NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი
თუ აღმოსავლეთი კონფერენციის წარმომადგენლებმა - "ბოსტონმა" და "ტამპამ" იოლად მოიგეს თავიანთი სერიები და ნახევარფინალში გავიდნენ, დასავლეთში ყველაფერი გაცილებით რთულად განვითარდა. "სან ხოსესა" და "დეტროიტის" სერია ჯერ კიდევ გრძელდება, რეგულარულის ჩემპიონმა "ვანკუვერმა" კი ექვსი მატჩი მოანდომა "ნეშვილის" დამარცხებას.

ამერიკულმა გუნდმა ბევრი იბრძოლა, რისთვისაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა, მაგრამ "ვანკუვერის" ბარიერის გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა - დღეისთვის "კენაქსი" ობიექტურად "პრედატორზე" ძლიერია.

მეექვსე შეხვედრა, ისევე როგორც მთელი სერია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებმა შეცდომები მხოლოდ მატჩის დებიუტში დაუშვეს და ეს მათ ძვირად დაუჯდათ. თავიდან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს რაიან კესლერმა და მეისონ რეიმონდმა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა. კანადურმა კლუბმა უპირატესობის განმტკიცება მომავლისთვის არ გადადო და იქვე მეორე შაიბა გაიტანა. ისევ საგოლე კომბინაციაში კესლერმა მიიღო მონაწილეობა - ამჯერად დანიელ სედინს გაატანინა.

მასპინძელმა სხვაობის შემცირება მეორე პერიოდის დებიუტში შეძლეს, როცა დავიდ ლეგუანდმა ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა და რობერტო ლუონგომ შაიბა ვერ დააფიქსირა. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯებმა გოლი ჩათვალეს.

ამით ორივე გუნდის შეტევითი მოქმედებები ამოიწურა. "ვანკუვერს" ასეთი სიტუაცია აწყობდა, "ნეშვილი" კი ამაოდ ცდილობდა მეტოქის კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევას, მაგრამ ბოლოს მეკარის შეცვლამაც ვერ უშველა.

საბოლოოდ, "ვანკუვერი" დასავლეთი კონფერენციის პირველი ფინალისტი გახდა და "სან ხოსესა" და "დეტროიტის" სერიის დასრულებას ელოდება.

ნეშვილი-ვანკუვერი 1:2

0:2, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 რეიმონდი-1 (კესლერი-9), 0:2 დ. სედინი-6 (კესლერი-10, ჰ. სედინი-8), 1:2 ლეგუანდი-6 (უორდი-6, ს. კოსტიცინი-5).

სერია: 2-4

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა