NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: "ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი ნამდვილად არ ფიქრობდა და ვერც წარმოიდგენდა კარიერის ასეთ დასასრულს

ნამდვილად არ ფიქრობდა და ვერც წარმოიდგენდა კარიერის ასეთ დასასრულს "ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი, მაგრამ სწორედ სეზონის ამ მონაკვეთში მოუნდა "დალასს" არათუ წელს, არამედ არსებობის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთის ჩვენება.

American Airlines Center-ში შეკრებილმა მაყურებელმა "კოვბოების" შესრულებით უმაღლესი დონის თამაში იხილა და ამ ფონზე "ლეიკერსი" სრულიად უმწეოდ გამოიყურებოდა. მოქმედი ჩემპიონის უსუსურობა კარგად გამოიხატა მეოთხე მეოთხედის ორ ეპიზოდში, როცა ლამარ ოდომმა და ენდრიუ ბინუმმა ნერვები ვეღარ მოთოკეს და ტექნიკური ჯარიმებით მოედანი ვადაზე ადრე დატოვეს. მათი განწყობა გასაგებია - როცა შენი გუნდი აგებს სერიას 0:3 და 32 ქულით არის ჩამორჩენილი მეოთხე მატჩში, საკუთარი მოქმედების გაკონტროლება იოლი არ არის.

მასპინძლებმა ჩემპიონის დაცვას სასტიკი დღე აყარეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ "მავერიქსმა" 32 შედეგიანი პასი შეასრულა, მიზანში ჩააგდო 20 სამქულიანი (NBA-ს პლეი ოფის რეკორდის გამეორება), საბოლოო სხვაობამ კი 36 ქულა შეადგინა.

სხვათა შორის, აქამდე "ლეიკერსს" 30-ზე მეტი ქულით მხოლოდ სამჯერ ჰქონდა წაგებული პლეი ოფის მატჩი და ერთადერთხელ დამარცხდა სერიაში, როცა საკუთარი მოედნის უპირატესობა გააჩნდა.

ბრწყინვალე იყო ჯეისონ ტერისა და პეჟა სტოიაკოვიჩის დუეტი - ამ წყვილმა 16-დან 15 სამქულიანი გამოიყენა, ტერი კი რექს ჩეპმენის, ვინს კარეტრისა და რეი ალენის გვერდით დადგა - სწორედ მათ ჰქონდათ პლეი ოფის ერთ მატჩში 9 სამქულიანი ჩაგდებული. ჯეისონი უფრო შორს წავიდოდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის დასაწყისიდან მას მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.

ამ დუეტის ბრწყინვალე თამაშის ფონზე დირკ ნოვიცკის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა - გერმანელი მაშინ უტევდა, როცა იერიშის განვითარების სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. დირკი ამჯერადაც იოლად უსწორდებოდა პაუ გასოლს. თავად ესპანელი 10 ქულით, 8 მოხსნითა და 6 შედეგიანი პასით "ლეიკერსის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ეს დიდი შვება არ იქნებოდა პაოსთვის, რომელმაც ოკეანის გაღმა კარიერაში პირველად დაასრულა პლეი ოფი ძმაზე - მარკ გასოლზე ადრე.

ბუნებრივია, ფილ ჯექსონი შეეცადა მდგომარეობის შეცვლას. ერთხელ 174 წამის განმავლობაში სამი ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა. ეს იყო პლეი ოფის ისტორიაში 99-ე შემთხვევა, როცა ერთი გუნდი მეორეს სერიაში 3:0-ს უგებდა და 99-ედ გამარჯვებული დაწინაურებული გუნდი გამოვიდა.

"რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, - თქვა მატჩის შემდეგ ჯექსონმა. - ძალიან რთულია მუდმივი ზეწოლის ქვეშ თამაში და საჭირო შედეგის მიღწევა. რთულია ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და სულიერადაც კი. არ მაქვს ჩემი შეგირდების დადანაშაულების უფლება. თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთი ინერტულები და გამოფიტულები ისინი არასოდეს მინახავს".

დასავლეთი

დალასი-ლეიკერსი 122:86

27:23, 36:16, 23:23, 36:24

დ: ტერი (32+4 პასი), ბარეა (22+8 პასი), სტოიაკოვიჩი (21+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (17+7 მოხსნა+4 პასი), მერიონი (8+6 მოხსნა+3 პასი), ჩენდლერი (5+9 მოხსნა), ჰეივუდი (4+8 მოხსნა), კიდი (3+7 პასი+4 ჩაჭრა), სტივენსონი (3), კარდინალი (3), ბრიუერი (2), მაინმი (2).

ლ: ბრაიანტი (17), ბრაუნი (15+3 ჩაჭრა), არტესტი (11), გასოლი (10+8 მოხსნა+6 პასი), ოდომი (10), ბარნსი (9+5 მოხსნა), ბინუმი (6+6 მოხსნა), ფიშერი (5+7 მოხსნა), ბლეიკი (3).

სერია: 4-0

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა