© ანი ბერთლანი

მარნეულის ‘არმაზმა’ უშუალო კონკურენტი თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ დიდ დიღომში 26:7 დაამარცხა, კონკურენტი სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა და ფლეი ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გამარჯვებით მარნეულელები მე-5 ადგილამდე აღზევდნენ, ‘ლელო-სარასენსი’ მეექვსემდე დაქვეითდა და ახლა ორივე გორის ‘ჯიქის’ შედეგს ელოდება, რომელიც ხვალ ‘ლოკომოტივს’ ეთამაშება.

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და დებიუტშივე რევაზ ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა, რომელსაც რამდენიმე წუთში არეკნი გაუცუდდა. მასპინძლებმა ორი სწრაფი შეტევით უპასუხეს და პირველ ჯერზე აკაკი ტაბუცაძეს ფეხით თამაშისას დარტყმა ძლიერი გამოუვიდა, მე-13 წუთზე კი სიჩქარეში ორი მბოჭავი ჩამოიცილა, ირაკლი ყიასაშვილს ოფლოუდი არ დაუგვიანა და მისი ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა.

‘არმაზი’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 24-ე წუთზე ხელდახელ შეტევის შემდეგ ლამაზი ლელოთი უპასუხა: გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის შემდეგ, ფრთაზე გივი ცინცაძე გაიქცა და სანამ აუტში გადაიყვანდნენ ბურთი ნიკა გიგაურს შემოუგდო, რომლის ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. შესვენებამდე კვირიკაშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე ‘ლელო-სარასენსმა’ ხანგრძლივი შეტევა ლელოთი ვერ დაასრულა, სულ ბოლოს კი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და სტუმრები 13:7 დააწინაურა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - ჯინჭველაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე კარის წინ 22 მეტრიდან არეკნი შეასრულა, ამჯერად ზუსტად - 19:7. 73-ე წუთზე მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ, დაკარგული ბურთი კვესელაძემ აიტაცა, ლელომდე 50 მეტრი ირბინა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:7.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა