უკვე მერამდენე ზაფხულია ჯენარო გატუზო "მილანიდან" წასვლა-არწასვლის ზღვარზეა. გასულ წელს, რინოს მიუნხენის "ბაიერნამდე" ერთი ნაბიჯი აშორებდა...

უკვე მერამდენე ზაფხულია ჯენარო გატუზო "მილანიდან" წასვლა-არწასვლის ზღვარზეა. გასულ წელს, რინოს მიუნხენის "ბაიერნამდე" ერთი ნაბიჯი აშორებდა, როდესაც საქმეში ადრიანო გალიანი ჩაერია და ფეხბურთელი პირადად დაიყოლია დარჩენაზე. მაშინ ჯენარო გამოვიდა და შემდეგი განაცხადა: "გალიანიმ მითხრა, რომ მხოლოდ რჩეულთ აქვთ ბედნიერება იყვნენ კლუბის სიმბოლოები და თუ შენ ამაზე უარს ამბობ, შეგიძლია წახვიდე".

ამან გაჭრა და მაშინ გატუზომ "როსონერის" ერთგულებაც კი შეჰფიცა, თუმცა გავიდა ერთი სეზონი და კიდევ ერთხელ დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნავსაყუდელი გამოიცვალოს. ამჯერად, საუბარია სამ გუნდზე: ინგლისურ "მანჩესტერ სიტიზე", არაბულ "ალ აჰლისა" და ბერძნულ "ოლიმპიაკოსზე".

გატუზოს განზრახვის ამბავი ძალიან არ ესიამოვნა "მილანის" ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ჯერ პრესის მეშვეობით მიმართა შეგირდს, შემდეგ კი პირადადაც შეხვდა. მოდით, ჯერ ჟურნალისტთან გაკეთებულ ძალიან უშუალო განცხადებას გავეცნოთ - სტილი დაცულია:

"რა გჭირს რინო, რატომ გადაწყვიტე გუნდიდან წასვლა მაინც და მაინც მაშინ, როდესაც მთავარ მწვრთნელად მე დავინიშნე? - იმედია, ჩემი საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. არ გახსოვს, ერთად ვთამაშობდით "პერუჯაში" და ძალიან კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მოეშვი სისულელეებს და დარჩი იქ, სადაც შენი საჭიროებაა. ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ დიდ წარმატებებს და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შენი შემცვლელის ძიება დამჭირდეს".

აი, ასე მიმართა პრესის მეშვეობით ალეგრიმ გატუზოს და სავარაუდოდ, იგივე გაუმეორა პირადი შეხვედრის დროსაც. ჯერჯერობით, რინოს საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა თუ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, წასვლა გადაიფიქრა და მომავალ სეზონშიც "მილანში" იასპარეზებს.

აქვე, "როსონერის" გულშემატკივრებს ერთი უსიამოვნო ამბავი უნდა ვამცნოთ. ვარჯიშისას რონალდინიო დაშავდა და ლაზარეთში გადაინაცვლა. პირველადი გამოკვლევის შედეგად პროგნოზი არც თუ სახარბიელოა, რონის დაახლოებით ერთი თვით მოუწევს უქმობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელ მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს და სავარაუდოდ, ვერც პირველი ტურის შეხვედრაში იასპარეზებს "ლეჩეს" წინააღმდეგ.

არადა, გაუჩო თავგამოდებით ვარჯოშობდა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ თანაგუნდელთა შორის. თუ ექიმთა პროგნოზი გამართლდა, დიდია შანსი რონი ფორმიდან ამოვარდეს და სეზონის სტარტი ოპტიმალურ კონდიციაში შესვლის პროცესს შეალიოს. მოკლედ, სეზონი არ დაწყებულა და ალეგრის უკვე საკადრო პრობლემები შეექმნა, ვნახოთ რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება რონალდინიო.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა