ორი 60 ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში - სწორედ ამდენი ქულა აქვთ "დორტმუნდსა" და "ბაიერნს". ბოლო დროს საშინაო ასპარეზზე "რეკორდმაისტერი" თითქმის შეუჩერებელია, მაგრამ უკანასკნელ ძალებმოკრებილი "დორტმუნდი" ყველანაირად ცდილობს, მთავარ მეტოქეს არ ჩამორჩეს.

"დორტმუნდი" მომავალ ტურში "ვოლფსბურგს" უმასპინძლებს და, რა თქმა უნდა, მიზნად მხოლოდ 3 ქულას დაისახავს. თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან "მგლებმა" ძალიან კარგად იციან, უნდა განახორციელონ მწვავე "ჩხვლეტები".

ამ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა "დორტმუნდის" რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლა, მაგრამ კლუბის სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ ისინი თამაშის დაწყებამდე ფეხზე დადგომას მოახერხებენ. რაც შეეხება "ვოლფსბურგს", ამ გუნდსაც არაერთი მოთამაშე ჰყავს დაშავებული.

"ბაიერნი" გადის ფრაიბურგში და უსათუოდ უნდა მოიგოს. არც ეს არის იოლი ამოცანა. როგორც ყოველთვის, "ფრაიბურგს" არც ამჯერად ჰყავს გამორჩეული ვარსკვლავები, მაგრამ ფონს გუნდური თამაშით გადის ხოლმე და ძლიერი გუნდების გამწარებაც შეუძლია.

ფავორიტი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. დაშავებულები არიან მხოლოდ არიენ რობენი და კორენტენ ტოლისო. ბოლო დროს "ბაიერნი" თანდათან ეჩვევა ლიდერების გარეშე თამაშს. შესანიშნავ ფორმაშია სერჟ გნაბრი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მან ულამაზესი გოლი გაუტანა ჰოლანდიას.

ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა იცის, რომ ახლა ქულების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასე რომ, ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა ბევრ საინტერესოს გვპირდება. ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის საგზურების მაძიებელთა ჯახი.

ფაქტები

"ჰოფენჰაიმისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ფრაიბურგისა" და "ბაიერნის" ბოლო შეხვედრა ფრედ მორჩა.

"აუგსბურგი" ზედიზედ 2 მატჩია, ვერ უგებს "ნიურნბერგს".

"მაინცმა" ბოლო ურთიერთდაპირისპირება მოუგო "ვერდერს".

"ლაიპციგმა" მიჯრით 2 შეხვედრა მოუგო "ჰერტას".

"ჰანოვერისა" და "შალკეს" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"აინტრახტისა" და "შტუტგარტის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. XXVII ტური

პარასკევი, 29 მარტი

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი, 30 მარტი

ვერდერი-მაინცი 18:30

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 18:30

ფორტუნა-გლადბახი 18:30

ფრაიბურგი-ბაიერნი 18:30

ნიურნბერგი-აუგსბურგი 18:30

ლაიპციგი-ჰერტა 21:30

კვირა, 31 მარტი

ჰანოვერი-შალკე 17:30

აინტრახტი-შტუტგარტი 20:00

ბომბარდირები: 18 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - იოვიჩი (აინტრახტი), როისი (დორტმუნდი); 14 - პ. ალკასერი (დორტმუნდი), ჰალერი (აინტრახტი); 13 - კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში