საფეხბურთო სფეროში ანტიკორუფციული პროგრამის შესამუშავებლად და განსახორციელებლად 20 მილიონი დოლარი გამოიყოფა
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) და სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) ათწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომელიც მოლაპარაკებული მატჩების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საფეხბურთო სფეროში ანტიკორუფციული პროგრამის შესამუშავებლად და განსახორციელებლად 20 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ინტერპოლის გენერალური მდივანი რონალდ ნოუბლი ციურიხში ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს შეხვდება და ამ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდება. შეხვედრას ფიფას გენერალური მდივანი ჯერომ ვალკე და უფროსი გამომძიებლები დაესწრებიან, რომლებიც ფინეთსა და გერმანიაში მოლაპარაკებულ მატჩების საკითხებით არიან დაკავებულნი. ამ ქვეყნებში გამოძიება ასზე მეტ თამაშზე მიმდინარეობს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

ფინეთში ამჟამად უილსონ რეი პერუმალის საქმე განიხილება, რომელსაც მოთამაშეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. შვიდი თვის განმავლობაში ის გარიგებული მატჩების ორგანიზებაზე მუშაობდა, ამასთან ოპერაციებს ლონდონში, სტადიონ "უემბლისთან" ახლოს მდებარე ბინაში ატარებდა.

შეთანხმება გარიგებული საფეხბურთო შეხვედრების გამოვლენისა და აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული. ფიფას მიერ გამოყოფილი თანხა ინტერპოლს საშუალებას მისცემს მოთამაშეების, მწვრთნელების და გუნდის ხელმძღვანელებისათვის სპეციალური პროგრამები შეიმუშაოს, რათა მათ ის მეთოდები გააცნოს, რომელსაც თაღლითები იყენებენ. ამ პროგრამის შედეგად გარიგებული თამაშები გამოვლინდება.

პრიორიტეტულ მიმართულებად ახალგაზრდა ფეხბურთელთა განათლება მიიჩნევა. როგორც უკანასკნელმა გამოძიებებმა აჩვენა, თაღლითების მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები არიან.

ინტერპოლი ფიფას მიმდიარაე ოპერაციების შესახებ ანგარიშს წარუდგენს, რაც საფეხბურთო ფედერაციას დიდ დახმარებას გაუწევს. ანტიკორუფციული გამოძიებების ჩატარებას ფიფასთვის და ნებისმიერი სხვა სპორტული ფედერაციისთვის ის ფაქტი ართულებს, რომ მათ იმ საკითხების განხილვის უფლება არ აქვთ, რომელთაც უშუალოდ შეჯიბრებების რეგლამენეტი არ ითვალისწინებს. ამას გარდა, სპორტის სფეროში კორუფცია სამართალდამცავი ორგანოების მოღვაწეობაში პრიორიტეტი იშვიათად არის.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა