გასული კვირა სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ჩვენი ფეხბურთისა და კალათბურთის ისტორიაში
პირდაპირ ვთქვათ, გასული კვირა სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ჩვენი ფეხბურთისა და კალათბურთის ისტორიაში. ჯერ ფეხბურთზე, უფრო სწორად, ფეხბურთელებზე ვთქვათ. არა გვგონია, ქართულ ფეხბურთში რაც მოხდა, იმაზე უფრო ღრმად უარყოფითი კვალი არ დატოვოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სპორტი გულგრილს არავის ტოვებს, მით უფრო, როცა მოვლენების ეპიცენტრში შენი რაიონის თუ ქალაქის გუნდი - განსაკუთრებით ფეხბურთია. საქართველოში ადამიანები ყველგან მოუთმენლად ელიან ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ყოველ მომდევნო ტურს. ქომაგები გათამაშების ცხრილს ჩაჰკირკიტებენ, აანალიზებენ, ბჭობენ, ვარაუდობენ, ნერვიულობენ, ხარობენ... და ამ დროს, თურმე ფიქციაა ყველაფერი - ფარული შეთქმულება-გარიგებების ხაფანგში გაბმული მსხვერპლი ყოფილა ალალი გულშემატკივარი.

და, როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ გაჰყვება კიდევ ფეხბურთით მღელვარების ჟინი მათ, ვინც ასე მწარედ მოატყუეს? კი ბატონო, ვამბობთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგრამ დავფიქრებულვართ, რამდენი დრო დასჭირდება და რა მანძილია გასავლელი, ვიდრე ჭირი სასარგებლოდ შემოგვიბრუნდება? ნეტარ არიან მორწმუნენი!

ქართულ ფეხბურთში თავჩენილი უბედურება არ გვქონდა გამოტირებული, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა სიამაყემ - კალათბურთმა "გვასახელა", თანაც როგორ. ბარაქალა მას, ვინც ისეთ ფაქტს გაიხსენებს, რისი მოწმენიც გასულ შაბათს გავხდით კალათბურთში სუპერლიგის გათამაშებაში შსს-"სოხუმის" მატჩის მსვლელობისას. ვერა, ვერ გაიხსენებს, სპორტის ისტორიამ არ იცის, არა მარტო კალათბურთში, საერთოდ, მოედანზე ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს მსაჯი... ქალისთვის.

ვფიქრობთ, ასეთ რამეს "მაზავშჩიკებთან" შეკრული ფეხბურთელიც არ იკადრებდა, არანაირ საფასურად არ შეირცხვენდა თავს, მსაჯ ქალს მოედანზე ცხვირპირს არ ჩაუმტვრევდა. მეტიც, ვინმე "მაზავშჩიკს" რომ ფარული კონკურსი გამოეცხადებინა საშინელებათა სცენარზე, ასეთ რამეს ვერანაირი "თავზეხელაღებული სცენარისტიც" ვერ მოიფიქრებდა.

მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერში ორიგინალურები ვართ და, აჰა, ერთი ანტირეკორდიც მივითვალეთ.

თენგიზ გაჩეჩილაძე

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა