1995 წლის შემდეგ, როცა რაგბი პროფესიონალური სპორტის სახეობა გახდა, "ექვსი ერის" ტურნირსა და "რაგბი ჩემპიონშიპზე" ახალი "მსოფლიო ლიგის" დამატებით საერთაშორისო რაგბიში ყველაზე გრანდიოზული მოვლენები იწყება.

ეს გლობალური ყოველწლიური ტურნირი მსოფლიოს წამყვან სარაგბო ქვეყნებს ორ კონფერენციად დაყოფს - ევროპული კონფერენცია და "დანარჩენი მსოფლიოს" კონფერენცია.

თითოეულ კონფერენციას ექნება სამი დივიზიონი. პირველი და მეორე დივიზიონები 6-6 გუნდისგან შედგება. მესამე დივიზიონი კი - 16-სგან.

თითოეული ქვეყნის ნაკრები საკუთარი დივიზიონის 5 და მეორე დივიზიონის 6 გუნდს შეხვდება და წელიწადში რეგულარული სეზონის 11 მატჩს გამართავს.

ევროპული კონფერენციის პირველი დივიზიონი შედგება შემდეგი ნაკრებებისგან - ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი.

დღეს არსებული "ექვსი ერის" ტიტული გამარჯვებულს აპრილში გადაეცემა, საკუთარი დივიზიონის 5 გუნდთან შეხვედრის შემდეგ, "დანარჩენი მსოფლიოს" კონფერენციის ნაკრებებთან შეხვედრამდე.

"დანარჩენი მსოფლიოს" კონფერენციის პირველი დივიზიონი შემდეგი გუნდებისგან შედგება - არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა. მათ დაემატებათ რაგბის მსოფლიო რეიტინგში მყოფი ორი გუნდი, დღეის მდგომარეობით - იაპონია და ფიჯი.

მას შემდეგ რაც, კონფერენციის გუნდი ორივე დივიზიონში 11 გუნდს ეთამაშება, თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო ნაკრები ერთმანეთს პლეი-ოფში ნოემბრის ბოლოს დაუპირისპირდება.

თითოეული ნახევარფინალის გამარჯვებული ერთმანეთს ფინალში შეხვდება და "მსოფლიო ლიგის" გამარჯვებულს გამოავლენს.

"მსოფლიო ლიგის" დივიზიონებს შორის დაწინაურება-დაქვეითების სისტემის საშუალებით დაბალ დივიზიონებში მყოფ გუნდებს საშუალება ექნებათ მსოფლიო რაგბის უმაღლეს საფეხურზე ისტორიაში პირველად ითამაშონ.

თითოეული კონფერენციის მეორე დივიზიონის გუნდები იმავე ფორმატით ითამაშებენ და დივიზიონების გამარჯვებულები პლეი-ოფში პირველი დივიზიონის ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდებს ეთამაშებიან.

თითოეული კონფერენციის მესამე დივიზიონი ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი - თითოეულში ოთხი გუნდით. ისინი ერთმანეთს სახლში-გასვლა პრინციპით ეთამაშებიან.

ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი-ოფში ხვდებიან, მათგან საუკეთესო კი ბოლოს მეორე დივიზიონიდან დაქვეითებულ ნაკრებს ხვდება.

დღევანდელი კალენდარის გათვალისწინებით, "მსოფლიო ლიგა" საერთაშორისო რაგბის დიდ მნიშვნელობას მისცემს. თითოეულ მატჩს საკუთარი ფასი ექნება.

"მსოფლიო ლიგა" ყოველწლიურად გაიმართება, გარდა მსოფლიო თასის წლებისა.

"ბრიტანელი და ირლანდიელი" ლომების ტურებს საერთაშორისო რაგბიში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

იმ წლებში როდესაც "ლომები" ტურს მართავენ, "მსოფლიო ლიგაში" პირველ და მეორე დივიზიონებს შორის, არცერთ კონფერენციაში დაწინაურება და დაქვეითება არ იმოქმედებს.

"მსოფლიო ლიგა" საერთაშორისო რაგბიში ახალი ეპოქის დასაწყისია.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა