ფოტო: fcdinamo.ge/ფელის ვისენტე მარჯვნიდან პირველი

თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელის, ფელის ვისენტეს დანიშვნის შემდეგ ეროვნული ლიგის 3 მატჩიდან 2 წააგო.

სანამ ეროვნული ლიგა დაიწყებოდა, "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე მოიაზრებოდა, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ფელის ვისენტე დანიშნა, რომელიც აქამდე კლუბში სამუშაოდ ფიზმომზადების მწვრთნელად მოვიდა.

Sportall.ge-მ, თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის შუამავლობით, ესპანელ სპეციალისტ ფელის ვისენტესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- მოგესალმებით ფელის! როგორ მოგწონთ თბილისი და ახალი გარემო? როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- თბილისში კარგად მოვეწყვე და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. არც მქონია რაიმე სირთულე ამ ქალაქთან შესაგუებლად. ხალხიც მშვენიერი და გულღიაა გარშემო.

- ადაპტაციის კუთხით როგორ მიდის სიტუაცია?

- ადაპტაცია, ვფიქრობ, სწრაფი ნაბიჯით მიმდინარეობს. ამაში კლუბის ყველა თანამშრომელი ხელს გვიწყობს და გვეხმარება.

- თქვენ თავდაპირველად "დინამოს" ფიზმომზადების მწვრთნელად დაინიშნეთ, თუმცა შემდეგ რომან ფიფიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი განდოთ. რამ განაპირობა ეს?

- საბოლოოდ, კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავარ მწვრთნელად მე დავინიშნე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაც არის და დიდი პასუხისმგებლობაც. არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი.

- აქამდე მთავარ მწვრთნელად არ გიმუშავიათ, თბილისის "დინამო" კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ეს ფაქტი ზოგისთვის მოტივაციაა, ზოგისთვის - წნეხი. თქვენთვის როგორაა?

- არ ვიტყვი, რომ ადვილია ასეთი კლუბის ხელმძღვანელობა, თუმცა ის, რომ "დინამო" დიდი ტრადიციების და არაერთი ტიტულის მქონე კლუბია - ეს ფაქტი ზუსტად მიორმაგებს მოტივაციას არა მარტო მე, არამედ მთელ სამწვრთნელო შტაბს.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე გამართა სამი შეხვედრა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ეროვნულმა ლიგამ, ქართულმა კლუბებმა და აქაურმა ინფრასტრუქტურამ?

- ის, რომ დაძაბული ჩემპიონატია, ეს პირველი ტურის მატჩებშიც ნათლად გამოჩნდა. ბრძოლისუნარიანი პირველობაა და აქ წარმატების მიღწევა არავისთვის იქნება იოლი საქმე. სათამაშო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. "დინამო არენა" კი იდეალური ადგილია.

- "ჩიხურასთან", მეკარის ჩათვლით, 3 ლეგიონერით დაიწყეთ და მოიგეთ, ხოლო "სიონთან" და ბათუმის "დინამოსთან" 7 ლეგიონერი გყავდათ, თუმცა ორივე მატჩი წააგეთ. ძირითადი ბირთვის ძიებაში ხართ?

- ყველა თამაში განსხვავებულია და რა თქმა უნდა, 11 ფეხბურთელსაც სწორედ იმ მომენტში უკეთესი ფორმის მიხედვით ვარჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა, ლეგიონერია თუ ადგილობრივი.

- თქვენი ასისტენტები საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი ზაურ სვანაძე და წარსულში "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი და გოლეადორი ჩისკო მუნიოსი არიან. რა სახის სამუშაოს ასრულებენ ისინი სამწვრთნელო შტაბში?

- მათი ყოფნა გუნდში უმნიშვნელოვანესია. ზაური "დინამოს" ცოცხალი ლეგენდაა, ხოლო მისი რჩევები და გამოცდილება ძალიან გვეხმარება. ჩისკო "დინამოში" და არამარტო "დინამოში", ყველას უყვარს. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა სახელი დატოვა აქ ყოფნის დროს. ისიც მთელი თავისი გამოცდილებით ჩაბმულია სამწვრთნელო პროცესში და ყველანაირად გვეხმარება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე ოთო გაგნიძე და გელა ჭანტურია. ვიტყვი, რომ გუნდში "სტაფთან" ურთიერთობა იდეალურია.

- რა მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ?

- ასეთი ისტორიის და შესაძლებლობების კლუბს არ შეიძლება პირველობაზე ჩემპიონობის გარდა რაიმე სხვა მიზანი გააჩნდეს. ასევე ჩვენს სამიზნეშია თასის მოპოვებაც.

- "დინამოში" დანიშვნამდე თქვენ ჩინეთის "დალიან იფანგში" მუშაობდით. ბოლო დროს ჩინურ კლუბებში დიდი ინვესტიციები იდება. შეგიძლიათ თუ არა ჩინეთის ჩემპიონატი და საქართველოს "ეროვნული ლიგა" ერთმანეთს შეადაროთ?

- ჩინეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ ნამდვილად დიდი ფული იდება და ასევე, ძვირად ღირებული ფეხბურთელებიც ხშირად ჩაჰყავთ ადგილობრივ კლუბებს. ჩემპიონატს დიდი რეკლამა უკეთდება ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიასა და სარეკლამო ბანერებზე. ინფრასტრუქტურა ჩინეთში მაღალ დონეზეა. ეს დიდი პლუსია და ფეხბურთელების მხრივ დიდი განსხვავება არაა. აქ რაც ვნახე, საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და სწორი განვითარებით ხარისხი ადვილად მოიმატებს.

- როგორი ტაქტიკის მიმდევარი ხართ? როგორც ესპანელი, უპირატესობას მოკლე პასის ხარჯზე ბურთის კონტროლს ანიჭებთ?

- ჩვენ არ მივყვებით ერთ ამოჩემებულ სისტემას ან ტაქტიკას. ყველაფერი მეტოქიდან და საკუთარი შესაძლებლობებიდან არის გამომდინარე. არის მატჩები, სადაც მოკლე პასებით გიწევს თამაში; არის შეხვედრები, სადაც პირიქით, გრძელ ჩაწოდებებს ანიჭებ უპირატესობას და ა.შ.

გოგა
ვითარდება ეროვნული ლიგაო რას ვითარდება რეკლამები რას უშველის ნეხვი როგორც არუნდა შეფუთო ნეხვია. წამოიყვანეთ ჩვენი ყაზახეთში კვიპროში და ჭე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები აქ ათამაშეთ. დინამოს ცხადაძე ჩამოუყვანეთ ტორპედოს არველაძე. აი ასე თუ განვივთარდებით და აიწევს დონე.
გოგა
4 5 კარგი გუნდი თუ არ გვეყოლება ნაკრებიც არ გვეყოლება არასოდეს. რო რამე ეროვნულო ლიგიდან მწვრთნელს თამამად უნდა შეეძლოს რამოდენიმე ფეხბურთელის გამოძახება. კორონას დონის გუნდიდან ვიწვევთ ფეხბურთელს. კორონას დონის გუნდები როგორ არ უნდს გვყავდეს რამოდენიმე:(
გოგა
ცხადაძეს ყაზახეთში უშვებენ და დინამო თბილოსისთვის ფისკულტურის მასწავლებელი ჩამოყავთ. მოკლედ რა ფიფია კაიფობს დინამოთი.
irakli
ჩვენ რო ჩემპიონატი გვაქ მაგ დონის ესპანეთის მეათე დივიზიონია, თავს იტყუებს ეს კაცი წლის ბოლოს წავა ესპანეთში და შედეგი ნული იქნება და და მოყვარული ლეგიონერებიც გაყვებიან
vax-vax
ჩემი გუშინდელი კომენტარი რატომ დაბლოკეთ?
wtg
ფიზ მომზადების მწვრთნელი მთავარ მწვრთნელად?? ვახ ჩემიი კაიიიიიიი.....ფიფია დინამოს ახალ ისტორიას წერს ოღონდ უკუღმა. .!.
ალეკსანდრე
სვანაძე უნდა დარჩენილიყო მთავარ მწვრ.
aks
კარგია ასე გააგრძელეთ სიახლეების დადება კარგი იქნებოდა ფიფიასთან ინტერვიუც
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ჩისკო: "გაბალასთან" გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ჩისკო მუნიოსი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდა
ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
დინამო VS ფეიენოორდი - თამაში ღირსებისთვის, თამაში სარეიტინგო ქულებისთვის
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
დინამოელები და სხვები - ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესოები დასახლდნენ
ფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება
ვინ შეცვლის გია გეგუჩაძეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?
ფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ფელის ვისენტე: თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს