გორის "დილას" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ "პირველ არხს" დოკუმენტი წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ მიკოლა კოვტალიუკი თანახმაა გორულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე და მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

უკრაინელი მოთამაშე სამხრეთკორეული "ანიანის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა, მისი თქმით, "დილა" მას გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს, ამის გამო კი ის ახალ კლუბს განაცხადში ვერ შეჰყავს.

"გარდა ფინანსური პრეტენზიებისა, არის სხვა საკითხები, რომლებსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ის ითხოვს იმ პერიოდის თანხას, როდესაც გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა. მისი ტრანსფერი გუნდს ეკუთვნოდა და ამის თაობაზე გავაფრთხილეთ, რომ დაჯარიმდებოდა. მან კი ეს გაფრთხილება არად ჩააგდო და ოფიციალურად გაგზავნილი ჯარიმის გადახდაზეც უარი განაცხადა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "დილა“ ფეხბურთელს ჯიბრში არ ჩაუდგა და მის ტრანსფერს ყველანაირად ხელი შეუწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა, 100 ათასი დოლარიც კი გავანახევრეთ“.

"დილას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უკრაინელმა ლეგიონერმა კლუბს საკადრო პრობლემა შეუქმნა – "კოვტალიუკი კორეულ გუნდს შეკრებაზე ახლდა, როდესაც დაინტერესდა, "დილაში“ ლეგიონერის კვოტა დარჩენილი ხომ არ გვქონდა. მომწერა, რომ არ მოსწონდა და ჩამოსვლის სურვილი გამოხატა. თებერვალში ჩამოვიდა და მის გამო ბრაზილიელ ლეგიონერზე უარი ვთქვით. მაგრამ ვიღაც ელაპარაკა და ბოლო მომენტში ისევ წავიდა. "დილას“ ვერც ის დაეხმარება და მის შემცვლელად შეგულებულ თავდამსხმელზეც უარი ვთქვით. საერთოდ, ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს, ასე იოლად რომ იცვლის აზრს და პოზიციას". - ამბობს "პირველ არხთან" საუბრისას გიორგი ჯოხაძე.

ნიკოლა კოვტალიუკი გორის "დილას" ღირსებას 2018 წლის სეზონში იცავდა. მან ეროვნულ ლიგაში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი გაბედავას და ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
მიკოლა კოვტალიუკი სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გააგრძელებს კარიერას
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ცვლილებები "დილაში" და დირექტორის კომენტარი: ორი ლეგიონერი უნდა დავიმატოთ
პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს
ქართული ფუტსალის სილამაზე: თსუ-ს ფეხბურთელების საოცარი გოლი და "სეივი" [VIDEO]