რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ბოლო ორ ეტაპზე არც თუ ისე სტაბილური გამოსვლის შემდეგ სებასტიან ლოებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და იტალიის რალიში გამარჯვებით შეინარჩუნა პირველობა საერთო ჩათვლაში.

"სიტროენის" წევრმა სამდღიანი შეჯიბრის ბოლო დღე მიკო ჰირვონენზე სოლიდური უპირატესობით დაიწყო. თავის მხრივ, "ფორდის" პილოტს სულაც არ ჰქონდა გარანტირებული მეორე ადგილი, რადგან ფინელს კვალში ედგა პეტერ სოლბერგი - მათ შორის სხვაობა სულ რაღაც წამი იყო და ყველაფერი ბოლო, ე. წ. "სატელევიზიო სპეცმონაკვეთს" უნდა გაერკვია.

ბოლო დღეს ლიდერთა სამეულს შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა: ხან ლოები ზრდიდა თავის უპირატესობას, ხან კი ჰირვონენი ეწეოდა მოქმედ ჩემპიონს, რაღაც მომენტში კი პეტერ სოლბერგი ორივეზე გაცილებით სწრაფი იყო.

წარუმატებლად განვითარდა ბოლო დღე სებასტიან ოჟიესთვის - წინა ორი ეტაპის გამარჯვებულს პოდიუმისთვის ბრძოლა შეეძლო, მაგრამ მე-17 სპეცმონაკვეთზე ფრანგმა თავისი მანქანის უკანა მარცხენა დაკიდება გატეხა და ამით ბევრი დრო დაკარგა. ამ შეცდომის მიუხედავად, ოჟიემ შეინარჩუნა ადგილი ნორვეგიელი მადს ოსტბერგის წინ.

ბევრი ძლიერი რალისტისთვის რბოლა ჯერ კიდევ პარასკევს დასრულდა. ჰენინგ სოლბერგმა "ფორდზე" წარმოქმნილი პრობლემების გამო მიატოვა რბოლა, იარი-მატი ლატვალას კი ძვირად დაუჯდა შტურმანის შეცდომა და მეორე ათეულის ბოლოში აღმოჩნდა (თუმცა ორი ქულა მოიპოვა "სატელევიზიო სპეცნონაკვეთზე" მეორე ადგილზე გასვლისთვის).

იტალიაში ბევრ პილოტს შეექმნა მანქანასთან დაკავშირებული პრობლემა და უშუალოდ მრბოლელების შეცდომებიც მრავლად იყო. ერთადერთი, ვინც მთელი დისტანცია ინციდენტების გარეშე გაიარა, სებასტიან ლოები იყო. ფრანგმა სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მინიმუმ მეექვსე ეტაპამდე შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. რალისტებს შემდეგი შეხვედრა 26-29 მაისს არგენტინაში ექნებათ.

V ეტაპი. იტალიის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:45.40,9; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +11,2; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +23,8; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +1.31.5; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +1.31,5; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +3.27,6...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 74 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 72; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 69; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 66; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 31; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 28; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 22; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 18; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 12; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 10...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა