"იზვესტიამ" ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას შეიძლებოდა კარიერა ინგლისში გაეგრძელებინა. "ლოკომოტივში" რომ დარჩა, სწორი არჩევანი გააკეთა?

- ვიცოდი, "ლესტერი" იწვევდა, ამ თემაზე ვესაუბრე. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს კარიერის ინგლისში ან ესპანეთში გაგრძელებაზე, მაგრამ რუსეთში თამაშის მსურველებიც არიან. კვირკველია ერთ-ერთი მათგანია. მან რთული გზა გაიარა: ჰქონდა მძიმე მომენტი "რუბინში", როდესაც ყოველთვის არ ათამაშებდნენ. ახლა "ლოკომოტივშია" და ჩემი აზრით, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.

მისით ძალიან კმაყოფილი ვარ: კვირკველია კარგი ბიჭი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მითხრა, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ლოკომოტივში" პატივს სცემენ და აფასებენ. ეს მახარებს, ხოლო ის, რომ "ლესტერი" ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა, მისთვის კარგი რეკლამაა.

- დაიწერა, რომ "ლესტერი" მზად იყო, საბას ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაეხადა. თვლით, რომ ის ინგლისის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზადაა?

- ვფიქრობ, კი. მას ინგლისში საასპარეზოდ ყველა მონაცემი აქვს: კარგად თამაშობს თავით და თავისი გაბარიტების გათვალისწინებით სწრაფიცაა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსს შევხვდით და გარეთ ბეილმა ვერაფრით ვერ მოატყუა საბა. ეს მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება და მრავლისმთქმელია.

- კმაყოფილი ხართ, რომ ანანიძე "სპარტაკიდან" "კრილიაში" გადავიდა, სადაც უფრო ხშირად ითამაშებს?

- ამ თემაზე კარგა ხანს ვესაუბრე ჯანოს. გასაგებია, მეტხანს სჭირდება თამაში, "კრილიაში" კი ამის საშუალება მისცეს. სამარულ გუნდს ჩემი კარგი მეგობარი მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის. ის ანანიძეს "როსტოვში" წვრთნიდა და ჩინებულად იცნობს. იმედია, იქ სისტემატურად ითამაშებს. ეს მასაც წაადგება და ნაკრებსაც.

- აღარ იტანჯებით იმის გამო, რომ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებს რუსეთის ნაკრები ამჯობინა?

- ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ქართველია, მაგრამ რუსეთის ნაკრები აირჩია. უკვე ვეღარაფერს ვერ შეცვლი. გიორგის ველაპარაკე. ყველა თავად წყვეტს თავის ბედს. იმედია, თავისი არჩევანით კმაყოფილია. რუსეთის ნაკრებში წარმატებებს ვუსურვებ.

- ეცადეთ გადაგერწმუნებინათ და საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა?

- რა თქმა უნდა, ჯიქიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა. პირადადაც შევხვდი, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.

- გაგიკვირდათ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ზამთარში "კრასნოდარი" დატოვა და აქამდე თავისუფალი აგენტია?

- თორნიკე ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას შეუძლია რუსეთის წამყვან გუნდში ითამაშოს. ესპანეთის ჩემპიონატიც მოუხდებოდა. თუმცა, ტრავმები ჰქონდა. შედეგად, თვითონ გადაწყვიტა "კრასნოდარის" დატოვება, მიზეზი კი არ ვიცი. ვესაუბრე, გუნდს ეძებს, მაგრამ ეს ადვილი მოსახერხებელი არაა, მით უმეტეს, ტრავმების შემდეგ.

- ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიას, დანიას, ირლანდიასა და გიბრალტარს ხვდებით. როგორია ფინალში გასასვლელად თქვენი შანსები?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ერთა ლიგაზე ჯგუფში გავიმარჯვეთ. ეს ევროპირველობაზე მოსახვედრად დამატებითი შესაძლებლობა იქნება. ახლა ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ძალიან შორს არ ვიყურებით, მატჩიდან მატჩამდე წავიწევთ წინ. პირველად შვეიცარიას ვხვდებით. ძალიან რთული მატჩი გველის. ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვსურს.

იაგო
კითხეთ ერთი ამ კაცს ხარაიშვილმა რა დაუშავა? მაშინ როცა თავდამსხმელების პრობლემა გვაქვს ნაკრებში მაშინ როცა ქვილითაია სათადარიგოა გენტში მუდმივად, როცა კაჭარავას ის ვერ გაურკვევია თავდამსხმელია თუ ბალერინა სტაბილურად მოთამაშე ხარაიშვილი ერთხელ მაინც გამოსცადოს, მაგრამ ალბათ "კრიშა" არ ყავს მაგ ბიჭს.არველაძემ 2-3 თამაში ჩაატარა ნორმალურად და უცებ დაუძახეს ხარაიშვილი წელიწადზე მეტია გეტერბორგის მთავარი ფიგურაა და აიაქსი ფიქრობს მის შეძენას და რით ვერ დაინტერესდა ვაისი ამ ბიჭით??
დავით 67
ბიჭო ტოგოს მალის ანგოლის ფეხბურთელები თამაშობენ პრემიერლიგაში და ქართველს რატომ არ აქვს უფლება? მათი ქვეყნების რეიტინგები ხო გლიჯავს რა.აგერ სალახი ლივერპულის იმედია,ასევე მანეც. ცოტა იაზროვნე სანამ კომენტარს დადებ
რეზი
თუ ასეა სომხეთი რეიტინგში ჩვენზე უკანაა მაგრამ ცი თამაშობს ეპლში მხითარიანი))
გიო
სომხეთი ასეულშიც არარის, მაგრამ მხითარიანი გეცოდინება რომელ ჩემპიონატშიც გამოდის
გიო
სომხეთი ასეულშიც არარის, მაგრამ მხითარიანი გეცოდინება რომელ ჩემპიონატშიც გამოდის
დათო
არც სომხეთია 70-ეულში, მეტიც არც 100-ეულშია მარა მხითარიანი კარგად თამაშობს არსენალში :) ეგ წესი მარტო ჩვენთვისაა?
ჯოდასენი
იმ ქვეყნის მოქალაქე რომლის ქვეყანაც ფიფას რეიტინგში 70-ეულში არ არის არ აქვს უფლება პრემიერლიგაში თამაშის. დაიმახსოვრეთ ეს.
giorgi
იზვესტია თუ კიდევ არსებობდა, არ მეგონა. ეს სენსაციაა ხალხო, ის კი არა, ვაისმა ვის მისცა ინტერვიუ.
a.a.
არ აქვტ ერტი ადგილი და იმიტომ
ave
დავიგალეტ ამ ამონარიდებიტ, ამდენი ხანია მტავარი მწვრტნელია და ერტი ექსკლუზივი რა გაგიხდატ? არ დაბლოკოტ!
Burton
"იზვესტიას", "აზერისპორტს" და სხვა უცხოურ გამოცემებს თუ შეუძლია, ქართულ გაზეთებს რატომ არ შეგიძლიათ ინტერვიუს ჩაწერა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან? (კომენტარებს ნუ ბლოკავთ!)
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?