15-17 მარტს გუდაური ისევ დარჩება სათხილამურო სპორტის მოყვარულების ყურადღების ცენტრში. ამჯერად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სარეიტინგო შეჯიბრება და ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სქი ქროსის სახეობაში.

სქი ქროსი ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინაა.

შეჯიბრისას ოთხი სპორტსმენი ერთდროულად იღებს სტარტს და სხვადასხვადაბრკოლებიანი, სპეციფიკური ტრასის გავლას მინიმალურ დროში ცდილობს.

შეჯიბრებაში 13 ქვეყნის, მათ შორის, ამერიკის, კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი (19 ქალი და 43 ვაჟი) მიიღებს მონაწილეობას.

პირველ დღეს FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის,

16-17 მარტს კი - FIS-ის ევროპის თასის ეტაპები.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გუდაურში წარმატებით ჩატარდა სამდღიანი ტურნირი სნოუბორდ ქროსში. ღონისძიებამ უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების, სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელების და თავად მოთხილამურეების მხრიდან.

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება, 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტზე მსგავსი შეჯიბრებები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრებები სნოუბორდ კროსსა და სკი კროსში საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეტაპებს კვლავ უმასპინძლებს.

საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მომზადების პროცესში ჩართულნი არიან ყოფილი და ამჟამინდელი ნაკრების წევრები, რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლები, გუდაურის მოსახლეობა და მოხალისეთა ჯგუფები.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა