ზაფხულის ბაშოს მეორე დღეს 23 წლის ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელ იოშიკაძეს იოლად მოუგო - ქართველი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა
ზაფხულის ბაშოს მეორე დღეს 23 წლის ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იოლად მოიგო - ქართველი დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, მას იაპონელი იოშიკაძე ხვდებოდა, რომელმაც დაჯახების თავიდან აცილება გადაწყვიტა მარცხნივ გადახტომით, თუმცა ქართველმა მეტოქის მავაში ხელთ იგდო და მისთვის ხელსაყრელი დგომიდან (ჰიდარი-უვატე) შეუტია და მოწინააღმდეგე რკალს მიღმა გაიყვანა. ტოჩინოშინს 2-0 ბალანსი აქვს.

პირველი მარცხი იგემა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელსაც "რობოტმა პოლიციელმა" ტაკამისაკარიმ აჯობა. ვეტერანმა იაპონელმა სუკუინაგეს ილეთით დააგდო ქართველი, რომელსაც 1-1 ბალანსი გაუხდა. ცუდად არის 30 წლის ლევან ცაგურიას საქმე, ძურიოს დივიზიონის მე-6 ნომერი ისე უხეიროდ ჭიდაობს, რომ იქიდან გავარდნაც ემუქრება - "შავმა ზღვამ" სრულიად უცნობ ტაკარაფუჯისთან დათმო და 0-2 ბალანსი აქვს.

დღეს კოკაი პირველი გამარჯვების მითვლას სადანოუმისთან ორთაბრძოლაში შეეცდება. ელიტაში მოასპარეზე ტოჩინოშინს კი ძალიან გამოცდილი რიკიში ვაკანოსატო გამოცდის, ყოფილი სეკივაკე ქართველს აქამდე 4-ჯერ შეხვედრია, მათ შორის ძალთა თანაფარდობაა - 2:2. გაგამარუს მეტოქე კი მე-17 მაეგაშირა კიმურაიამაა (1:2 ურთირთშეხვედრებში).

ნაცუ ბაშოზე დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ კვლავ დიდებული სუმო გვიჩვენა, მის წინააღმდეგ ვერაფერი გაახერხა პირველმა მაეგაშირა გოეიდომ. დიდმა მონღოლმა შიტადაშინაგეს ილეთი გამოიყენა გოეიდოს დასამარცხებლად. ოძეკთა შორის დაუმარცხებელი დღეისათვის მხოლოდ ესტონელი გოლიათი ბარუტოა, კოტოოშუს, ჰარუმაფუჯის და კაიოს კი თითო მოგება აქვთ.

II დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-გოეიდო (შიტადედაშინაგე), კაიო-ტოიონოშიმა (იორიკირი), ბარუტო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი), კისენოსატო-კიტატაიკი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), არანი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ვაკანოსატო-ოკინოუმი (კატასუკაში), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (იორიკირი), შოტენრო-ტამავაში (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ასასეკირიუ-ტოჩინოვაკა (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-ტოჩინონადა (ჰიკიოტოში), ტაკამისაკარი-გაგამარუ (სუკუინაგე), კაისეი-ტამანოშიმა (იორიკირი), მიაბიამა-კიმურაიამა. ძურიო: ტაკარაფუჯი-კოკაი (უვატედაშინაგე).

III დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები, მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰომაშო, ბარუტო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კიტატაიკი, კაიო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-კაკურიუ, ამინიშიკი-ტაკეკაძე, არანი-ტამავაში, ტოჩინოშინი-ვაკანოსატო, გაგამარუ-კიმურაიამა. ძურიო: კოკაი-სადანოუმი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა