კალინინგრადში რუსეთთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა - სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით.

ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.

რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით.

რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება".

rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ქართველებმა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით" - ამბობს მათი მწვრთნელი
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო