თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ სიტი" მორიგ გამარჯვებას მიითვლის პრემიერლიგაში.

"ფულჰემისადმი" დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი უკვე შეეგუა იმას, რომ მომავალი სეზონის დაწყება ჩემპიონშიფში მოუწევს.

ლონდონურმა კლუბმა რომც მოინდომოს, "მანჩესტერ სიტის" ალბათ მაინც ვერ შეაჩერებს.

ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას, რომელიც "ენფილდზე" გაიმართება. თუ ამ თამაშში იურგენ კლოპის გუნდს ფეხი დაუცდა, საჩემპიონო მარულაში მაინც დარჩება, მაგრამ დიდ უპირატესობას მისცემს "სიტის".

ეგაა, ბოლო დროს "ტოტენჰემს" რაღაც განსაკუთრებული მოტივაცია აღარ შერჩა ჩემპიონატში და მატჩებს "ცალი ფეხით" ატარებს. "ლივერპულს" კი ზღვა მოტივაცია აქვს, მაგრამ თუ "დეზებმა" თავი გადადეს, მართლაც დიდი სანახაობის მოწმენი შეიძლება გავხდეთ. ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან "ტოტენჰემს" მთავარ საფიქრალად ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა აქვს დარჩენილი.

ორივე მწვრთნელს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, რადგან ორივე გუნდის ლამის მთელი შემადგენლობა სანაკრებო შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას. გამორიცხული არ არის, რამდენიმე მათგანი ინგლისში ტრავმითაც დაბრუნებულიყო.

მკითხველმა იცის, რომ ინგლისში განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობს ბრძოლა ოთხეულში მოხვედრისთვის.

ერთი შეხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მოსურნე კლუბებს იოლი შეხვედრები ელით, მაგრამ პრემიერლიგას რას გაუგებ. მაგალითად, საინტერესოა, შეძლებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" (რომელსაც ოლე გუნარ სულშერი 3 წლით დაუნიშნეს მთავარ მწვრთნელად და ამაზე ინფორმაციას დღევანდელ ნომერში ცალკე წაიკითხავთ) "უოტფორდის" დამარცხებას. ანდა, გააგრძელებს თუ არა "ჩელსი" ტრადიციას და ისევ მოუგებს "კარდიფს"?

"არსენალს" საშინაო შეხვედრა ელის "ნიუკასლთან". რაფა ბენიტესის გაწვრთნილ გუნდს ხანდახან "კერკეტი კაკლის" ფუნქციის შესრულება სჩვევია. თანაც, ლონდონელთა რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. მოკლედ, მონატრებული პრემიერლიგა გვიბრუნდება და ტურიც ისეთია, ინგლისური ფეხბურთის დამფასებელმა არ უნდა მოიწყინოს.

ფაქტები

"მანჩესტერ სიტიმ" 7 შეხვედრაში აჯობა "ფულჰემს".

"ბრაიტონისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ბარნლისა" და "ვულვზის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"კრისტალ პალასმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "ჰადერსფილდს".

"ლესტერისა" და "ბორნმუთის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ 4 შეხვედრა მოუგო "უოტფორდს".

"ვესტ ჰემმა" ბოლო 2 შეხვედრაში აჯობა "ევერტონს".

"ჩელსი" სულ 4-ჯერ შეხვდა "კარდიფს" და ოთხჯერვე მოუგო.

"ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა "არსენალისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 თამაშში.

პრემიერლიგა. XXXII ტური

შაბათი, 30 მარტი

ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 16:30

ბრაიტონი-საუთჰემპტონი 19:00

ბარნლი-ვულვზი 19:00

კრ. პალასი-ჰადერსფილდი 19:00

ლესტერი-ბორნმუთი 19:00

მანჩესტერ იუნ-უოტფორდი 19:00

ვესტ ჰემი-ევერტონი 21:30

კვირა, 31 მარტი

კარდიფი-ჩელსი 17:05

ლივერპული-ტოტენჰემი 19:30

ორშაბათი, 1 აპრილი

არსენალი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 18 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი), კეინი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - აზარი (ჩელსი);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
ბატონო ავტორო, ვიდრე რაღაც სისულელეს დაწერთ, ცხრილში მაინც ჩაიხედეთ თუ რამდენი ქულით უსწრებს ტოტენჰემის მე-5 და მე-6 ადგილზე მყოფ გუნდებს და შემდეგ თქვით აქვს თუ არა მოტივაცია, თუ გგონიათ რომ აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას)))
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ინგლისში ახალი წესი დაამტკიცეს - რა შემთხვევაში მოუწევს ფეხბურთელს მოედნის დროებით დატოვება
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"იყო გამორჩეული სანაგვეში, მარტივია" - სიმენმა ბრუნოს საუკეთესოობა გააპროტესტა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ჩემპიონის დამაჯერებელი სტარტი - "არსენალმა" "ქოვენთრი" მარტივად დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს