6 მარტს, პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგის დაფუძნების გარშემო სიტუაციის განხილვა.

განხილვისას, საქართველოს პოზიციის გაცნობის შემდეგ, აზრი გამოთქვა საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრმა. აღინიშნა, რომ მსგავსი მიდგომები და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები უდიდეს ზიანს მიაყენებს რაგბის განვითარებას ევროპასა და მთელს მსოფლიოში. აგრეთვე აღინიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მასში მონაწილეობა არის ხელოვნურად ლიმიტირებული.

ერთხმად გადაწყდა (მათ შორის 6 ერის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც), რომ მსგავსი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია, ამ პროცესში რაგბი ევროპის ჩართულობა უცილებელია და ეს პოზიცია ოფიციალურად უნდა ეცნობოს მსოფლიო რაგბს.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ, გაუგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონდს:

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეს

სერ ბილ ბომონდს

პარიზი: ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019 წ.

ბატონო ბილ, ჩვენ, რაგბი ევროპის საბჭოს წევრები, 6 მარტს, ოთხშაბათს, პარიზში შევიკრიბეთ. განხილული საკითხებიდან მთავარი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო, იყო მსოფლიო რაგბის ლიგის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებმა, რომლებიც 15 ევროპული ქვეყნის რაგბის კავშირს წარმოადგენდნენ, დიდი შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნული პროექტის მიმართ, რომლის შესახებაც არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვიდრე ოთხშაბათს შუადღემდე, როდესაც მე მივიღე ელექტრონული წერილი ბრედ გოსფერისგან.

ჩვენ, როგორც ევროპაში რაგბის მმართველი ორგანიზაცია, სრულად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს შეჯიბრი, რომლის პროექტიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, საფრთხეს უქმნის ევროპაში რაგბის განვითარებას.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაგვარკვიოთ პროექტის დეტალებში და ჩაგვრთოთ განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფაქტი იმისა, რომ აქამდე ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვყოფილვართ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

დიდად დავალებულნი ვიქნებით, თუ თქვენ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებთ და მოუნთმენლად ველით თქვენს რეაგირებას.

პატივისცემით, ოქტავიან მორარიუ

რაგბი ევროპის პრეზიდენტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

რამაზ
საკამათო არა მარტო იტალია-საქართველოს შეფასებაა. ფიჯი, სამოა ტონგა - ხან ერთია სტოსის წამყვანი და ხან მეორე. იქ შტატებს პრეტენზია აქვთ და კანადის სარაგბო ისტორია შტატებზე უკეთესია. მეორე-მესამე ეშელონების საზღვრებიც ბუნდოვანია: ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გერმანიის ნაცვლად მეორე ეშელომში პორტუგალიაა... ასე რომ მსოფლიო ლიგის დაწყებამდე წინა წელს ერთიანი ობიექტური კრიტერიუმებით უნდა მოხდეს რანჟირება/შერჩევა
რამაზ
2022 წელს ერთა ლიგის ეშელონებში რომელი ნაკრები სად მოხვდება 2021 წლის ბოლოს რეიტინგების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. წინასწარ რომ ყველას ეცოდინება, 2021 წლის ტესტმატჩების საშუალებით ნაკრებები რეალური სიძლიერის შესაბამის რეიტინგის ქულებს დაიგროვებენ. მაგალითისთვის იტალიას დამალვის ნაცვლად თვითონ უნდა მოუნდეს ჩვენთან თამაში რეიტინგის ქულების ასახევად და სწორედ მაშინ გამოჩნდება დავიმსახურებთ თუ არა უმაღლეს ეშელომში თამაშს.
კახა
სოსოს ვეთანხმები.ასე ჩვენი რაგბის რეგრესი იქნება.მაშინ არ იყოს პლეი.ოფი და პირდაპირ უნდა გაფავიდეს საქართველო 6 ერში. და კიდევ მსოფლიო ლიგის უმაღლესი 12 დანაც უნდა ვარდებოდეს 2 და მას ჩაანაცვლებს მეორე ეშელონის 1 და 2 ადგილზე გასულები. აი ასე უფრო სამართლიანი იქნება!
სოსო
ეს გაცილებით უარესია,ვიდრე აქამდე არსებული სისტემა.ესე იგი,მსოფლიოს ელიტარულ გუნდებს მხოლოდ მსოფლიოს თასზე თუ შევხვდებით,4 წელიწადში ერთხელ და ასევე 4 წელიწადში ერთხელ,6 ერის მაჩანჩალას.ასეთ პირობები იტალიის დამარცხებაც კი გამორიცხულია თან თუ მსაჯობასაც და მატჩის ადგილსაც მათ სასარგებლოდ დანიშნავენ.ნებისმიერ შემთხვევაში ეს რაგბის პოპულარიზაციისა და დონის აწევისაკენ კი არა,მისი არეალის და დონის დაცემისაკენ არის მიმართული.მსოფლიოს ჩემპიონატსაც კი ფასი დაეკარგება,რადგან დაბლითა ეშელონის გუნდებს შანსი არ ექნებათ ზედა დივიზიონის დონეზე ასვლისა.ის,მხოლოდ დაბალი საფეხურის ქვეყნების ნიჭიერ მორაგბეთა გამოფენა გაყიდვის ფუნქციას შეასრულებს.ძალიან,ძალიან მკაცრი პროტესტია საჭირო ასეთი ცინიკური პროექტის ავტორების მიმართ,მათი გადადგომის მოთხოვნის ჩათვლით.მათი ორივე წარმოდგენილი ვარიანტი ვნახეთ და მისი ავტორები სრულიად მიუღებელნი არიან არიან სარაგბო პრინციპებისათვის.ისინი უნდა მოიკვეთონ.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება