ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტური უპირველესად, ზინედინ ზიდანის დაბრუნებით იქნება გამორჩეული.

ზიზუს ხელახალი ნათლობა "სამეფო კლუბში" გავარდნის პირას მყოფ "სელტასთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. სხვა მხრივ, ალბათ, არაფრით გამორჩეული მატჩი ტურში ცენტრალურად სწორედ ფრანგი სპეციალისტის დაბრუნებამ აქცია.

ზიდანმა უკვე ხელები დაიკაპიწა, "რეალმა" სამომავლოდ მცველის ტრანსფერიც დაიბევა, ხოლო თავად 46 წლის სპეციალისტმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს გამამხნევებელი სიტყვითაც მიმართა.

"დაივიწყეთ წარსული. ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ და სულერთია, ამ მომენტისთვის როგორ მდგომარეობაშია ნებისმიერი თქვენგანი. არც ისაა მნიშვნელოვანი, აქამდე რა გაგვიკეთებია. არც ერთ თქვენგანს არ ვპირდები გარანტირებულ ადგილს შემადგენლობაში და არც არავისთვისაა იქ მოხვედრის შანსი დაკარგული. უახლოესი თვეები ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ", - აქვეყნებს ესპანური მედია ზიდანის ნათქვამს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც ზიდანმა 9-თვიანი პაუზის შემდეგ ისევ "რეალში" დაიწყო მუშაობა. ზიზუ სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

შაბათის მატჩამდე "რეალი" 51 ქულით მე-3 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება "ატლეტიკოს", რაც შეეხება "ბარსელონას" - "რეალმა" ის დროებით უნდა დაივიწყოს - კატალონიელებთან 12-ქულიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა შეუძლებელია, გინდ სამი ზიდანით.

მოკლედ, "რეალის" ერთადერთი მიზანი, ალბათ, მეორე ადგილის მოპოვება და საკუთარი თამაშის პოვნა იქნება ამ სეზონში. "სელტას" მდგომარეობა კი სავალალოა - გუნდს აკლია მთავარი ძალა, იაგო ასპასი, რომელიც აპრილამდე იუქმებს. გალისიელებს 25 ქულა აქვთ და მე-18 ადგილზე არიან.

"რეალთან" თამაშში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო, დააკლდება უგო მალიოც, რაც ასევე სერიოზული დანაკლისია. კაპიტნისა და მთავარი გოლეადორის არყოფნაში "სელტა" განწირული ჩანს ზიდანის ხელახალი დებიუტის ფონზე.

"რეალს" სერხიო რამოსი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. მარსელოს სასტარტოში ადგილის დაბრუნების შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, რადგან ფრანგი ბრაზილიელ მცველს ენდობა სანტი სოლარისგან განსხვავებით. კაზემირო დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, ტონი კროოსსა და ლუკა მოდრიჩს სავარაუდოდ, ფედერიკო ვალვერდე შეუერთდება და არა დანი სებალიოსი (რაც სოლარის შემთხვევაში მოხდებოდა).

კეილორ ნავასის თამაში ზინედინს ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ, ვნახოთ, დასვამს თუ არა სკამზე იგი ზაფხულში ნაყიდ ტიბო კურტუას. თუ რეგილონი-მარსელოს შემთხვევაში, ცვლილების პროგნოზირება უფრო ადვილია, აქ ამის თქმა გაგვიჭირდება.

დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი ტრავმირებულები არიან, ისევე, როგორც მარკოს ლორენტე, თუმცა ამ უკანასკნელს თამაშის შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

სელტა (4-4-1-1): ბლანკო - კ. ვასკესი, არაუხო, კოსტასი, ჟუნკა - მენდესი, ლობოტკა, იოკუსლუ, ბუფალი - ბუდებუზი - მაქსი გომესი

სხვა თამაშებიც ძალზე საინტერესოა - სევილიაში "ბეტისი" ლიდერ "ბარსელონას" მასპინძლობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენილი "ატლეტიკო" ბილბაოში "ატლეტიკს" ეთამაშება. მე-4 ადგილისთვის ბრძოლაა "მესტალიაზეც", სადაც "ხეტაფეს" "ვალენსია" მასპინძლობს.

ფაქტები

"რეალისა" და "სელტას" ბოლო 11 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გადის.

ლა ლიგის ბოლო 11 ტურიდან 9-ში "სელტამ" მარცხი იწვნია.

"რეალმა" ყველა შეჯიბრებაში "სელტას" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7 მოუგო.

"სელტასთან" ბოლო 11 დაპირისპირებიდან 10-ში "რეალმა", სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში "სელტას" გოლი არ გაუტანია.

ლა ლიგის ბოლო 7 ტურიდან 6-ში "რეალის" თამაშებში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

"სელტას" ბოლო სამ თამაშში (ლა ლიგა) 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

ლა ლიგა. XXVIII ტური

პარასკევი, 15 მარტი

სოსიედადი-ლევანტე 23:59

შაბათი, 16 მარტი

უესკა-ალავესი 16:00

რეალი-სელტა 19:15

ბილბაო-ატლეტიკო 21:30

ლეგანესი-ჟირონა 23:45

კვირა, 17 მარტი

ეიბარი-ვალიადოლიდი 15:00

ესპანიოლი-სევილია 19:15

ვალენსია-ხეტაფე 21:30

ვილიარეალი-რაიო ვალეკანო 21:30

ბეტისი-ბარსელონა 23:45

ბომბარდირები: 26 - მესი (ბარსელონა); 17 - სუარესი (ბარსელონა); 16 - სტუანი (ჟირონა); 15 - ბენ იედერი (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აკაკი
რეალის ახალი ერა იწყება...
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება