"მანჩესტერ სიტი" ლიდერის რანგში გავა მინდორზე. "ქალაქელები" ფრთაშესხმულები არიან ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. პეპ გვარდიოლას გუნდს მაინცდამაინც არც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ადარდებს, რადგან "შალკესთან" შეხვედრაში საქმე თითქმის მოთავებული აქვს პირველი რაუნდის შემდეგ.

"ლივერპულმა" ლიდერობა დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი ენფილდელებს ისევ არ ასვენებთ. რა თქმა უნდა, "ბარნლისთან" შეხვედრა გუნდმა უნდა მოიგოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილებს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" საპასუხო შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი...

უნდა მოიგოს "ჩელსიმ", რომელიც ამ დროისთვის ოთხეულს გარეთაა. "არისტოკრატები" იდეალურ ფორმაში არ არიან, მაგრამ "ვულვზს" სატურნირო მოტივაცია, ფაქტობრივად, აღარ აქვს. ისე კი, ჟოზე ეშპირიტუ სანტუს გაწვრთნილი გუნდისგან გამორიცხული არაფერია.

მთავარი შეხვედრა ლონდონში შედგება. ერთი, რომ ეს საფეხბურთო კლასიკაა და მეორეც, ოთხეულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ეს თამაში მაშინაც კი დიდი დატვირთვის მატარებელი იქნებოდა, არაფერი რომ არ წყდებოდეს, ახლა კი სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს. დაძაბულობა გარანტირებულია, რადგან ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვდებიან.

ცოტა ხნის წინ ოლე გუნარ სულშერის გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი თითქოს აღარ ჰქონდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია. მეოთხე ადგილზე სწორედ "იუნაიტედია". ამ შეხვედრას რამდენიმე ქვეტექსტი აქვს. ალექსის სანჩესი დაშავებულია, თორემ მის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდებოდა. სამაგიეროდ, "იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს მისი ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი.

მოკლედ, უნდა ჩავუჯდეთ - ნაღდი ინგლისური საფეხბურთო თრილერი უამრავ საინტერესოს გვპირდება. მით უმეტეს, ამ გრანდებს შორის ბოლო თამაშები შედეგიანი გამოდის.

ფაქტები

"ბრაიტონმა" ბოლო შეხვედრაში აჯობა "კრისტალ პალასს".

"ვესტ ჰემი" 7 შეხვედრაში აღმოჩნდა "კარდიფზე" ძლიერი.

"ლესტერისა" და "ფულჰემის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ნიუკასლისა" და "ევერტონის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

"საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 9 მატჩი მოუგო "უოტფორდს".

"ლივერპულმა" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ბარნლის".

"ვულვზი" ბოლო შეხვედრაში აღმოჩნდა "ჩელსიზე" ძლიერი.

"არსენალისა" და "მანჩესტერის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

პრემიერლიგა. XXX ტური

შაბათი, 9 მარტი

კრ. პალასი-ბრაიტონი 16:30

კარდიფი-ვესტ ჰემი 19:00

ჰადერსფილდი-ბორნმუთი 19:00

ლესტერი-ფულჰემი 19:00

ნიუკასლი-ევერტონი 19:00

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 19:00

მანჩესტერ სიტი-უოტფორდი 21:30

კვირა, 10 მარტი

ლივერპული-ბარნლი 16:00

ჩელსი-ვულვზი 18:05

არსენალი-მანჩესტერ იუნ 20:30

ბომბარდირები: 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - სადიო მანე (ლივერპული); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს