რაგბი ევროპაზე საქართველოს ნაკრების მიერ რუსეთის დამარცხებას (22:6) წერილი sport24.ru-მ მიუძღვნა.

"17 მარტს რუსეთის ნაკრებმა რაგბი ევროპაზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. ეს არაელიტარული გუნდების მთავარი ტურნირია. ინგლისი, ირლანდია, იტალია, უელსი, საფრანგეთი და შოტლანდია სხვა დანარჩენებზე მთელი თავით მაღლა დგანან და ექვს ერზე ასპარეზობენ.

უბრალო მოკვდავთა შორის ტურნირსაც ჰყავს თავისი ლიდერი - საქართველო. ამ გუნდმა ბოლო 9 გათამაშებაში მხოლოდ ერთხელ ვერ მოიპოვა ოქროს მედლები. "ლელოელებმა" ამ მატჩამდე ყველა მეტოქე 4 შეხვედრაში საერთო ანგარიშით 140:28 გაანადგურეს და რუსეთში ჩემპიონის რანგში ჩამოვიდნენ.

ჩვენს მორაგბეებს მედლების მოპოვების იმედი ჰქონდათ. ამისათვის საქართველო უნდა დაემარცხებინათ. ეს კი ფანტასტიკის სფეროა. რატომ? ამაზე სტატისტიკა ნათლად მეტყველებს. 22 მატჩში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, საქართველომ კი 20-ჯერ დაგვამარცხა. ის ერთადერთი გამარჯვება 1993 წელს მოვიპოვეთ. მეოთხედი საუკუნე მოგების გარეშე - შემაძრწუნებელია.

შანსი მაინც არსებობდა. საკუთარი მოედნის ფაქტორის და დაგეგმილი განწყობის გარდა, თავისი როლი უნდა ეთამაშა მეტოქის მოტივაციის დონეს. უფრო სწორად, მის არქონას. რატომ უნდა დაიძაბო, როდესაც ოქრო ჯიბეში გიდევს? ეგაა, ეს ლოგიკა "ლელოელებისათვის" არ არსებობს. სტუმრები კრასნოდარში საუკეთესო შემადგენლობით გვეწვივნენ, მხოლოდ რამდენიმე ტრავმირებული ტოპ-მოთამაშე არ ჰყავდათ. რუსეთი საქართველოსთვის პრინციპული ოპონენტია.

პუბლიკის გასახარად ბოლოს ჩვენმა გუნდმა შეუტია. ლელოს დადება ვერ მოხერხდა. საქართველომ 22:6 მოიგო. ვიყოთ ობიექტურნი, ჩვენს ბიჭებს შანსი საერთოდ არ ჰქონდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იბრძოლეს".

მიროსან
მიხვდნენ ბოლო-ბოლო რო ასე ფანტასტიკად დარჩებათ საქართველოზე მოგება აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე!
სოსო
განაგრძეთ ოცნება.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა