ბუნდესლიგაში ამ დროისთვის მთავარი ინტრიგა საჩემპიონო მარულაშია, რომელშიც ჩართულები არიან "დორტმუნდი" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ბაიერნი". სწორედ ეს მარულა იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ უქმეებზეც.

დღესდღეობით, წინა ტურთან შედარებით ვითარება უცვლელია. "დორტმუნდს" და "ბაიერნს" თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. რა თქმა უნდა, დათმობას არც ერთი არ აპირებს. ამდენად, ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

"ბაიერნს" შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" რკენით დაღლილია, გუნდს პრაქტიკულად არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ "მაინცის" დამარცხებას მოახერხებს. გუნდს ეს სჭირდება "ლივერპულთან" საშინაო კრახის შემდეგ.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ "მაინცი" ნამდვილად არ არის ისეთი გუნდი, რომ "ბაიერნს" რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. ბოლო ბუნდესლიგურ მატჩებში "რეკორდმაისტერს" ბევრი გააქვს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ცალკე დგას დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულთან" - ის სხვა ხარისხისა და დაძაბულობის თამაში გახლდათ...

რაც შეეხება "დორტმუნდს", ეს გუნდი ბოლო დროს ძალიან არასტაბილურად თამაშობს. გავრისკავთ და დავწერთ, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ "რეკორდმაისტერისთვის" ბოლომდე კონკურენციის გაწევა, მაგრამ სანამ ბრძოლას აზრი აქვს, ლუსიენ ფავრის გუნდი იბრძვის.

ამ ტურში დორტმუნდელებს ძალიან რთული მეტოქე ჰყავთ "ჰერტას" სახით. შევნიშნოთ, რომ ამ გუნდების ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამდენად, ყველამ კარგად იცის, რომ ჯერ კიდევ ჩემპიონატის ლიდერს ბერლინში იოლი გასვლა ნამდვილად არ ელოდება, მით უმეტეს, ბერლინელები თავს გამოიდებენ ხოლმე ისეთ შეხვედრებში, რომლებშიც მასზე ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან. ასე რომ, გერმანიის ჩემპიონატის მორიგი ტურის ეპიცენტრი ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" იქნება. დანარჩენს ერთად ვნახავთ.

ფაქტები

"გლადბახისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"აუგსბურგმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".

"შალკესა" და "ლაიპციგის" ბოლო თამაში 0:0 დასრულდა.

"შტუტგარტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ჰერტასა" და "დორტმუნდის" უკანასკნელი 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

"აინტრახტსა" და "ნიურნბერგს" შორის ბოლო სამ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ბაიერნმა" მიჯრით 3 თამაშში დაამარცხა "მაინცი".

ბუნდესლიგა. XXVI ტური

პარასკევი, 15 მარტი

გლადბახი-ფრაიბურგი 23:30

შაბათი, 16 მარტი

შალკე-ლაიპციგი 18:30

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 18:30

აუგსბურგი-ჰანოვერი 18:30

ვოლფსბურგი-ფორტუნა 18:30

ჰერტა-დორტმუნდი 21:30

კვირა, 17 მარტი

ლევერკუზენი-ვერდერი 16:30

აინტრახტი-ნიურნბერგი 18:30

ბაიერნი-მაინცი 21:30

ბომბარდირები: 17 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - იოვიჩი (აინტრახტი); 14 - როისი (დორტმუნდი), პ. ალკასერი (დორტმუნდი), ჰალერი (აინტრახტი); 12 - პოულსენი (ლაიპციგი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში