ჯირო დ'იტალიას მონაწილე ბელგიელი ვოუტერ ვეილანდტი მთა ბოკო-პასის სახიფათო დაღმართზე დაცემისას მიღებული ტრავმებისგან დაიღუპა
შაბათს იტალიაში პრესტიჟულობის მიხედვით მეორე ველომარათონი - ჯირო დ'იტალია დაიწყო. საწყის ეტაპებზე ტრასის რელიეფი ისეთი იყო, რომ იტალიური ტურის ფავორიტებს ჩრდილში ყოფნა მოუწიათ და სცენაზე სპრინტერები გამოვიდნენ.

მეორე ეტაპზე ჯიროს მონაწილეებს ალბადან პარმამდე 244 კილომეტრი უნდა გაევლოთ. როგორც გითხარით, ყველაფერი ზედ ფინიშზე უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მანამდე ვიხილეთ ერთი ველომრბოლის - 31 წლის გერმანელი სებასტიან ლანგის გაქცევა. ის დროზე ინდივიდუალური რბოლის ოსტატად არის ცნობილი. გერმანელის მაქსიმალური უპირატესობა პელოტონზე 20 წუთს შეადგენდა, მაგრამ ძირითადი ჯგუფი ბოლოს მაინც იოლად დაეწია ლანგს, რომელიც, სხვათა შორის, "მალია ვერდეს" ("მთის საუკეთესო მრბოლელის" მაისურა) მფლობელი გახდა.

გერმანელის გაქცევა ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე დასრულდა, რის შემდეგაც შეტევაზე გადავიდა ლეონარდო ჯორდანი "ფარნესედან". მას შეუერთდნენ მიჰალ გოლასი, იან ბაკელანტსი, რუჯერო მაცოლი, ჟერომ პინო, დანიელე რიგი, ედუარდ ვორგანოვი და ივან როვნი. თუმცა ამ ჯგუფმა პელოტონს 30 წამზე მეტი ვერ მოუგო და მალე ეს შეტევაც დასრულდა.

ფინიშთან ახლოს სპრინტერების ბრძოლა დაიწყო. "ჩერველომ" შესატევ პოზიციაზე თავისი ლიდერის ტაილერ ფარარის გაყვანა სცადა, მაგრამ იერიში ძალიან ადრე - ფინიშამდე 400 მეტრით ადრე დაიწყო და წაგებული დარჩა. საბოლოოდ, ალესანდრო პეკატი მარკ კევენდიშის უკნიდან გამოვიდა. ბრიტანელმა იტალიელის შეტევაზე რეაგირება დააგვიანა და წააგო საფინიშო სპურტი. ფინიშის შემდეგ კევენდიში ამტკიცებდა, რომ მასპინძელი გზას უკეტავდა და წესს არღვევდა, მაგრამ პეტაკის გამარჯვება აბსოლუტურად სამართლიანი იყო. კევენდიშს შეუძლია თავი იმით ინუგეშოს, რომ დროებით ლიდერის ვარდისფერი მაისურის მფლობელი გახდა.

გუშინ მესამე ეტაპი საშინელი ტრაგედიით დასრულდა - მთა ბოკო-პასის სახიფათო დაღმართზე დაეცა ბელგიელი ვოუტერ ვეილანდტი. აშკარად ჩანდა, რომ ველომრბოლი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა: 26 წლის ბელგიელი გაუნძრევლად იწვა ასფალტზე, მთელი სახე სისხლში ჰქონდა მოთხვრილი და ცხვირიდანაც სისხლი სდიოდა.

პირველადი სამედიცინო დახმარება 15 წუთი გაგრძელდა. ველომრბოლი გონზე ვერ მოიყვანეს, რის შემდეგაც ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს და იქ ვეილანდტი გარდაიცვალა.

ბელგიელის ყველაზე დიდი წარმატება შარშანდელ ჯიროზე ეტაპის მოგება იყო. წელს ის არ აპირებდა იტალიურ ველომარათონზე გამოსვლას, მაგრამ ველოსაჯინიბო Leopard-Trek-მა ის სპრინტერ დანიელე ბენატის ნაცვლად შეიყვანა გუნდში.

II ეტაპი

ალბა-პარმა (244 კმ)

1. ალესანდრო პეტაკი (იტალია, Lampre); 2. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, HTC-Highroad) იგივე დრო; 3. მანუელ ბელეტი (იტალია, Colnago-CSF) - იგივე დრო; 4. რობერტო ფერარი (იტალია, Andoni Giocattoli) - იგივე დრო; 5. ბორუტ ბოჟიჩი (სლოვენია, Vacansoleil) - იგივე დრო; 6. დავიდე აპოლონიო (იტალია, Team Sky) - იგივე დრო; 7. ტაილერ ფარარი (აშშ, Garmin-Cervelo) - იგივე დრო; 8. რობი მაკიუენი (ავსტრალია, RadioShack) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, HTC-Highroad); 2. კონსტანტინ სივცოვი (ბელარუსი, HTC-Highroad) - +0,12; 3. კრეიგ ლუისი (აშშ, HTC-Highroad) - იგივე დრო; 4. მარკო პინოტი (იტალია, HTC-Highroad) - იგივე დრო; 5. ლარს ბაკი (დანია, HTC-Highroad) - იგივე დრო; 6. ალესანდრო პეტაკი (იტალია, Lampre) - +0,16...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...