თორნიკე ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება, - ამის შესახებ "ინტერპრენსიუსს" ოჯახური ძალადობის ბრალდებით ძიუდოს ეროვნული ნაკრების დაკავებული წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილის ადვოკატმა ნანი აბრამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატი ნაგლიაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს და განმარტავს, რომ ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი და მოქმედების ვადა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა.

"თორნიკე ნაგლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ის ამჟამად მოთავსებულია მე-8 დაწესებულებაში. აღკვეთის ღონისძიება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ჩემი ინფორმაციით, ამ წუთისათვის ის განხილული არ არის.

ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს პატიმრობას ერთ წლამდე ვადით.

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმეში ამ ეტაპისათვის არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც მოქმედების ვადა 30 დღე ჰქონდა. თორნიკე ნაგლიაშვილი კი დააკავეს 2019 წლის მარტში. შემაკავებელ ორდერს არანაირი გავლენა არ ჰქონდა მის დაკავებასთან. თუკი გამოძიებას მიაჩნდა, რომ თორნიკე ნაგლიაშვილმა გასულ წელს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ მეუღლეს, სექტემბერსა და ოქტომბერში შეეძლოთ ემსჯელათ მის ბრალდებაზე", - აცხადებს აბრამიშვილი.

მისივე განმარტებით, საქმეში მხოლოდ სპორტსმენის ყოფილი მეუღლის განცხადება არსებობს, სადაც ის მეუღლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

"დაკავების საფუძველი გახლდათ 4 მარტის შეტყობინება, სადაც თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და მცხეთიდან მისი მიმართულებით მოდიოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ნაგლიაშვილი საცხოვრებელ სახლში, მცხეთაში დააკავეს. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას საფუძვლად დაედო, საქმეში არ არსებობს.

საქმეში არ მოიპოვება ისეთი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დანაშაულის ნიშნებს. დანაშაულებრივი ქმდება მხოლოდ მუქარისგან არ შედგება, ის უამრავი ქმედებისგან შედგება. ქმედება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმეში არ არის.

ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება.

ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით მის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოწერილა. ის ფიზიკურ ძალადობაში არაა ბრალდებული", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წყარო: Ipn.ge

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ბუდაპეშტის გრან პრი: პაპინაშვილი და ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადავიდნენ
ბუდაპეშტის გრან პრი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]