ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია ცილისწამების მსხვერპლი გახდა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაციამ საფეხბურთო სამყაროს ნაწილობრივი "ლუსტრირება" მოახდინა, როდესაც ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე მაქინატორებთან გარიგებული ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები: გარიგებაში ფეხბურთელთა მონაწილეობა არავის გაგვკვირვებია. ისედაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატი დიდი გარიგებების ბუდედ იყო ქცეული. ისიც ითქვა, რომ მსგავსი და უარესი მაქინაციები ხდება ბევრ სხვა ქვეყანაში. იტალიაში ლამის ყველა გრანდი დაზარალდა 2006 წელს კალჩოპოლის სკანდალის შედეგად. მასში გარეული აღმოჩნდნენ სერია A-ს და სერია B-ს გუნდები. 2006 წლის მაისში იტალიის პოლიციამ ფარულ გარიგებებსა და ჩემპიონატის თამაშებზე სასურველი მსაჯების დანიშვნაში ამხილა იტალიური კლუბები, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი "იუვენტუსი", "მილანი", "ფიორენტინა", "ლაციო" და "რეჯინა". "მილანს" სერია B-ში დაქვეითება და ლიგის გათამაშების გამოტოვება ელოდა. საბოლოოდ სეზონი 8 ქულის დაკლებით დაიწყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება შეუნარჩუნდა. "იუვენტუსი" კი სერია B-ში დააქვეითეს.

ცნობილია სხვა არაერთი ქვეყნის სკანდალური გამოძიების შედეგებიც - "ლივერპულის" მეკარე გრობელაარი აზიურ ტოტალიზატორებთან კავშირში ამხილეს, მარსელის "ოლიმპიკმა" ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან მოგებული შეხვედრა (6:1) იყიდა, მისი პრეზიდენტი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როდესაც უეფას თასს დაეუფლა, პეტერბურგის "ზენიტს" 50 მილიონ ევროდ მიუნხენის "ბაიერნის" მოსყიდვა ბრალდებოდა და სხვა მრავალის გახსენება შეიძლება.

რა მოხდა საქართველოში, ეს ბოლომდე არავინ იცის. ლაპარაკობენ აზიურ ტოტალიზატორებში ქართული გუნდების თამაშებზე მიღებულ ფსონებზე, მაგრამ გვიმტკიცებენ, აუტებზე ფსონებს არსად იღებენო და ეს მართლა არ გვსმენია. საინტერესოოა ისიც, რომ უეფას წერილი 20 თებერვალს გამოაგზავნეს და მას შემდეგ ინახებოდა. რას ელოდებოდა ფეხბურთის ფედერაცია?

მხილებისა და მედია-კვლევების პროცესი კი დაიწყო, მაგრამ მისი ერთი მსხვერპლი ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელი ირაკლი ეხვაიაც გახდა. ცხადია, შეცდომა წინასწარგანზრახული არ იყო, მაგრამ ფაქტია: ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში თქვეს, თბილისის "დინამოსთან" სკანდალური შეხვედრის მე-14 წუთზე მოედანი ტრავმის მომიზეზებით "ბაიას" თავდამსხმელმა ეხვაიამ დატოვაო, რაც წინასწარი შეთანხმების ნაწილად მონათლეს. არადა, ეხვაიამ 48-ე წუთზე გოლი გაიტანა, მოედნიდან კი მაკარ აქუბარდია გავიდა, რომელიც, ისევე, როგორც როინ ონიანი, ლევან ვართაგავა და დავით ქირია, გუნდს ჩამოაშორეს, ეხვაიას მიმართ კი "ბაიაში" პრეტენზია არ აქვთ, ემადლიერებიან და მისი გარიგებებში მოანწილეობა ეჭვადაც არავის მოსვლია.

ცხადია, კუდ-ის გამოძიების შემდეგ ჩვენს ჩემპიონატს ისედაც გატეხილი სახელი კიდევ უფრო გაუტყდა, ჟურნალისტების ბუნებრივი სურვილი, გავერკვეთ ვითარებაში, ცილისწამებაში არ უნდა გადაიზარდოს და ამ საქმეში მეტი სიფრთხილე გვმართებს. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთში წესიერი ადამიანებიც არიან და ყველას ჩირქი არ უნდა მოვცხოთ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის