<p>ევროპის უდიდესი საფეხბურთო სკანდალისა და მანიპულირებული მატჩების გამოძიება გრძელდება <br> ევროპის უდიდესი საფეხბურთო სკანდალისა და მანიპულირებული მატჩების გამოძიება გრძელდება. ბოხუმის პროკურატურამ მორიგი ეჭვმიტანილი დაკითხა და ჩაწყობილი შეხვედრების უდიდეს სიას კიდევ ერთი მატჩი დაემატა: ეს არის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა ნორვეგიასა და მალტას შორის, რომელიც სკანდინავიელებმა 2007 წლის ივნისში 4:0 მოიგეს.</p><p>დაკითხული ხორვატი მარიო ჩ. გახლავთ, რომელიც მაიფოზური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ხსენებული შეხვედრის ანგარიში მანიპულირებული იყო. მარიო ჩ-ს თქმით, მატჩის წინ ის ოსლოს ერთ-ერთ სასტუმროში მალტის ნაკრების სამ ფეხბურთელს შეხვდა და მანიპულაციაზე მოურიგდა. „სიმართლე გითხრათ, მე 5:0 მინდოდა, რადგან კოეფიციენტი ასეთ ანგარიშზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე 4:0-ზე, მაგრამ ფეხბურთელები უკვე შეთანხმებულები იყვნენ. სამივემ მითხრეს, რომ 5:0-ზე შეთანხმებას ვეღარ მოახერხებდნენ. შესაბამისად, მეც 4:0-ზე დავთანხმდი,“ - აღნიშნა ეჭვმიტანილმა ჩვენებაში. მას არ უთქვამს, რამდენი გადაუხადა მალტელ ფეხბურთელებს.</p><p>ეს არის პირველი მატჩი სანაკრებო დონეზე, რომელიც ბოხუმის პროკურატურის სიაში მოხვდა. აქამდე საუბარი მხოლოდ საკლუბო დონეზე ჩატარებულ შეხვედრებზე იყო – მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ქვედა ლიგების თამაშებზე, თასის მატჩებზე, ასევე ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე თამაშზე.</p>
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა