22 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სლოვენიას 3:0 მოუგო.

მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელსაც რამდენიმე მომენტი ჰქონდა. გია ცეცაძის შეგირდები განსაკუთრებით შუა პირველ ტაიმში გააქტიურდნენ: არაბიძემ მიზანს ვერ უწია, ლაკვეხელიანმა არაბიძის კარგი პასი ვერ გამოიყენა და ბურთი ხარიხას გადააცილა, არდაზიშვილის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ბოლოს ანგარიშიც გაიხსნა. არდაზიშვილის ჩაწოდებული კუთხურისას მცველის მიერ გამოტანილი ბურთი მეკარეს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა სწრაფად გაზარდა ანგარიში. ბრეკალომ საჯარიმოში აქტიური კობოური წააქცია და თერთმეტმეტრიანი არაბიძემ გამოიყენა. საქართველოს ნაკრებს 72-ე წუთზე მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ ბურთი კარს ოდნავ ააცილა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მაინც გაიტანა მესამე გოლი, როდესაც არაბიძე მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და დუბლი შეასრულა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო - სლოვენია 3:0

გოლები: 1:0 ვოდიშეკი (34, საკ. კარში), 2:0 არაბიძე (47, პენ), 3:0 არაბიძე (89)

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი (ჩოგაძე 82), მალი (სილაგაძე 82), კუცია (ნინუა 90), ქოჩორაშვილი (ძებნიაური 90), არდაზიშვილი (დავითაშვილი 61), ბერიაშვილი, ბუღრიძე (ქავთარაძე 61), არაბიძე (სპანდერაშვილი 90)

26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გორში ისრაელს უმასპინძლებს.

rezi
ამხანაგურ არაფისმომცემ მატჩებში მაგრები ხართ დ.დ.დ.დ
333
რეზოს შენ რამე სხვა საიტზე ხარ ხოლმე თუ რომელ პროფესიონალიზმზე ლაპარაკობ??!
რეზო
ერთერთი წარმატებული და გამორჩეული სპორტული საიტი გაქვთ და მშვენიერი პროფესიონალი ჟურნალისტები. ეს რა ვიდეო გიდევთ? უბრალოდ სირცხვილია და ძალიან დაბალი კლასია

თამაში საქართველოში იყო თუ გვატემალაში,რა ხარისხის ვიდეოები გიდევთ სირცხვილია.
Kartveli
გაასწორეთ ვიდეოები ან საერთოდ ნუ დებთ რა ნევრებს გვიშლით!!
Nnn
საცოდაობა არაა არაბიძისნაირი ტალანტი საკლუბო დონეზე ასე საცოდავათ ბღლარძუნობდეს.გამოფხიზლდი რა არაბ და გამოიყენე რა შენი ნიჭი.
ვვვ
ვიდეოს მიხედეთ, ხო არ გაჟრჟოლებთ.
Odala
იგივე ანგარიშზე გუშინ "გაანადგურაო" წერდით და "დამაჯერებლად" მოგება და განადგურება ერთი და იგივეა?
გოგა
აუფ ბიჭოს რა ვიდეო დადეთ:) არაბიძის გოლებს სპეციალურად მალავთ:) ვაი ვაი
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან