4 აპრილს ხელბურთის უმაღლეს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა.

ბოლო ტურის მთავარ მატჩში "პეგასმა" 28:26 მოუგო "ქუთაისს" და მეორე ადგილი შეინარჩუნა.

22 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ პეგასი-ქუთაისი და BSB ბათუმი-იმედი-სტუ თელავი. 23 მაისს კი ფინალი გაიმართება.

სამტრედია-სპორტუნი 28:41

"სპორტუნმა" სეზონში მეორედ დაამარცხა "სამტრედია" (1 ფრე) და საკმაოდ დამაჯერებლადაც. "სამტრედიაში" გოლების ნახევარზე მეტი, 16, ერთმა მოთამაშემ, ძნელაძემ გაიტანა, მაშინ როცა, თბილისელების გუნდური თამაში თვალშისაცემი იყო. "სპორტუნმა" უკვე შესვენებაზე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა (20-12), მეორე ნახევარში კი სხვაობა ცამეტამდეც გაიზარდა - 41:28.

მეტოქის 19 დარტყმა მოიგერია მეკარე ხარაიშვილმა, 10-10 გოლი კი გაიტანეს პივოტმა, ჩაკვეტაძემ და მარცხენა გარემარბმა თიგიშვილმა. სპორტის უნივერსიტეტს მეექვსე ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა, სამტრედიამ კი სეზონი მერვეზე დაასრულა.

ქუთაისი-პეგასი 26:28

"პეგასი" თამაშს საბრძოლო შემადგელობით შეხვდა, ხოლო "ქუთაისს" აკლდა ტრავმირებული გამზარდია. მაქსიმალური სხვაობა დასაწყისშივე დაფიქსირდა, როცა "ქუთაისი" 3:0 დაწინაურდა და კარგა ხანს წინ იყო. სტურუას შორეული დარტყმებისა და რუსტამოვის ინდივიდუალური გარღვევების შეკავება "პეგასს" უჭირდა, თუმცა, მაინც გაათანაბრა ანგარიში 22-ე წუთზე, მალე კი კალანდაძემ და კუხალაშვილმა წინ გაიყვანეს თბილისელები - 12:10.

აქ "ქუთაისის" მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ პერსონალურად ააყვანინა "პეგასის" ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე (13 გოლი მატჩში, 5 შვიდმეტრიანით) - ახლა უკვე "ქუთაისმა"

გაათანაბრა და ტაიმის ბოლო წამზე ხაჟომიამ წინაც გაიყვანა თავისი გუნდი, 14:13.

მეორე ნახევარში "ქუთაისი" ორჯერ დაწინაურდა 2 ბურთით, მაგრამ "პეგასი" მეტოქეს კვალში ედგა. 44-ე წუთზე ტრავმა მიიღო შალვა სტურუამ, რუსტამოვი კი დაიღალა და შეცდომებს უმატა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო ფერაძემ. სტურუას ტრავმის დროს წინ უკვე "პეგასი" იყო (21:19), მაგრამ მერკვილაძემ მალე გაათანაბრა - 21:21. ამის შემდეგ ანგარიში კიდევ ორჯერ იყო საყაიმო. "ქუთაისი" 5-1 დაცვიდან 4-2 გადავიდა, მაგრამ აქ ბულბულაშვილმა მიიღო წითელი ბარათი, "პეგასი" კი ისევ გავიდა წინ ორით - 25:23. გადამწყვეტი გამოდგა გრიშიკაშვილის დარტყმა სირენამდე ორწუთ-ნახევრით ადრე, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ "პეგასი" მოიგებდა - 27:24 და საბოლოოდ - 28:26. "პეგასმა" რეგულარულ სეზონში პირადი დაპირისპირება 2-1 მოუგო "ქუთაისს" და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, მთავარი იქნება ამავე გუნდების ნახევარფინალი 22 მაისს.

წყალტუბო-გორი 33:43

"გორმა" 43:33 მოიგო და 16 ქულით დამაჯერებლად დაიკავა მეხუთე ადილი. ქვედა ოთხეულის მიკროტურნირში გორელებმა 8 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ სპორტის უნივერსიტეტთან.

"წყალტუბოსთან" მატჩში გორელთა შორის ორი მოთამაშე ასცდა ათბურთიან ზღვარს - მარჯვენა გარემარბმა ახალბედაშვილმა 14 გოლი გაიტანა, უკანახაზელმა გაგლოშვილმა - 13. წყალტუბოს "პრომეთეში" ყველაზე შედეგიანი იყო ხელაძე 10 გოლით. წყალტუბოს გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

BSB ბათუმი-იმედი-სტუ თელავი 45:33

ბოლო ორი სეზონის ჩემპიონების მატჩში "ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა" იოლად, სეზონში მესამედაც დაამარცხა "თელავი იმედი". თელაველებმა ზედა ოთხეულის სამ უშუალო კონკურენტთან 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს "ქუთაისთან". მათ ამ სეზონში საკადრო პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, პლეი-ოფისთვის მობილიზაცია ამ გუნდს შეუძლია და ეს 2017 წელსაც დაამტკიცა. სწორედ "ბათუმი" და "თელავი" შეხვდებიან ერთმანეთს 22 მაისს, ერთ-ერთ ნახევარფინალში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე. 4 აპრილი

სამტრედია-სპორტუნი 28:41

სამ: შველიძე 45/14, ფახურიძე 15/5 - ძნელაძე 28/16/2, ხომერიკი 9/4/6,

ხელისუფალი 4/3/3, თევზაძე 6/2, ქავზინაძე 2/2, ადამია 4/1/1, აფრიდონიძე

3/0/4, დიდია 1/0, ნადირაძე 3/0/3

სპ: ხარაიშვილი 47/19/1 - ჩაკვეტაძე 15/10/3, თიგიშვილი 12/10/2, ერისთავი

13/8, ჭელიძე 10/5/1, ცხვარაშვილი 9/3/1, ზურაბიანი 5/3/1, ჩიკვილაძე

1/1/1, გურასპაული 1/1/2, კუპატაძე 0/0/1, დელიბაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი - ნ. კევლიშვილი

ქუთაისი-პეგასი 26:28

ქუთ: ანდრიაძე 40/14/1, მაისურაძე 2/0, გულეიშვილი - რუსტამოვი 11/8/5,

სტურუა 11/6/3, ფერაძე 8/4/2, მერკვილაძე 5/3/3, ხაჟომია 6/3, ჯ. იმნაძე

6/2/1, კობახიძე, ბულბულაშვილი 1/0, ლ. იმნაძე, ჯუღელი, ლომიძე

პეგ: დიხამინჯია 38/12, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 22/13, ბაძაღუა

7/5/1, კუხალაშვილი 10/4/3, ზარნაძე 7/3/6, გრიშიკაშვილი 5/3/1, გვაზავა,

ქათამაძე 1/0/1, პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, შუბითიძე, ჟვანია, ჭანტურია

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

წყალტუბო-გორი 33:43

წყ: სილაგაძე 61/18/3 - ხელაძე 19/10/5, გველესიანი 17/7/5, დარსაველიძე

6/5/6, რ. ბაბუნაშვილი 8/4/1, მუკბანიანი 5/3/2, ნ. ბაბუნაშვილი 6/2/6,

ქაშიბაძე 2/1/1, აფხაძე 1/1, კოვზირიძე

გორ: ვათიაშვილი 61/28 - ახალბედაშვილი 19/14/4, გაგლოშვილი 21/13,

მჭედლიშვილი 16/10/5, ზუბიაშვილი 8/3/3, ზოზიაშვილი 3/1, ტარუაშვილი 4/1/2,

ბეთლემიშვილი 1/1, ხუბულური, ბერუაშვილი, ბ. ნიაზაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

BSB ბათუმი-იმედი-სტუ თელავი 45:33

ბათ: ტორონჯაძე 29/13, ხანდოლიშვილი 20/11, ვარშალომიძე 14/6 - კოხრეიძე

10/8/1, გოგოლაძე 12/7/3, ტიელიძე 9/6/2, ტალახაძე 10/5, თევზაძე 5/5/4,

აბრამიშვილი 7/4/1, სტოლბოვი 3/3, მსხვილიძე 3/2, ბერძენიშვილი 2/2,

მჟავანაძე 2/2/1, სურმავა 2/1/2, წივწივაძე

თელ: ცინცაძე 32/9, ხიდეშელი 30/8 - ყორიაული 37/17/3, გავაშელიშვილი 7/5,

გოგალაძე 11/3/3, დანელიშვილი 3/3/1, ცისკარიშვილი 8/2, კორსანტია 5/2/1,

ბაინაზიშვილი 3/1/2, იობაშვილი 4/0, ბერაძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი

სტატისტიკა: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი

(მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება/უზუსტო პასი)

სატურნირო ცხრილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---21--19---0---2---910-607--38

პეგასი----------21--18---0---3---829-611--36

ქუთაისი-------21--16---0---5---881-615--32

იმედი-სტუ----21--13---0---8---727-643--26

გორი-----------21---8---0---13--744-920--16

სპორტუნი-----21---5---1--15—698-894--11

წყალტუბო----21---2---1--18---526-794---5

სამტრედია----21---1---2--18---559-790---4

22 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი

პეგასი-ქუთაისი

23 მაისი: ფინალი და მატჩი მე-3 ადილისთვის.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა