საქართველოს ნაკრების შემტევმა ჯანო ანანიძემ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც მან შვეიცარიელი მცველი ფაბიან შერს პირველადი აუცილებლობის სამედიცინო დახმარება გაუწია.

"ისეთი არაფერი ყოფილა. ფაბიან შერი და ჯიმი ტაბიძე თავებით შეეჯახნენ და მე ყველაზე ახლოს ვიდექი. დავინახე, რომ ორივე დაეცა, მაგრამ ჯიმი უკეთ გამოიყურებოდა, მეტოქე კი არ ინძრეოდა. ეს ყველაფერი ჩემგან 7-8 მეტრში ხდებოდა.

მსაჯმა ჯარიმა დანიშნა და წინ გაქცევას ვაპირებდი, როდესაც დავინახე, რომ შერი გაუნძრევლად წევს. მივედი და პირში თითები ჩავუყავი. შემდეგ უკვე ექიმები მოვიდნენ და ის გვერდზე დააწვინეს.

პირველად ასეთი რამ კანკავასა და გუსევის შემთხვევაში ვნახე. ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ ნებისმიერ მატჩში, შესაძლოა, მეც ვიწვე ასე, იმიტომ რომ შეჯახებისგან არავინ არის დაზღვეული.

ყველამ იცის, რომ როდესაც ენის გადაყლაპვის საშიშროება არსებობს, ადამიანს პირში თითები უნდა ჩაუყო. ამაში რთული არაფერია. მეც ასე მოვიქეცი, შემდეგ კი ექიმები მოვიდნენ.

ყველა მადლობას მიხდის, ინგლისიდანაც კი მწერენ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ადამიანი პირი არ უნდა დააკეტინო და ენა უნდა დაუჭირო. შემდეგ ექიმები ნიშადურს მოიტანენ და ყველაფერი კარგად იქნება.

მწერენ ინგლისელი და შვეიცარიელი ფანები, ძირითადად ინგლისურად. ამ ენას კარგად ვერ ვფლობ, მაგრამ "რესპექტი", "მადლობა" და "ბრავო" მესმის. არ ვიცი, მოხვდა თუ არა ეს ეპიზოდი ტელეტრანსლაციაში. ყველაფერი 5-7 წამს გაგრძელდა.

შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მან 90 წუთი ითამაშა. ტაბიძემ კი ტვინის შერყევა მიიღო და ირლანდიასთან ვერ ითამაშებს", - განაცხადა ჯანო ანანიძემ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით.

სანდრექსა
მიდით ბიჭებო მე მჯერა თქვენი
სანი
მიდით ბიჭებო ირლანდიასთან უნდა მოვიგოთ
სანი
როცა შენი ნაკრების ფეხბურთს უყურებ უნდა დაინახო , ხედავდე რომ შენი ქვეყნის ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან პროდუქტიულები არიან და მიუხედავად ანგარიშისა იტყვი რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მაგრამ მაინც კლასით გვაჯობეს და წავაგეთ არაუშავს.მაგრამ როცა ხედავ რომ არ ინდომებენ რომ ბოლომდე დაიხარჯონ და თავიდანვე ეგუებიან იმ აზრს რომ ჩვენ ვერ მოვიგებთ ესე მართლა ვერ მოვიგებთ გიბრალტართანაც კი, უნდა გავიაზროთ მოვინდომოთ და დავიჯეროთ რომ ყველასთან შეგვიძლია თანაბრად თამაში და სასურველი შედეგის მიღწევა.
joni
მერე წადი შვილო და ექიმად იმუშავე ....ფეხბურთში ყველაფერს მიახწიე,,,,,,,,,,,,
zuka
სახელი და გვარი, თორე ეგეც ჟაირზინიო არ იყოს)) გეთანხმები, მეგობარო. დიდი ხანია ვიძახი, ანანიძე, ოქრიაშვილი, ჭანტურია და ამ ტიპის ვითომ სპორტსმენები ნაკრებიდან უნდ ამოიკვეთონ, რომ სხვებიც არ გარყვნან. მირჩევნია ნაკლებნიჭერი , თუმცა გულანთებული და ჯიგრიანი ბიჭები თამაშობდნენ.
დავით
ყაზაიშვილი ანანიზე კაშია. ამათ არაფელი ესაქმებათ ნაკრებში თუ ასე გაგრძელეს. არაბიძე ვატო ზარანდია ხარაბაძე ესენი უნდა დავიმატოთ. ჯანო ფულის ხამია ეგ ვიცით როცა სპარტაკს არ მოშორდა და რუსეთს, ხო და ვერც განვითარდა. ვაკომაც ბევრი იშოვა უკვე და ეზარება სირბილი. სერბეთანაც ვაკომ წაგვაგებინა და აქაც ვერ გაიტანა.კაშია ვერაა როგორიც იყო ისეთი
გოგა
ხო აქ უარყავით ჩემი კომენტარი,მაგრამ მთელმა საქართველომ ნახა ჯანოს არ ურბენია იდგა და ორთაბრძოლებში არ შედიოდა. მერე კი რო წავაგებთ მთელ ნაკრებს აგინეთ. ნაკრებში სახელი და გვარები არ გვჭირდება. უნდა ითამაშოს იმან ვინც მინდორზე სანტიმეტრს არ დათმობს მაგალითი ყველასთვის კანკავაა. ყაზაიშვილს ჯანოს იმ თამაში არ უთამაშიათ ეს ფაქტია და თუ გინდათ მოისულელეთ თავი. 9 კაცით ვეთამაშეთ შვეიცარიას.
Geo_Dinamo
მეგობარო ჩემთვის ის მაინც რუსია. ვინც სამშიობლოსთვის არ ღვრის თავის ოფლს და ჩვენ მტრის რიჰებში გამლოდის ისინი ჩემთვის ყველანი რუსები არიან
ზორბეგი
ენის გადაყლაპვა არ არსებობს, უგონო ადამიანი რომ ენამ არ დაახრჩოს საჭიროა ქვედა ყბა ზედასთან მიმართებით მის პარალელურად გავწიოთ, ან ე. წ. უსაფრთხო პოზაში დავაწვინოთ, არანაირი თითების და კოვზ-ჩანგლის ჩათხრა არაა საჭირო. მაგრამ ჯანოს ყოჩაღ, გულწრფელად ეხმარებოდა, ბევრი ეგრე არ მოიქცეოდა
j.ch.
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს ჯიქიას შესახებ.არც თქვენი ცრუ ინფორმაციის შესახებ წერთ.თითქოს გიორგის ეთქვას,რომ რუსი ვარო.
j.ch.
საიტიდან გაქრა ცრუ სტატია.თითქოს გიორგი ჯიქიამ თქვა რომ მე რუსი ვარო.სპეციალურად მოვიძიე ეს პრესკონფერენცია,სადაც ჯიქიას ეს არ უთქვამს,პირიქით ღიმილით დაადასტურა ქართველობა.ეს სიტყვები კი ეკუთვნის ჩერჩესოვის გვერდით მჯდომს.ვიტომ მე ხომ მაინც ვარ რუსიო.
გოგა
ტრამვა არ მივიღოო და და ერიდენოდა ჯანო ორთაბრძოლებში შესვლას. ჯანო შენ არ გეკადრებოდა ეგ და თუ ასე გეშინოდა არ გეთამაშა აგეხსნა მწვრთნელისთვის და სხვას დაყენებდა. დამეკარგა წარმოდგენა შენზე და დიდი სიამოვნებით არ გიხილავდი აწი ნაკრებში.
მამუკა
ჩვენ კიდე ჯობია ქართულად წერა ვისწავლოთ მეგობარო
გივი
ჯობია ფეხბურთი ითამაშო სტადიონზე, რომ ჩვენც ქართველმა ხალხმა მადლობა მოგიხადოთ. იბრძოლო ჯიგრიანად და ნუ დასეინობ მოედანზე !
Kika
Jano jigari xar!rac shegizlia exmarebi nakrebs! Tavs zemot zala araa.
georgian
ჯანო ძალიან ცუდია ინგლისური რომ არ იცი, ახალგაზდა კაცმა უნდა იცოდე, ეს შენთვის საჭიროც კია. ყოჩაღ რომ არ დაიბენი და დროულად მიხედე შერის. მადლობა
დათო
ჰოდა შენ ფეხბურთი არ გამოგდის და არც არასოდეს გამოგდიოდა ხოდა ასე ფერშლად ან თარჯიმნად მაინც იყავი მოედანზე
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
შვეიცარიელები: მადლობა ჯანოს, რომ ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
ევრო 2016. A ჯგუფი. I ტური: შვეიცარიამ ალბანეთს მოუგო, ძმამ - ძმას [VIDEO]
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
ევრო 2016. A ჯგუფი. ალბანეთი-შვეიცარია: შერი, ზომერი და სამი ქულა [VIDEO]
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ნაკრებში თამაშობენ...
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს