ქალთა გრანპრის ერთ-ერთი ტურის გამარჯვებულის ნანა ძაგნიძის, ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგისა (შვედეთი) და სოფიო გვეტაძის შეხვედრები. ქეთი წაწალაშვილმა კი კოსტენიუკსაც აართვა ნახევარი ქულა. ალბათ, ამიტომაც საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ექსჩემპიონმა სასწრაფოდ დატოვა დარბაზი.

გათამაშების ცხრილში მეორე ქულა ჩაიწერეს ნადეჟდა კოსინცევამ (დაამარცხა ლატვიელი ლაურა როგულე), კატერინა ლახნომ (მირანდა მიქაძე), სომეხმა ელინა დანიელიანმა (იტალიელი ოლგა ზიმინა), ბულგარელმა მსოფლიოს და ევროპის ექს-ჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (სლოვაკი იულია კოჩეტკოვა) ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ (აზერბაიჯანელი ზეინაბ მამედიაროვა), ბელა ხოიტენაშვილმა (პოლონელი კარინა ჰოროვსკა), სომეხმა ლილით მკრტიჩიანმა (სერბი ანჟელინა სტოიანოვიჩი), უკრაინელმა ანა უშენინამ (აზებაიჯანელი გულნარა მამადოვა), შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტმა (რუსი დარია ჩაროჩკინა), ლელა ჯავახიშვილმა (ლიტველი დეიმან დაულიტე), სოფიკო გურამიშვილმა (ავსტრიელი ევა მოზერი), ნინო ხურციძემ (სლოვენიელი იანა კრივეჩი), ნაზი პაიკიძემ (ნათია ჯანჯღავა), რუსმა ევგენია ოვიდმა (თანამემამულე ზოია სევერიუხინა), რუსმა მარინა რომანკომ (სომეხი ნელი ალექსანიანი), სომეხმა ლილით გალოიანმა (აზერბაიჯანელი სამინა იბრაჰიმოვა).

დღეს მე-3 ტურის პარტიები გაიმართება. წილისყრამ ორ-ორქულიანები ასე დააწყვილა: ნადეჟდა კოსინცევა-არახამია-გრანტი, ლახნო-ჯავახიშვილი, დანიელიანი-ხურციძე, ოვოდი-სტეფანოვა, ჩმილიტე-პაიკიძე, ხოტენაშვილი-რომანკო, მკრტიჩიანი-გალოიანი, გურამიშვილი-უშენინა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა