ამ ტურში მთავარი მატჩი "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის გაიმართება. როცა იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი ხვდება ერთმანეთს, ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ინტერესი არც ამ შეხვედრას აკლია.

ბოლო დროს იტალიურ ფეხბურთში "იუვე" დომინირებს. სადაც კი შეხვდა "ბებერი ქალბატონი" თავისათვის ოდინდელ პრინციპულ მოწინააღმდეგეს, ყველგან მოახერხა მისი დამარცხება. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად.

ზედმეტია იმის თქმა, რომ ფავორიტი ახლაც "იუვენტუსია". რა შემადგენლობითაც უნდა თამაშობდეს ტურინული კლუბი, ის მაინც ნებისმიერ შეხვედრაში ფავორიტია. მით უმეტეს, ტურინელთა ახალი ლიდერები გვარიანი ბიჭები ჩანან. მაგალითად, მოიზეს კინი, ვისაც ჯერ კიდევ თბილისში, ჭაბუკთა ევროშესარჩევისას ეტყობოდა დიდი ფეხბურთელობა და ამაზე ვწერდით კიდეც.

"მილანი" ცუდ დღეშია. ჯერ ერთი, გუნდს რეალურად ემუქრება იმის საფრთხე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს. მეორეც, თუ სასწაული არ მოხდა, "იუვენტუსთან" შეხვედრა უნდა გამოტოვონ ჯანლუიჯი დონარუმამ და ლუკას პაკეტამ, რომლებიც "უდინეზესთან" შუა კვირის მატჩში (1:1) დაშავდნენ. ეს ჯენარო გატუზოს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

ისმის ვარაუდი, რომ თუ ამ შეხვედრაშიც წარუმატებლად ითამაშა "როსონერიმ", შესაძლოა, დადგეს გატუზოს პასუხისმგებლობის საკითხი. მას მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას უსახავენ.

სწორედ ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდი შეხვედება ერთმანეთს მილანში. "ინტერი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ატალანტას". რა გასაკვირია, რომ "ნერაძური" რევანშის წყურვილით იწვის. საქმე ისაა, რომ ბოლო შეხვედრაში "ატალანტამ" მეტად პრინციპულ მოწინააღმდეგეს 4:1 მოუგო.

"ლაციოს" კარგი შანსი ეძლევა, მორიგი ნაბიჯი გადადგას ლიგის სანუკვარი საგზურისკენ. სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი საშინაო ასპარეზზე ეთამაშება "სასუოლოს" და ამ შეხვედრაში უდავო ფავორიტადაც ითვლება. რაც მთავარია, გუნდმა მიაღწია ერთგვარ სტაბილურობას.

"ლაციო" ახლა შედარებით უკეთესია (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ

აუტსაიდერ სპალ-თან უპატიებელი თამაში წააგო), ვიდრე მისი მთავარი მტერი - "რომა".

"ნაპოლის" მოტივაცია აღარ აქვს. ამის მიუხედავად, მაინც ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ "ჯენოასთან" შეხვედრაში. "რომას" რთული გასვლა ელოდება გენუაში, სადაც "სამპდორიასთან" ითამაშებს. ფავორიტის გამორჩევა ამ თამაშში ძალიან რთულია, მაგრამ მცირე უპირატესობა ალბათ მაინც მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ. "რომას" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ფაქტები

"პარმამ" ბოლო შეხვედრაში შეძლო "ტორინოს" დამარცხება.

"იუვენტუსმა" ყველა ფრონტზე ბოლო 7 შეხვედრა მოუგო "მილანს".

"რომამ" ბოლო შეხვედრაში 4:1 აჯობა "სამპდორიას".

"ფიორენტინასა" და "ფროზინონეს" ბოლო 2 მატჩი ფრე დასრულდა.

"კალიარისა" და სპალ-ის უკანასკნელ დაპირისპირებაში ფრე აღინიშნა.

"ემპოლიმ" ბოლო 2 მატჩში აჯობა "უდინეზეს".

"ატალანტამ" ბოლო დაპირისპირება 4:1 მოუგო "ინტერს".

"ლაციოსა" და "სასუოლოს" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სერია A. XXXI ტური

შაბათი, 6 აპრილი

პარმა-ტორინო 17:00

იუვენტუსი-მილანი 20:00

სამპდორია-რომა 22:30

კვირა, 7 აპრილი

ფიორენტინა-ფროზინონე 14:30

კალიარი-სპალ 17:00

უდინეზე-ემპოლი 17:00

ინტერი-ატალანტა 20:00

ლაციო-სასუოლო 20:00

ნაპოლი-ჯენოა 22:30

ორშაბათი, 8 აპრილი

ბოლონია-კიევო 22:30

ბომბარდირები: 21 - კვალიარელა (სამპდორია); 20 - პიონტეკი (ჯენოა/მილანი), დ. საპატა (ატალანტა); 19 - რონალდო (იუვენტუსი); 16 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kkk
მეც მინდა მილანის დაბრუნება, მარა მირჩევნია ლიგის გარეშე დარჩეს და გატუზო გაუშვან ვიდრე ლიგაზე მოხვდეს და გატუზო დატოვონ.
Gu
მიდი დაბრუნდი მილან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი