ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "ჩიკაგოს" და მის ლიდერ დერიკ როუზს ვერაფერი დაუპირისპირა და შინ 82:99 დამარცხდა
"ატლანტამ" "ჩიკაგოსთან" შინ წააგო და მეტოქეს სერიაში 2:1 დაწინაურების უფლება მისცა. ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები პირველივე მეოთხედში ჩამორჩნენ დერეკ როუზის "ჩიკაგოს" და მატჩი ისე დასრულდა, რომ "ჰოქსს" თამაშის გადარჩენის მცირე შანსიც არ მისცემია. 99:82 - "ბულზის" სასარგებლოდ.

"ხარების" გამარჯვების მთავარი მიზეზი მათი N1 დერეკ როუზი იყო, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო, რაც მისი საპლეიოფო რეკორდია. "ატლანტას" წაგების მეორე მიზეზად "ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ფარქვეშ არადამაჯერებელი თამაში დაასახელა - ჩვენი მაღლები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენო. "ჩიკაგომ" მოხსნებში 47:34 იმარჯვა.

არც პერიმეტრის მოთამაშეებს გამოუდიათ თავი - წაგების მესამე მიზეზი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თავად განსაჯეთ: სამქულიანების ოსტატმა ტანდაბალმა ჯორჯიელებმა "ჩიკაგოს" კალათში მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსეს. რაც, მათი სუსტი თამაშის პარალელურად სტუმართა დაცვის ბრალიც იყო.

აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი ატლანტაში დღეს გამთენიისას გაიმართებოდა.

ატლანტა-ჩიკაგო 82:99

ზაზა ფაჩულია: 09:03 წუთი, 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 4 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:40 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:31 ფოლი: 1

01:07 ფოლი: 2

01:07 შეცდომა: 1

00:24 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 23:29)

II პაროდი

11:04 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:24 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:00 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

IV პერიოდი

10:36 ფოლი: 3

09:53 ფოლი: 4

08:57 სმიტმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა